ბალახის საკრეჭი დანის გამოყენება (ნახ. G)
გაფრთხილება: დაწვრილებით გაეცანით
და შეისწავლეთ ყველა უსაფრთხოების წესი
მომხმარებლის ამ ინსტრუქციაში.
1)
ბალახის საკრეჭი დანა გამოიყენეთ
მხოლოდ ბალახის და სარეველების
მოსაჭრელად.
2)
საუკეთესო რეზულტატების მისაღებად
გამოიყენეთ მშრალ ამინდში. მიუხედავად
ამისა, მიწაზე ან ბალახზე არსებული წყალი
ან ტენი არ წარმოქმნის ელექტრული შოკის
საფრთხეს ამ ხელსაწყოსთვის.
3)
თქვენი თავისუფალი ხელი მოარიდეთ
დანას და დაიცავით სტაბილური სამუშაო
პოზიცია, რათა არ დაგისრიალდეთ ფეხი. არ
გადაიხაროთ.
4)
გაატარეთ დანა ბალახში იმ სიჩქარით,
რაც აძლევს საშუალებას ხელსაწყოს
შეინარჩუნოს ჭრის თანაბარი ტემპი.
შეამცირეთ გატარების სიჩქარე თუ დანის
ტემპი კლებულობს. უფრთხილდით უცხო
სხეულებს ბალახში.
ექსპლუატაცია
გაფრთხილება: ტექნიკური სერვისისას
გამოიყენეთ მხოლოდ იდენტური
სათადარიგო ნაწილები. სხვა ნებისმიერი
ნაწილის გამოყენებამ შესაძლოა შექმნას
საფრთხე ან გამოიწვიოს ხელსაწყოს
დაზიანება. ხელსაწყოს უსაფრთხოდ და
გამართულად მუშაობისთვის საჭიროა
მისი ყველა შეკეთება და ნაწილის შეცვლა
შესრულდეს კვალიფიციური სერვისის
ტექნიკოსის მიერ.
გაფრთხილება: სერიოზული
პერსონალური ზიანისგან თავის
არიდების მიზნით ყოველთვის მოხსენით
აკუმულატორი ხელსაწყოს როდესაც
წმინდავთ მას ან უტარებთ რაიმე ტიპის
სერვისს.
გაწმენდა
◾
გამოიყენეთ რბილი ფუნჯი რათა
მოაცილოთ ნარჩენი საჰაერობსა და საჭრელ
დანას.
12 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი ბალახის/ბუჩქის საკრეჭი— CHT2000E
◾
კუპრის ან სხვა წებოვანი ნივთიერების
მოსაცილებლად მოაპკურეთ დანას
რეზინის გამხსნელი. მცირე ხნით ჩართეთ
მოტორი, რათა გამხსნელი თანაბრად
გადანაწილდეს.
◾
მშრალი ქსოვილით გაწმინდეთ ზედაპირი.
გაფრთხილება: არასდროს გამოიყენოთ
წყალი თქვენი ხელსაწყოს გასაწმენდად.
მოერიდეთ გამხსნელების გამოყენებას
ხელსაწყოს პლასტმასის ნაწილების
გაწმენდისას. უმეტესობა პლასტმასები
ზიანდება მათზე გამხსნელების გამოყენების
შედეგად. გამოიყენეთ სუფთა ტილოები
ტალახის, მტვრის, ზეთის, ცხიმის და სხვ.
მოსაცილებლად.
მჭრელი დანის გალესვა
1. შენახვამდე მოხსენით აკუმულატორი
ბუჩქის საკრეჭს.
2. მოათავსეთ საჭრელი დანა გირაგში და
ქლიბით დაამუშავეთ ყოველი კბილის
მჭრელი ზედაპირი. მოქლიბეთ რაც
შეიძლება ცოტა ლითონი.
3. მოხსენით საკრეჭი/მაკრატელი
გირაგიდან და დაარეგულირეთ ისე რომ
გამოჩნდეს მეორე გასალესი ნაწილიც.
გაიმეორეთ იგივე პროცედურა სანამ
დანის ყველა პირი არ გაილესება.
შენიშვნა: არ ამუშაოთ თქვენი ხელსაწყო
დაჩლუნგებული არ დაზიანებული საჭრელი
დანებით. ამან შესაძლოა გამოიწვიოს
ხელსაწყოს გადატვირთვა და მოგცეთ
არასასურველი რეზულტატი.
დანის შეზეთვა
უკეთესი მუშაობისთვისა და დანის
ტექნიკური ვადის გასაზრდელად შეზეთეთ
ხელსაწყო მსუბუქი მანქანის ზეთით ყოველ
ჯერზე გამოყენებამდე და მის შემდეგ.
მოხსენით აკუმულატორი და მოათავსეთ
ხელსაწყო ბრტყელ ზედაპირზე. შეზეთეთ
ზედა დანის პირის გასწვრივ.
შენიშვნა: ხანგრძლივი გამოყენებისას
შეზეთეთ დანა მუშაობის პერიოდში.
KA
277