Descargar Imprimir esta página

EGO PS1000E Manual De Instrucciones página 281

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 38
2. გააკეთეთ მეორე ჭდე ტოტის ზედა
მხრიდან პირველი ჭდიდან განზე.
გააგრძელეთ ტოტის ხერხვა, სანამ
ტოტი არ მოსცილდება ხეს. მოემზადეთ
ხელსაწყოს წონის დასაბალანსებლად,
როცა ტოტი მოიჭრება.
3. გააკეთეთ საბოლოო ჭდე ხის ტანთან ახლოს.
გაფრთხილება:
გაფრთხილება:
მეორე და ბოლო გახერხვისას
(ტოტის ან ღეროს ზედა მხრიდან)
დააყრდენით მაკომპენსირებელი კბილანები
მოსაჭრელ ტოტს (ნახ.S) . ეს დაგეხმარებათ
ტოტის შეკავებაში და გაადვილებს ხერხვას.
ჯაჭვი განახორციელებს ჭრას, საჭიროა
მხოლოდ ოდნავი დაწოლა ნქვევით. თუ ძალის
დატანებით გახერხავთ, შესაძლოა დაზიანდეს
ძელი, ჯაჭვი ან ძრავა.
ჯაჭვიანი ხერხის მაკომპენსირებელი
S-1
კბილანები
4. აუშვით ტრიგერ ჩამრთველს ხელი,
როგორც კი ხერხვას დაასრულებთ.
გაფრთხილება:
გაფრთხილება:
ჩამოთვლილი სათანადო
ხერხვის ინსტრუქციების უგულებელყოფამ
შესაძლოა გამოიწვიოს ძელის და ჯაჭვის
ჩახლართვა და ტოტში გაჭედვა ან ჩაჭედვა. თუ
მსგავსი რამ მოხდა:
1. გააჩერეთ ძრავი და მოხსენით
აკუმულატორი.
2. თუ ტოტს მისწვდებით მიწიდან, ხერხზე
ხელის გაუშვებლად აწიეთ ტოტი მაღლა.
ამან უნდა გახსნას გაჭედილი არე და
გამოათავისუფლოს ხერხი.
3. თუ ხერხი ისევ გაჭედილია,
დაუკავშირდით პროფესიონალს
დახმარებისთვის.
გასხეპვა და გასხვლა
გასხეპვა და გასხვლა
ძელიანი ხერხი განკუთვნილია 20 სმ-მდე (25სმ
მიმმართველი ღეროს მქონე ხელსაწყოსთვის)
ან 25სმ-მდე (30სმ მიმმართველი ღეროს მქონე
ხელსაწყოსთვის) დიამეტრის მქონე მცირე
ზომის ტოტების და ღეროების გასახერხად.
საუკეთესო რეზულტატის მისაღებად მიიღეთ
შემდეგი სიფრთხილის ზომები:
1.
ყურადღებით დაგეგმეთ ხერხვა.
გაითვალისწინეთ ის მიმართულება,
საითკენაც დაეცემა ტოტი.
გაფრთხილება:
გაფრთხილება:
ტოტები შესაძლოა დაეცეს
მოულოდნელი მიმართულებით. არ დადგეთ
უშუალოდ მოსაჭრელი ტოტის ქვევით.
56 ვოლტიანი ლიტიუმ-იონის უსადენო ძელზემდებარე ხერხი — PS1000E
2. ჭრის ყველაზე ტიპური სახეა ხერხის
დაჭერა 60°-იანი ან ნაკლები კუთხით,
კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე,
როგორც ეს ნაჩვენებია T ნახატზე. როგორც
კი გაიზრდება კუთხე ძელიანი ხერხის
ტარსა და მიწას შორის, იზრდება პირველი
ნაჭდევის გაკეთების სირთულე (ტოტის
ქვემოდან).
3. მოჭერით გრძელი ტოტები რამდენიმე
ეტაპად.
4. დასაწყისში მოჭერით ქვედა ტოტები,
რათა მისცეთ ზედა ტოტებს მეტი არე
ჩამოვარდნისას.
5. იმუშავეთ ნელა, ორივე ხელი მჭიდროდ
ჩაჭიდეთ ხელსაწყოს. დაიცავით ბალანსი
და მყარად იდექით ფეხზე.
6. გასხეპვისას ხე უნდა იყოს თქვენსა და
ჯაჭვს შორის. მოჭერით ხის გვერდითა
მხრიდან, იმ ტოტის საპირისპირო
მხრიდან, რომელსაც ჭრით.
7. არ მოჭრათ კიბეზე მდგომმა; ეს
განსაკუთრებით სახიფათოა. მიანდეთ
მსგავსი ტიპის სამუშაო პროფესიონალებს.
8. არ გააკეთოთ პირველი ჭდე ტოტზე ხის
ტანის ახლოს, სანამ არ ჩამოხერხავთ ამ
ტოტის უმეტესობას და არ შეამცირებთ
მის წონას. მართებული ხერხვის
პროცედურების მიდევნება თავიდან
აგაცილებთ ძირითადი ღეროდან მერქნის
მოცილების პრობლემას.
9. არ გამოიყენოთ ძელიანი ხერხი ხეების
გასაჩეხად ან ძელების დასახერხად.
10. დენის დარტყმის ასარიდებლად არ
ამუშაოთ ხელსაწყო ჰაერში გაჭიმულ
დენის სადენებთან 15 მ-ის სიახლოვეს
(სურ. T.)
11. გარეშე პირები უნდა იყვნენ ხელსაწყოდან
მინიმუმ 15 მეტრის დაშორებით (სურ. T.).
ტექნიკური მომსახურება
ტექნიკური მომსახურება
გაფრთხილება:
გაფრთხილება:
ხელსაწყოს შემოწმებამდე,
გაწმენდამდე და ტექმომსახურებამდე,
გააჩერეთ ძრავი, დაელოდეთ ყველა
მოძრავი ნაწილის გაჩერებას და მოხსენით
აკუმულატორი. ჩამოთვლილი ინსტრუქციების
უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს
სერიოზული ფიზიკური ან მატერიალური
ზიანი.
KA
281

Publicidad

loading