შემდეგ დაამაგრეთ ქვედა დანა მცირე
ზომის ექვსწახნაგა ნასვრეტით ტარზე
ზედაპირზე დატანილი „EGO"-ს ლოგოთი
თქვენი მიმართულებით (ნახ. D5).
შენიშვნა:
შენიშვნა:
დარწმუნდით რომ ექვსწახნაგა
ნასვრეტები დანებზე და ექვსწახნაგა ტარის
მხარზე ერგება ერთმანეთს. სხვა შემთხვევაში,
თუ დანები საპირისპირო მიმართულებითაა
დამაგრებული, როტაციული სათიბი ვერ
იმუშავებს სწორად და დააზიანებს დანებს.
4. მიჰყევით ნახ. D1-ზე ნაჩვენები
ინსტრუქციის მიმდევრობას, რათა
ხელახლა ააწყოთ ისინი.
გადაცემათა კოლოფის შეზეთვა
გადაცემათა კოლოფის შეზეთვა
ხელსაწყოს ოპტიმალური მუშაობისთვის
და ხანგრძლივი მოხმარებისთვის შეზეთეთ
გადაცემათა კოლოფი სპეციალური საპოხით
(4-5 გ ყოველ ჯერზე) ყოველი 50 საათიანი
ექსპლუატაციის პერიოდის შემდეგ.
სპეციალური საპოხი უნდა აკმაყოფილებდეს
შემდეგ მოთხოვნებს:
1. მიეკუთვნებოდეს DIN51818 ტიპს:
კონუსის შკალაზე NLGI-1 სირბილის.
2. სინთეთიკური ეთერის ცხიმი.
3. შესანიშნავი საპოხი
დაბალტემპერატურული ჩართვისთვის,
მაღალი წნევის პირობებისთვის, მექანიკური
ცვეთისა და გახეხის საწინააღმდეგო და
ოქსიდაციის სტაბილიზაციის თვისებებით.
4. ტემპერატურის მუშა რეჟიმი უნდა
მოიცავდეს -40°C~180°C ინტერვალს.
მოხსენით დამლუქავი ხრახნი.
შეავსეთ ზეთით გადაცემათა კოლოფი
სპეციალურად განკუთვნილი შესაზეთი
ხვრელის საშუალებით.
გაფრთხილება:
გაფრთხილება:
არ შეზეთოთ ხელსაწყო
როდესაც ხელსაწყო შეერთებულია
აკუმულატორთან ან მუშა რეჟიმშია.
ხელსაწყოს გაწმენდა
ხელსაწყოს გაწმენდა
◾
გაწმინდეთ ხელსაწყო ნოტიო ქსოვილით
და რბილი სარეცხი საშუალებით.
◾
არ გამოიყენოთ ძლიერი გამწმენდი
საშუალებები პლასტმასის ბუდეზე ან
სახელურზე. ისინი შესაძლოა დაზიანდეს
ისეთი არომატიზატორებით, როგორიცაა
ნაძვის ან ლიმნის ზეთი, ან ნავთის ტიპის
გამხსნელი საშულებებით. სინესტემ ასევე
შეიძლება შექმნას ელექტრული შოკის
საფრთხე. რბილი, მშრალი ქსოვილით
მოწმინდეთ ხელსაწყოს ნებისმიერი ნესტი,
ხელსაწყოს შენახვის წესი
ხელსაწყოს შენახვის წესი
◾
მოხსენით აკუმულატორი ხელსაწყოს
გამოყენების შემდეგ.
◾
საფუძვლიანად გაწმინდეთ ხელსაწყო
შენახვამდე.
◾
შეინახეთ ხელსაწყო მშრალ, კარგად
განიავებად ადგილას ჩაკეტილ და მაღალ
სათავსოში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას. არ შეინახოთ ხელსაწყო სასუქის,
ბენზინის და სხვა ქიმიური ნივთიერებების
სიახლოვეს.
◾
ხელსაწყოს ტრანსპორტირების დროს
გამოიყენეთ ლითონის დანების საფარი.
გარემოს დაცვა
გარემოს დაცვა
WEEE (ელექტრული ნარჩენები
და ელექტრული
მოწყობილობები)
არ მოახდინოთ ელექტრული
მოწყობილობის, დამტენის
და აკუმულატორის / მისი
ბატარეების მოთავსება
საყოფაცხოვრებო
ნაგავში! მიუტანეთ ისინი
ავტორიზირებულ ნარჩენების
გადამამუშავებელს და
მოახდინეთ ასეთი ნარჩენის
განცალკევებულად შეგროვება.
ელექტრული ხელსაწყოები
უნდა ჩაბარდეს ნარჩენების
გადამამუშავებელ ორგანოს
გარემოს დაცვის ნორმების
გათვალისწინებით.
როტაციული სათიბი — RTX2300
KA
177