მუშაობის დაწყების მოკლე სახელმძღვანელო
გარეგნობა
1
2
მთავარი ეკრანის ზონა
1
ელექტროდი
2
კვების ელემენტის საფარი
3
ქარხნული აღდგენის ღილაკი
4
კვების ელემენტების ინსტალირება (ავტომატური დაწყება)
გახსენით კვების ელემენტის საფარი სასწორის უკანა მხარეს, დააყენეთ ელემენტები და დახურეთ ელემენტის საფარი.
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ კვების ელემენტების სწორი მიმართულებით დაყენებას.
თქვენი მოწყობილობის დაყენება
დააწყვილეთ მოწყობილობა ტელეფონთან Huawei Health აპის გამოყენებით. დაასკანირეთ QR კოდი ან მოიძიეთ „Huawei Health" AppGallery-ში
ან საიტზე: consumer.huawei.com, რომ ჩამოტვირთოთ Huawei Health აპი. დაამატეთ თქვენი მოწყობილობა Huawei Health აპში და მიჰყევით
ეკრანზე მოცემულ მითითებებს დაწყვილების დასასრულებლად.
დახმარების მიღება
დაკავშირებისა და ფუნქციების შესახებ, ასევე გამოყენებასთან დაკავშირებით რჩევებისთვის იხილეთ ონლაინ დახმარება Huawei Health აპში.
საავტორო უფლება © Huawei Device Co., Ltd. 2022. ყველა უფლება დაცულია.
წინამდებარე დოკუმენტი არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და არ იძლევა არანაირი სახის გარანტიას.
სავაჭრო ნიშნები და ნებართვები
სიტყვიერი ნიშანი და ლოგო არის Bluetooth SIG, Inc.-ის კუთვნილი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები და Huawei Technologies Co.,
®
Bluetooth
Ltd.-ს მიერ ასეთი ნიშნების ნებისმიერი გამოყენება ლიცენზირებულია. Huawei Device Co., Ltd. წარმოადგენს Huawei Technologies Co., Ltd.-ს
ფილიალს.
სხვა ხსენებული სასაქონლო ნიშნები, პროდუქტების, სერვისებისა და კომპანიების სახელები შეიძლება იყოს მათი შესაბამისი მფლობელების
საკუთრება.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
იმისათვის რომ უკეთ გაიგოთ, თუ როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვებგვერდზე https://consumer.huawei.com/privacy-policy.
მუშაობა და უსაფრთხოება
•
დაუდასტურებელი ან არათავსებადი კვების გარდამქმნელის, დამტენის ან კვების ელემენტის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხანძრის
გაჩენა, აფეთქება ან სხვა საფრთხეები.
•
მოწყობილობა და კვების ელემენტი იქონიეთ ძლიერი სიცხისა და მზის პირდაპირი სხივებისაგან მოშორებით. არ მოათავსოთ ისინი
გამათბობელ მოწყობილობებთან, მათ შორის, მიკროტალღურ ღუმელთან, ქურასთან ან რადიატორთან ან მათზე. არ დაშალოთ, შეცვალოთ,
გადააგდოთ ან გამოწუროთ ის. არ ჩადოთ მასში უცხო საგნები, არ ჩაძიროთ სითხეში, მოარიდეთ გარე ძალასა თუ ზეწოლას, რადგან ამან
შესაძლოა მისი გაჟონვა, გადახურება, ცეცხლის მოკიდება და აფეთქებაც კი გამოიწვიოს.
•
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს და მოწყობილობის მწარმოებელს, რათა დადგინდეს, შეიძლება თუ არა თქვენი მოწყობილობის მუშაობამ ხელი
შეუშალოს თქვენი სამედიცინო მოწყობილობის მუშაობას.
•
ეს პროდუქტი არ არის შექმნილი, როგორც სამედიცინო მოწყობილობა და არ არის გამიზნული რაიმე დაავადების დიაგნოსტიკის,
მკურნალობის, განკურნების ან პროფილაქტიკისთვის. ყველა მონაცემი და გაზომვის შედეგი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ
საინფორმაციო მიზნით.
•
პროდუქტი შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს მეტი გაიგოს საკუთარი წონის, სხეულის
ფორმის, სხეულის ცხიმისა და კუნთოვანი მასის შესახებ. მის მიერ მოწოდებული მონაცემები არის მხოლოდ პირადი ინფორმაციისთვის და
არ არის განკუთვნილი სამედიცინო მკურნალობისთვის ან სამედიცინო დიაგნოზის საფუძვლად და არ უნდა იქნეს გამოყენებული
კლინიკებში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, როგორიცაა საავადმყოფოები.
•
ამ მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ ბავშვებს 8 წლის ასაკიდან. 8 წლამდე ასაკის პირებისთვის ან შეზღუდული ფიზიკური,
სენსორული ან გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, ან კიდევ ამ მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებით
გამოცდილებისა და ცოდნის არმქონე პირებისთვის რეკომენდებულია მოწყობილობის გამოყენება სხვისი ხელმძღვანელობით, რაც
დაეფუძნება შესაძლო საფრთხის მკაფიო გაგებას.
•
ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ მოწყობილობასთან, არ უნდა გაასუფთაონ მოწყობილობა ან არ შეეცადონ მოწყობილობის შეკეთებას.
•
მოწყობილობის დასუფთავება და შეკეთება ბავშვებმა არ უნდა შეასრულონ მეთვალყურეობის გარეშე.
•
რეკომენდებულია ზრდასრულთა მეთვალყურეობა, თუ აღნიშნულ პროდუქტს ბავშვები გამოიყენებენ ან მასთან კონტაქტი ექნებათ.
3
4
26