Descargar Imprimir esta página

Bugaboo Nuna meet your turtle air Manual De Instrucciones página 185

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 62
გაფრთხილება
ამ გაფრთხილებებისა და მითითებების
შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს
სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
ნებისმიერი ქამრები, რომლებიც ჩვილის გადასაყვან
მოდულს სატრანსპორტო საშუალებას ამაგრებენ,
უნდა იყოს დაჭიმული, ისე, რომ სისტემის ყველა ფეხი
უნდა ეხებოდეს სატრანსპორტო საშუალების იატაკს,
და ისე, რომ ბავშვის დამჭერი ყველა ქამარი უნდა
მიმაგრებული იყოს ბავშვის სხეულზე, და ქამრები
არ უნდა იყოს გადაბრუნებულ მდგომარეობაში.
ნებისმიერი ბარგი თუ სხვა საგანი, რომელმაც
შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება დაჯახების
შემთხვევაში, უნდა იყოს სათანადოდ დამაგრებული.
დარწმუნდით, რომ ბავშვის გაძლიერებული შეკავების
სისტემა დაყენებულია ისე, რომ მისი არცერთი
ნაწილი არ უშლის ხელს მოძრავ სავარძლებს ან
სატრანსპორტო საშუალების კარების მოქმედებას.
ჩვილის გადასაყვანი მოდულის ხელით წაღებამდე,
დარწმუნდით, რომ ბავშვი შეკრულია ბავშვის
ღვედებით, და რომ სახელური სწორადაა
ჩაკეტილი ვერტიკალურ მდგომარეობაში.
დაუკავშირდით დისტრიბუტორს მოვლის, რემონტისა
და ნაწილების შეცვლის საკითხებთან დაკავშირებით.
სწორი დაყენება დაშვებულია მხოლოდ
ISOFIX-ის სამაგრების მეშვეობით.
ხშირად შეამოწმეთ ISOFIX-ის მიმმართველი დეტალები
ჭუჭყზე და საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდეთ
ისინი. საიმედოობაზე გავლენას ახდენს ჭუჭყის,
124
BGB Turtle Air EMEA Book A6 IMG-0119F-2.indb 124-125
BGB Turtle Air EMEA Book A6 IMG-0119F-2.indb 124-125
მტვრის, საკვები ნაწილაკების და ა.შ. მოხვედრა.
ბავშვის ამ გაძლიერებული შეკავების სისტემის
შეძენამდე, გთხოვთ გადაამოწმოთ რომ ის სათანადოდ
დაყენდება თქვენს სატრანსპორტო საშუალებაში.
გთხოვთ, შეინახეთ ბავშვის ეს გაძლიერებული
შეკავების სისტემა ნაჭრის გადასაფარებლის გარეშე
მზის სხივებისგან მოშორებით, რადგან შესაძლოა
ის ბავშვის კანისთვის ზედმეტად გაცხელდეს.
ყოველთვის შეეხეთ ბავშვის გაძლიერებული
შეკავების სისტემას მასში ბავშვის მოთავსებამდე.
ბავშვის ამ გაძლიერებული შეკავების სისტემის
ISOFIX-ის სამაგრებთან გამოყენებისთვის გაეროს
129-ე რეგულაციის თანახმად, თქვენი ბავშვი
უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს.
ბავშვის სიმაღლე 40სმ-83სმ/ბავშვის წონა≤13კგ
(დაახლოებით 15 თვის ან ნაკლები ასაკის)
ჩვილის გადასაყვანი ამ ქამრიანი მოდულის
გამოყენებისთვის, თქვენი ბავშვი უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს.
ბავშვის სიმაღლე 40სმ-83სმ.
ბავშვის წონა ≤13კგ/ბავშვის ასაკი≤15 თვე.
ბავშვის გაძლიერებული შეკავების სისტემის
რბილი ნივთები უნდა შეიცვალოს მხოლოდ
მწარმოებლის მიერ რეკომენდებული
პროდუქციით, რადგან რბილი ნივთები შეადგენენ
დაჭერის სისტემის განუყოფელ ნაწილს.
გადმოვარდნის რისკის შესამცირებლად, ყოველთვის
დაამაგრეთ ბავშვი ღვედების მეშვეობით, როდესაც
ბავშვი მოთავსებულია ჩვილის გადასაყვან მოდულში,
მაშინაც კი, როდესაც ბავშვის გაძლიერებული შეკავებისა
სისტემა არ არის სატრანსპორტო საშუალებაში.
125
24-08-2020 11:04
24-08-2020 11:04

Publicidad

loading