3M PROTECTA AE521 Manual De Instrucciones página 155

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 70
საფრთხეები: საფრთხის შემცველ გარემოში ამ მოწყობილობის გამოყენება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს,
რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანის ან მოწყობილობის დაზიანება. საფრთხებეი მოიცავს შემდეგს (მაგრამ არ
შემოიფარგლება): მაღალი ტემპერატურა, მწვავე ქიმიური ნივთიერებები, კოროზიული გარემო, მაღალი ძაბვის
ხაზები, ასაფეთქებლები ან ტოქსიკური აირები, მოძრავი მანქანა-დანადგარები ან თქვენს თავზე არსებული
მასალა, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს და მომხმარებელს ან ვარდნის შეკავების სისტემას დაეცეს. მოერიდეთ
ისეთ ადგილში მუშობას, სადაც საჭიმარი შეიძლება გადაიკვეთოს ან გაებლანდოს მეორე მუშის საჭიმართან.
მოერიდეთ ისეთ ადგილებში მუშაობას, სადაც საგანი შეიძლება დაეცეს საჭიმარს, რაც გამოიწვევს საჭიმრის
წონასწორობის დაკარგვის ან დაზიანების რისკს. არ გაატაროთ საჭიმარი ხელების ქვეშ ან ფეხებს შორის.
2.0 გამოყენება
2.1
ვარდნისგან დაცვის და სამაშველო გეგმა: დამქირავებელს შემუშავებული უნდა ჰქონდეს ვარდნისგან დაცვის და
სამაშვეო გეგმა. დამქირავებლის გეგმაში მითითებული უნდა იყოს დამსაქმებლის ვარდნისგან დაცვის პროგრამის
მითითებები და მოთხოვნები, მათ შორის, დებულებები, მოვალეობები და ტრენინგი; ვარდნისგან დაცვის
პროცედურები; ვარდნის საფრთხეების თავიდან აცილება და კონტროლი; სამაშველო პროცედურები; ინციდენტების
გამოძიება და პროგრამის ეფექტურობის შეფასება.
2.2
ინსპექტირების სიხშირე: მუშამ საჭიმრები უნდა შეამოწმოს
უნდა ჩაატაროს სხვა კომპეტენტურმა პირმა
(მკაცრი გარემო, ხანგრძლივი გამოყენება და ა. შ.) შეიძლება უფრო ხშირად იყოს საჭირო კომპეტენტური პირის მიერ
ინსპექტირება. კომპეტენტურმა პირმა უნდა განსაზღვროს ინსპექტირების სათანადო ინტერვალები. ინსპექტირების
პროცედურები აღწერილია „შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" (ცხრილი 2 ) . კომპეტენტური პირის მიერ
შემოწმების შედეგები უნდა აისახოს „შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" ან ჩაიწეროს რადიო სიხშირის
იდენტიფიკაციის (RFID) სისტემის საშუალებით.
2.3
სხეულის საყრდენი: საჭიმართან ერთად გამოყენებული უნდა იყოს მთელი სხეულის დამცავი ღვედი. ღვედის
მაერთებელი უნდა იყოს განლაგებული მომხმარებლის სიმძიმის ცენტრის თავზე. საჭიმართან ერთად დაუშვებელია
სამონტაჟე (მცველი) სარტყლის გამოყენება. თუ სამონტაჟე (მცველი) სარტყლის გამოყენების დროს მოხდება ვარდნა,
ამან შეიძება გამოიწვიოს მოულოდნელი გამოთავისუფლება ან ფიზიკური ტრავმა სხეულის არასწორი დაყრდნობის
გამო.
2.4
კომპონენტების თავსებადობა: თუ ეს სხვაგვარად მითითებული არაა, 3M-ის აღჭურვილობა გათვლილია მხოლოდ
3M-ის მიერ დამტკიცებულ კომპონენტებსა და ქვესისტემებში გამოსაყენებლად. ისეთი კომპონენტების ან
ქვესისტემების გამოყენებამ ან შენაცვლებამ, რომლებიც დამტკიცებული არ არის, შეიძლება შეუთავსებლობის რისკი
გამოიწვიოს და უარყოფითად იმოქმედოს მთლიანი სისტემის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე.
2.5
მაერთებლების თავსებადობა: მაერთებლები შესაერთებელ ელემენტებთან თავსებადად მიიჩნევიან მაშინ, როცა
ისინი ერთად სამუშაოდ არის შექმნილი და მათი ზომა და ფორმა ჩამკეტ მექანიზმს უცებ არ გახსნის მიუხედავად იმისა,
თუ ისინი როგორ ორიენტაციას მიიღებენ. თავსებადობის შესახებ თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, დაუკავშირდით 3M-
ს. მაერთებლებს (კაუჭები, კარაბინები და D-რგოლები) უნდა შეეძლოთ, გაუძლონ მინიმუმ 22 კნ-ს (5000 გირვანქა/2267
კგ).
მაერთებლები უნდა იყოს თავსებადი ანკირების წერტილებთან ან სისტემის სხვა კომპონენტებთან. ნუ გამოიყენებთ
არათავსებად აღჭურვილობას. არათავსებადი მაერთებლები შეიძლება მოულოდნელად გაიხსნას (იხილეთ სურათი 6).
მაერთებლები თავსებადი უნდა იყოს ზომით, ფორმითა და გამძლეობით. საჭიროა თვითჩამკეტი სასხლეტი კაუჭები
ან კარაბინები. თუ მაერთებელი ელემენტი, რომელზეც სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი მაგრდება, უფრო პატარა
ზომისაა ან სხვა ფორმისაა, როგორც კი მას ძალა დაადგება, კაუჭის ან კარაბინის რაზა შეიძლება გაიხსნას (A). ძალის
მოხვედრისას თუ რაზა გაიხსნება (B), სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი მიმაგრების წერტილიდან მოძვრება (C).
2.6
მიერთება: სასხლეტიანი კაუჭები ან კარაბინები, რომლებსაც ამ მოწყობილობასთან გამოიყენებთ, თვითჩამკეტი
უნდა იყოს. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებლის ზომა, ფორმა და გამძლეობა მოწყობილობასთან
თავსებადი იყოს. ნუ გამოიყენებთ არათავსებად მოწყობილობას. შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებელი ბოლომდე
ჩაკეტილი ან ჩამჯდარი იყოს. 3M-ის მაერთებლები (სასხლეტი კაუჭები და კარაბინები) უნდა გამოვიყენოთ, როგორც
მომხმარებლის შესაბამის ინსტრუქციებშია მითითებული. მე-7 სურათზე იხილეთ არასწორი მიერთებების მაგალითები.
ნუ მიუერთებთ სასხლეტიან კაუჭებს და კარაბინებს:
A.
D-რგოლზე, რომელზეც სხვა შემაერთებელია მიერთებული.
B.
ისე, რომ რაზა მოხვდეს დატვირთვის ქვეშ. დიდყელიანი სასხლეტიანი კაუჭები არ უნდა შევუერთოთ სტანდარტული
ზომის D-რგოლებს ან მსგავს საგნებს, რის გამოც რაზა აღმოჩნდება დატვირთვის ქვეშ თუ სასხლეტიანი კაუჭი ან
D-რგოლი გადაიგრიხება ან მოტრიალდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასხლეტიანი კაუჭი აღჭურვილია 16 კნ
(3600 გირვანქა/612 კგ) რაზით.
C. ცრუ მიერთების შემთხვევაში, როდესაც მაერთებლების ზომა და ფორმა არ არის თავსებადი და ვიზუალური
დადასტურების გარეშე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მაერთებლები სრულად მიერთებულია.
D. ერთმანეთზე.
E.
პირდაპირ ქსოვილის თასმაზე ან თოკის საჭიმარზე, ან ანკერულ საჭიმარზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
დამამზადებლის ინსტრუქციების თანახმად, როგორც საჭიმარზე, ასევე მაერთებელზე დაიშვება ასეთი გადაბმა).
F.
ნებისმიერ საგანს, რომლის ზომა და ფორმა ისეთია, რომ სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი არ ჩაიკეტება ან
გამოძვრება.
G. ისე, რომ დატვირთვის დროს მაერთებელი ვერ აღმოჩნდეს სწორ პოზიციაში.
1 მუშა : ნებისმიერ პირი , რომელსაც იცავს ვარდნისგან დაცვის აქტიური სისტემა ; ან , ვარდნის შეკავების სისტემის შემთხვევაში , ნებისმიერი პირი ,
რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს სისტემაზე მიმაგრების პერიოდში .
2 კომპეტენტური პირი : დამქირავებლის მიერ დანიშნული ინდივიდუალური პირი , რომელიც პასუხისმგებელია დამქირავებლის მიერ მართვადი
ვარდნისგან დაცვის სისტემის უშუალო ზედამხედველობაზე , დანერგვაზე და მონიტორინგზე , რომელსაც მისი მომზადების და ცოდნის მეშვეობით ,
შეუძლია ყველა არსებული ან პოტენციური საფრთხის იდენტიფიკაცია , შეფასება და მოქმედებების შესრულება და რომელსაც გააჩნია
დამქირავებლის ნებართვა მოცემულ საფრთხეებთან დაკავშირებით სასრაფო გამოსასწორებელი ზომების მისაღებად .
1
ყოველი გამოყენების წინ. ამასთანავე, ინსპექტირებები
, რომელიც არ არის მომხმარებელი. უკიდურეს სამუშაო პირობებში
2
155

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido