Descargar Imprimir esta página

Sony PlayStation VR2 Manual De Instrucciones página 107

Ocultar thumbs Ver también para PlayStation VR2:

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 24
გამოყენება და მოპყრობა
არასოდეს დაშალოთ ან შეცვალოთ პროდუქტი ან აქსესუარები
გამოიყენეთ პროდუქტი და აქსესუარები ამ სახელმძღვანელოს ინსტრუქციის
მიხედვით. არ არის გათვალისწინებული პროდუქტის ანალიზის ან
მოდიფიკაციის, ან მისი სქემის კონფიგურაციის ანალიზისა და გამოყენების
ავტორიზაცია. პროდუქტის არასანქცირებული მოდიფიკაცია გააუქმებს
თქვენს მწარმოებლის გარანტიას.
თვალყურის დევნება
PS VR2 ამოიცნობს თავისა და ხელის მოძრაობებს თვალყურის დევნების
კამერით VR ყურსასმენზე და თვალყურის დევნების მექანიზმით, რომელიც
ჩაშენებულია თვალყურის დევნების რგოლში თითოეულ მარეგულირებელზე.
არ დადოთ სტიკერები თვალყურის დევნების კამერაზე ან თვალყურის
დევნების რგოლზე, არ დაფაროთ ისინი ქსოვილით ან ხელებით.
მარეგულირებლის მართვა
• დატენეთ გარემოში, სადაც ტემპერატურის დიაპაზონი 10°C-დან 30°C-მდეა.
დატენვა შეიძლება არ მოხდეს ეფექტურად სხვა გარემოში.
• ბატარეებს აქვს ექსპლუატაციის შეზღუდული ვადა. ბატარეის
ექსპლუატაციის ვადა თანდათან შემცირდება განმეორებით გამოყენებასა
და დროსთან ერთად. ბატარეის ექსპლუატაციის ვადა ასევე განსხვავდება
შენახვის მეთოდის, გამოყენების მდგომარეობის, გარემოს და სხვა
ფაქტორების მიხედვით.
• როდესაც მარეგულირებელი არ გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში,
რეკომენდებულია მისი სრულად დატენვა წელიწადში ერთხელ მაინც,
ბატარეის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
ყურსასმენები
ყურსასმენების მოხსნისას პირდაპირ ამოქაჩეთ ყურსასმენის სარჭობი.
არ მოქაჩოთ ის კუთხეში.
ყურსასმენების შეცვლა
სტერეო ყურსასმენები აღჭურვილია
M (საშუალო) ზომის ყურში
ჩასასმელი ნაწილებით. თუ ისინი არ
ერგება თქვენს ყურებს, შეცვალეთ
ყურში ჩასასმელი ნაწილები S
(პატარა) ან L (დიდი) ზომის
ყურსასმენების უკეთ მოსარგებად.
ამოსაღებად გადაატრიალეთ და
შემდეგ ამოიღეთ ყურში ჩასასმელი
ნაწილი ყურსასმენიდან.მყარად
ჩასვით ყურსასმენები, რათა თავიდან
აიცილოთ მათი შემთხვევით
მოძრობა გამოყენების დროს.
GE
107

Publicidad

loading

Este manual también es adecuado para:

Cfi-zvr1