◾
არ გამოიყენოთ ხელსაწყო თუ
ჩამრთველი არ რთავს ან თიშავს მას.
ნებისმიერი ხელსაწყო, რომელიც ვერ
კონტროლდება ჩამრთველით, სახიფათოა
და საჭიროებს შეკეთებას.
◾
თუ ამის შესაძლობელობა არსებობს
მოხსენით აკუმულატორი ხელსაწყოს
ან გააქტიურეთ აკუმულატორის
გამთიშავი ნაწილი ჩაჭედილი
საგნების მოშორებამდე, ნებისმიერი
რეგულირებისას, ნაწილის ცვლილებისას,
გაწმენდისას ან ხელსაწყოს შენახვამდე.
მსგავსი პრევენციული უსაფრთხოების
ზომები ამცირებს ელექტრული
ხელსაწყოს უცაბედი ჩართვის რისკს.
◾
გათიშული ელექტრული ხელსაწყოები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას და არ მისცეთ ხელსაწყოს
გამოყენების უფლება მისით
სარგებლობის არმცოდნე ან მის
ინსტრუქციაში ჩაუხედავ პირებს.
ელექტრული ხელსაწყოები გამოუცდელი
პირების ხელში სახიფათოა.
◾
მოუარეთ ელექტრულ ხელსაწყოებს
და მის ნაწილებს. შეამოწმეთ მოძრავი
და შემაკავშირებელი ნაწილების
ურთიერთწანაცვლება, ნაწილების
დაზიანება და სხვა მდგომარეობა,
რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს
ხელსაწყოს მუშაობაზე. დაზიანების
შემთხვევაში შეაკეთეთ ხელსაწყო
გამოყენებამდე. ბევრი ინციდენტი
გამოწვეულია ცუდად მოვლილი
ელექტრო ხელსაწყოების და მათი
ნაწილების გამო.
◾
მჭრელი ხელსაწყოები იქონიეთ სუფთა
და ბასრ მდგომარეობაში. სწორად
მოვლილი ბასრი დანის პირის მქონე
მჭრელი ხელსაწყოების გახლართვა
ნაკლებად ალბათურია და მათი
კონტროლიც გაადვილებულია.
◾
გამოიყენეთ ეს ხელსაწყო, მისი ნაწილები,
მათი დამჭერები და ა.შ. ინსტრუქციის
მიხედვით, სამუშაო გარემოს და სამუშაოს
ტიპის გათვალისწინებით. ელექტრული
ხელსაწყოს არადანიშნულებისამებრ
გამოყენებამ შესაძლოა შექმნას სახიფათო
სიტუაცია.
12 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი ბალახის/ბუჩქის საკრეჭი— CHT2000E
◾
იქონიეთ სახელურები და სხვა ხელის
ჩასაჭიდი ზედაპირები მშრალ და
სუფთა, მათ შორის ცხიმისა და ზეთისგან
თავისუფალ მდგომარეობაში. სრიალა
სახელურებმა და ხელის ჩასაჭიდმა
ზედაპირებმა შესაძლოა შექმნას
სახიფათო სამუშაო პროცესი და/ან
გამოიწვიოს ხელსაწყოზე კონტროლის
დაკარგვა.
◾
მოარიდეთ სადენები ხელსაწყოს
სამუშაო არეს. მუშაობისას სადენი
შესაძლოა ხედვიდან დამალული იყოს და
შემთხვევით დაზიანდეს ხელსაწყოს მიერ.
აკუმულატორის გამოყენება და მოვლა
◾
დატენეთ მხოლოდ მწარმოებლის
მიერ მითითებული დამტენი
მოწყობილობით. დამტენმა
მოწყობილობამ, რომელიც თავსებადია
ერთი ტიპის აკუმულატორთან, შესაძლოა
წარმოშვას ხანძრის გაჩენის რისკი სხვა
აკუმულატორზე გამოყენებისას.
◾
გამოიყენეთ ელექტრული
ხელსაწყოები მხოლოდ სპეციალურად
აღნიშნული აკუმულატორებით. სხვა
აკუმულატორების გამოყენებამ შესაძლოა
წარმოშვას ფიზიკური დაზიანების ან
ხანძრის რისკი.
◾
როდესაც აკუმულატორს არ იყენებთ,
მოაცილეთ იგი ლითონის საგნებს,
როგორიცაა ქაღალდის კლიპი, მონეტა,
გასაღები, ლურსმანი, ხრახნი ან სხვა
მცირე ზომის ლითონის საგნები,
რომელთაც შეუძლიათ აკუმულატორის
კონტაქტების დამოკლება.
აკუმულატორის კონტაქტების
დამოკლებამ შესაძლოა გამოიწვიოს
დამწვრობა ან ხანძარი.
◾
არასწორი მოპყრობის შემთხვევაში
სითხემ შესაძლოა გამოჟონოს
აკუმულატორიდან; მოერიდეთ მასთან
შეხებას. თუ შემთხვევით შეეხეთ
სითხეს, ჩამოიბანეთ წყლით. თუ სითხე
მოხვდა თვალებში, მიმართეთ ექიმს.
აკუმულატორიდან გამოჟონილმა სითხემ
შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება ან
დამწვრობა.
KA
269