EGO BBA2100 Manual Del Usuario página 230

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 31
პირადი უსაფრთხოება
ხელსაწყოს გამოყენებისას იყავით
ფხიზლად, იმოქმედეთ დაკვირვებით
და საღი აზრის გათვალიწინებით. არ
გამოიყენოთ ხელსაწყო როდესაც ხართ
დაღლილი, ან ალკოჰოლის, მედიკამენტების
ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.
ხელსაწყოთი სარგებლობისას მყისიერმა
უყურადღებობამ შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
ყოველთვის გამოიყენეთ პირადი დამცავი
საშუალებები. შესაბამის სამუშაო პირობებში
პირადი დამცავი საშუალებების გამოყენება,
როგორიცაა თვალის დამცავი, მტვრის
საწინააღმდეგო ნიღაბი, მოცურების
საწინააღმდეგო სპეც ფეხსაცმელი, მყარი
ჩაფხუტი ან სმენის დამცავი, ამცირებს
სამუშაო ტრამვებს.
უცაბედი ჩართვის აღკვეთა. დარწმუნდით
რომ ჩამრთველი არის გამორთულ
პოზიციაში ხელსაწყოს დენში და/ან
აკუმულატორთან მიერთებამდე, ხელსაწყოს
მაღლა აწევამდე ან ტარებამდე. ელექტრული
ხელსაწყოების ტარება ჩამრთველის ღილაკზე
დადებული თითით ან ხელსაწყოს დენში
მიერთება, რომელსაც გააქტიურებული აქვს
ჩართვის ღილაკი, იწვევს ინციდენტებს.
მოხსენით ნებისმიერი დამაგრებული
მარეგულირებელი ხელსაწყო ან ქანჩის
გასაღები ჩართვამდე. ელექტრული
ხელსაწყოს მბრუნავ ნაწილზე დამაგრებულმა
ქანჩის გასაღებმა ან სხვა მარეგულირებელმა
შესაძლოა მოგაყენოთ პირადი ზიანი.
არ გადაიხაროთ. ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
ეს გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ
ხელსაწყოს უკეთესი კონტროლი
მოულოდნელ სიტუაციებში.
ჩაიცვით შესაბამისად. არ ჩაიცვათ განიერი,
ფრიალა ტანსაცმელი და ძვირფასეულობა.
მოაცილეთ თქვენი თმა, ტანსაცმელი და
ხელთათმანები მოძრავ ნაწილებს. განიერი,
ფრიალა ტანსაცმელი, ძვირფასეულობა
და თმა შესაძლოა ჩაითრიოს მოძრავმა
ნაწილებმა.
თუ არსებობს მტვრის ან ნარჩენების
შემგროვებელი საშუალებების შეერთების
KA
ადგილები, დარწმუნდით რომ ისინი
სწორადაა დაკავშირებული და
გამოყენებული. მტვრისთვის განკუთვნილი
საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა
შეამციროს მასთან დაკავშირებული
საფრთხეები.
230
ცილინდრული ჯაგრისის მიმაგრება — BBA2100
შეეცადეთ მსგავს ხელსაწყოებთან ხშირი
მუშაობის გამოცდილებამ არ გამოიწვიოს
თქვენი უზრუნველობა და არ გაუკეთოთ
ხელსაწყოს უსაფრთხოების პრინციპებს
იგნორირება. უგულისყურო საქციელმა
წამის მეათედშიც კი შესაძლოა მოგიტანოთ
სერიოზული ზიანი.
ელექტრული ხელსაწყოს გამოყენება და
მოვლა
არ დაატანოთ ძალა ხელსაწყოს.
გამოიყენეთ სწორი ხელსაწყო თქვენი
მიზნებისთვის. სწორი ხელსაწყო უკეთ და
უფრო უსაფრთხოდ გააკეთებს იმ საქმეს,
რომლისთვისაც განკუთვნილია იგი.
არ გამოიყენოთ ხელსაწყო თუ ჩამრთველი
არ რთავს ან თიშავს მას. ნებისმიერი
ხელსაწყო, რომელიც ვერ კონტროლდება
ჩამრთველით, სახიფათოა და საჭიროებს
შეკეთებას.
თუ ამის შესაძლობელობა არსებობს
მოხსენით აკუმულატორი ხელსაწყოს ან
გააქტიურეთ აკუმულატორის გამთიშავი
ნაწილი ჩაჭედილი საგნების მოშორებამდე,
ნებისმიერი რეგულირებისას, ნაწილის
ცვლილებისას, გაწმენდისას ან ხელსაწყოს
შენახვამდე. მსგავსი პრევენციული
უსაფრთხოების ზომები ამცირებს
ელექტრული ხელსაწყოს უცაბედი ჩართვის
რისკს.
გათიშული ელექტრული ხელსაწყოები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას და არ მისცეთ ხელსაწყოს
გამოყენების უფლება მისით სარგებლობის
არმცოდნე ან მის ინსტრუქციაში ჩაუხედავ
პირებს. ელექტრული ხელსაწყოები
გამოუცდელი პირების ხელში სახიფათოა.
მოუარეთ ელექტრულ ხელსაწყოებს
და მის ნაწილებს. შეამოწმეთ მოძრავი
და შემაკავშირებელი ნაწილების
ურთიერთწანაცვლება, ნაწილების
დაზიანება და სხვა მდგომარეობა, რომელმაც
შეიძლება გავლენა იქონიოს ხელსაწყოს
მუშაობაზე. დაზიანების შემთხვევაში
შეაკეთეთ ხელსაწყო გამოყენებამდე.
ბევრი ინციდენტი გამოწვეულია ცუდად
მოვლილი ელექტრო ხელსაწყოების და მათი
ნაწილების გამო.
მჭრელი ხელსაწყოები იქონიეთ სუფთა და
ბასრ მდგომარეობაში. სწორად მოვლილი
ბასრი დანის პირის მქონე მჭრელი
ხელსაწყოების გახლართვა ნაკლებად
ალბათურია და მათი კონტროლიც
გაადვილებულია.

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido