საოჯახო ფერმის ტიპის სასტუმროებსა და სხვა მსგავს
საცხოვრებლებში, სადაც ასეთი გამოყენება არ სცდება
(საშუალო) საყოფაცხოვრებო მოხმარების დონეებს.
• ტექმომსახურების შესრულებამდე გამოაერთეთ
მოწყობილობა ელექტროკვების წყაროდან.
• სიფრთხილე: ხელშესახები ნაწილები, შესაძლოა,
გაცხელდეს საჭმლის მოსამზადებელ საშუალებებთან
გამოყენების დროს.
• გამოიყენეთ მხოლოდ ჭანჭიკ-ფიქსატორები, რომლებიც
მოჰყვება მოწყობილობას. თუ არ მოჰყოლია,
გამოიყენეთ დაყენების ინსტრუქციაში
რეკომენდებული ჭანჭიკები. დაამონტაჟეთ
მოწყობილობა უსაფრთხო და შესაფერის ადგილზე,
რომელიც აკმაყოფილებს ინსტალაციის მოთხოვნებს.
• გაფრთხილება: თუ ჭანჭიკები სწორად არ დაყენდება ან
ვერ მოხერხდება მოწყობილობის ფიქსაცია ამ
მითითებების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას
სხვადასხვა ელექტროსაშიშროება.
• არ გამოიყენოთ წებო მოწყობილობის ფიქსაციისთვის.
• მინიმალური მანძილი სახურავის ზედაპირიდან,
რომელზეც ტაფები იდგმება, მოწყობილობის ქვედა
ნაწილამდე უნდა იყოს სულ მცირე 65 სმ, თუ
სხვაგვარად არ არის მითითებული მოწყობილობის ან
სახურავის მონტაჟის ინსტრუქციაში.
• ჰაერის გაშვება უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი
ორგანოების რეგულაციებს.
• ოთახში, სადაც მოწყობილობაა დამონტაჟებული,
უზრუნველყავით ჰაერის კარგი ვენტილაცია, რათა
თავიდან აიცილოთ აირზე ან სხვა საწვავზე მომუშავე
მოწყობილობებიდან, მათ შორის ღია ცეცხლიდან
აირების ოთახში შემობრუნება.
• დარწმუნდით, რომ ვენტილაციის ღიობები არ არის
დახშული და მოწყობილობის მიერ დაგროვებული
ჰაერი არ მიედინება იმ მილსადენში, რომელიც
გამოიყენება სხვა მოწყობილობებიდან გამონაბოლქვი
კვამლის და ორთქლის გამოსაშვებად (ცენტრალური
129