Descargar Imprimir esta página

AE BPE556360M Manual De Instrucciones página 263

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 705
• გაწმინდეთ მოწყობილობა რბილი სველი ტილოთი. გამოიყენეთ მხოლოდ
ნეიტრალური სარეცხი საშუალება. არ გამოიყენოთ აბრაზიული პროდუქტები,
აბრაზიული საწმენდი ბალიშები, გამხსნელები ან რკინის ნივთები.
• ღუმელის სპრეის გამოყენების შემთხვევაში დაიცავით შეფუთვაზე მოცემული
უსაფრთხოების ინსტრუქცია.
2.5 პიროლიზური წმენდა
გარფთხილება!
დაზიანების / ხანძრის / ქიმიური გამონაბოლქვის (ორთქლის) რისკი
პიროლიზურ რეჟიმში.
• პიროლიზური წმენდის და პირველი გაცხელების წინ ღუმლის კამერიდან მოაშორეთ
შემდეგი:
– საკვების ნებისმიერი ნარჩენი, ზეთის ან ცხიმის ლაქები/ნარჩენები.
– ნებისმიერი მოძრავი ობიექტი (მათ შორის, თაროები, გვერდითი რელსები და ა.შ.,
რომლებიც მოჰყვა პროდუქტს), განსაკუთრებით, ქვაბები, არაკრობადი ტაფები,
ლანგრები, დანა-ჩანგალი და ა.შ.
• ყურადღებით წაიკითხეთ პიროლიტური წმენდის ყველა ინსტრუქცია.
• პიროლიტური წმენდის ფუნქციის გამოყენებისას ბავშვები მოარიდეთ
მოწყობილობას. მოწყობილობა ძალიან ცხელდება და წინა გამაგრილებელი
სარქვლებიდან გამოდის ცხელი ჰაერი.
• პიროლიზური წმენდა მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის ქვეშ, რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს კვამლის გამოყოფა საკვების ნარჩენებისგან. ამიტომ მომხმარებლებს
ვურჩევთ:
– უზრუნველყავით კარგი ვენტილაცია პიროლიტური გაწმენდის ყოველ ჯერზე და
მის შემდეგ.
– უზრუნველყავით კარგი ვენტილაცია წინასწარი გაცხელების ყოველ ჯერზე და
მის შემდეგ.
• მინის პანელების დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ დაღვაროთ ან დაასხათ
წყალი ღუმლის კარზე პიროლიტური გაწმენდის ყოველ ჯერზე და მის შემდეგ.
• ყველა პიროლიტური ღუმელიდან / საჭმლის ნარჩენებიდან გამოყოფილი ორთქლი,
როგორც აღწერილია, არ არის საზიანო ადამიანებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის,
ან სამედიცინო ჩვენების მქონე პირებისთვის.
• პიროლიტური წმენდის და პირველი გაცხელების დროს და შემდეგ მოარიდეთ
მოწყობილობას შინაური ცხოველები. პატარა შინაური ცხოველები (განსაკუთრებით,
ჩიტები და რეპტილიები), შესაძლოა, განსაკუთრებით მგრძნობიარენი იყვნენ
ტემპერატურული ცვლილებებისა და გამოყოფილი კვამლის მიმართ.
• ქვაბები, ტაფები, ლანგრები, დანა-ჩანგალი და ა.შ. შესაძლოა დაზიანდეს მაღალი
ტემპერატურის პიროლიზური წმენდის ოპერაციის დროს.
2.6 შიდა განათება
გარფთხილება!
დენის დარტყმის რისკი.
• პროდუქტში არსებული ნათურა(ები) და სათადარიგო ნათურის ნაწილები
დამოუკიდებლად უნდა შეიძინოთ: ეს ნათურები განკუთვნილია ექსტრემალური
ფიზიკური პირობებისათვის საყოფაცხოვრებო დანადგარებში, როგორიც არის
ტემპერატურა, ვიბრაცია, ტენიანობა და ასევე იღებენ სასიგნალო ინფორმაციას
დანადგარის საოპერაციო სტატუსის შესახებ. ისინი არ არის განკუთვნილი სხვა
დანადგარებში გამოყენებისათვის და საყოფაცხოვრებო ოთახების გასანათებლად.
უსაფრთხოების ინსტრუქციები
263/780

Publicidad

loading

Este manual también es adecuado para:

Bpk556360m