Descargar Imprimir esta página

Canpol Babies 12/211 Manual Del Usuario página 23

Extractor de leche eléctrico móvil

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 15
მშობიარობიდან 2-4 კვირის შუალედში ხდება. ამ წესიდან გამონაკლისია:
• რძე ჭარბი რაოდენობით წარმოიქმნება, სარძევე ჭირკვლები შეშუპებული და მძიმეა (მკერდის
სისავსე). ბავშვის გამოკვებადე, ან ძუძუს მიცემის დროს მცირე რაოდენობით რძის გამოწველა
შვებას მოგგვრით და პატარასაც დვრილზე მოჭიდებას გაუადვილებს.
• კვებებს შორის დიდი ინტერვალის გამო დვრილები ჩაბრუნებული ხდება.
• თუ გაქვთ ჩაბრუნებული, ბრტყელი, ან დაზიანებული დვრილები (გამოსაწველის გამოყენებით
შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ დვრილების ფორმა).
• ბავშვის კვებებს შორის გრძნობთ რძის მოსვლას და არ გინდათ, ბავშვი გააღვიძოთ.
• ბავშვი ავადაა და ძუძუს წოვა არ სურს.
• თქვენი მკერდი ძალიან მცირე რაოდენობით რძეს გამოიმუშავებს, კვებებს შორის გამოსაწველის
გამოყენება ზრდის ლაქტაციას.
• თქვენ მუშაობთ, ან სახლიდან შორს ხართ და ამავე დროს გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება;
ლაქტაციის ბუნებრივი პროცესის შენარჩუნების მიზნით რეგულარულად უნდა გამოიწველოთ
რძე.
რა სიხშირით უნდა გამოვიწველო რძე?
რა სიხშირით უნდა გამოვიწველო რძე?
თუ დროებით არ შეგიძლიათ ძუძუთი კვება, რეკომენდებულია რძე გამოსაწველით დღეში
მინიმუმ რვაჯერ გამოიწველოთ. ამით ლაქტაციას შესაბამის დონეზე შეინარჩუნებთ.
დასაწყისისთვის, შესაძლოა, გაგიჭირდეთ დიდი ოდენობით რძის გამოწველა, მაგრამ რამდენიმე
დღის შემდეგ ამას უკვე შეძლებთ. სტაბილური ლაქტაციის პირობებშიც კი, ერთ სეანსზე რძის
მთლიანად გამოწველა რთულია, გამოიწველება სადღაც 30-60მლ და რძის ერთი პორციის
მისაღებად, შესაძლოა, გამოწველის რამდენიმე სეანსი დაგჭირდეთ.
ხელსაწყოს ნაწილები ნახ. 1
a.
სილიკონის სამასაჟე ბალიში
b.
რძის გამოსაწველის კორპუსი
c.
სილიკონის დიაფრაგმა
d.
სახურავი
e.
სილიკონის უკუდინების
საწინააღმდეგო სარქველი
f.
ბოთლი
g.
ძაბრის ხუფი
h.
სილიკონის მილი
i.
მილის კონექტორები, 2 ცალი
ამ ინსტრუქციაში ილუსტრაციები მხოლოდ ცნობის სახითაა მოცემული. გთხოვთ, იხელმძღვანელოთ
აქტუალური პროდუქტით.
სილიკონის უკუდინების საწინააღმდეგო სარქველი, სილიკონის სამასაჟე ბალიში და მილი
ცვეთადი ნაწილებია. თუ შეამჩნევთ, რომ გაცვდა, ან დაიხა, შეიძინეთ სათადარიგო დეტალები
ლიცენზირებული გამყიდველისგან.
შენიშვნა!
შენიშვნა! უკუდინების საწინააღმდეგო სარქველი ყოველთვის მის მრგვალ ფუძეზე ორი თითის
მოჭიდებით მოხსენით. არასოდეს მოეჭიდოთ სარქველის წვერს, რადგან ის შეიძლება დაზიანდეს
და შეასუსტოს გამოწველის სიმძლავრე. უკუდინების საწინააღმდეგო სარქველი ფრთხილად
გარეცხეთ და არ დაუშვათ მასში საკვების გაშრობა.
შენიშვნა! ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ ყველა დეტალი ბზარის, ნახევის, ფერის ცვლილების,
ან ცვეთის არსებობაზე, რადგან ამას შესაძლოა გავლენა ქონდეს ხელსაწყოს ეფექტურობაზე.
კონტროლის პანელი ნახ. 2
1. გამოწველის სიმძლავრე
4. ელემენტის სისავსე
2. ჩართვა/გამორთვა
5. კონტროლის პანელი
3. სიმძლავრის კლება
აწყობის წესი ნახ. 3
შენიშვნა!
შენიშვნა! გამოსაწველის აწყობისა და დაშლის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე
გამოიჩინეთ, რათა მისი დეტალები შემთხვევით არ დააზიანოთ.
1. მოათავსეთ სილიკონის სამასაჟე ბალიში (ნახ. 1a) ძაბრში. გადაჭიმეთ მისი კიდეები ძაბრის
კიდეებზე (ნახ. 1b), რათა მას მჭიდროდ მოერგოს.
2. მოათავსეთ დიაფრაგმა (ნახ. 1c) კორპუსის ზედა ნაწილში არსებულ ჭიქაში (ნახ. 1b) ისე, რომ
ზუსტად ჩაჯდეს. დააჭირეთ თითები დიაფრაგმის კიდეებს, შემდეგ კი სახურავი დაახურეთ.
(ნახ. 1d).
3. მოათავსეთ სარქველი (ნახ. 1e) გამოსაწველის კორპუსის შიგნით არსებულ ხვრელში (ნახ. 1b)
მასზე ბოლომდე მიწოლის გზით. მიახრახნეთ ბოთლს ადაპტერი (ნახ. 1f). ბოთლი ადაპტერით
მიახრახნეთ გამოსაწველის კორპუსს (ნახ.1b), რომ ერთი მთლიანობა წარმოიქმნას.
4. შეართეთ მილის ერთი ბოლო (ნახ. 1i+h) სახურავთან (ნახ. 1d) და მეორე ბოლო (ნახ. 1i+h)
გამოსაწველის ბლოკთან (ნახ. 1j). დარმწუნდით, რომ მილი ახლართული არ არის.
5. მოარგეთ ძაბრს ხუფი (ნახ. 1g).
შენიშვნა! პირველი გამოყენების წინ ელემენტი ბოლომდე დატენეთ. გამოსაწველს აქვს
მრავალჯერადი გამოყენების ლითიუმ-იონური ელემენტი და არ საჭიროებს AA ტიპის
ელემენტებს, ან დენის წყაროსთან მუდმივ კავშირს. მას შემდეგ, რაც ბოლომდე დაიტენება,
ელემენტის დაზიანების აღსაკვეთად, შეწყვიტეთ დატენა. ელემენტის სიცოცხლის
გასახანგრძლივებლად არ დაცალოთ ის ბოლომდე.
ელემენტი იტენება დენის წყაროს ადაპტერის მეშვეობით. ელემენტის დასატენად სადენის ერთი
ბოლო შეაერთეთ გამოსაწველთან და მეორე ბოლო ადაპტერთან. შემდეგ ადაპტერი შეაერთეთ
შტეფსელში. გამოსაწველის ელემენტის სრულად დასატენად საჭიროა დაახლოებით 150 წუთი
როცა ელემენტი ბოლომდეა დატენილი, მისი LED ინდიკატორი აღარ ციმციმებს. გამოსაწველი
ნებისმიერ დროს შეიძლება დატენოთ. არ უნდა დაელოდოთ, როდის დაიცლება ბოლომდე
ელემენტი. სრულად დატენილი ელემენტით გამოსაწველი დაახლოებით 120 წუთი მუშაობს
გამოსაწველს ჩაშენებული აქვს ტაიმერი და უწყვეტი მუშაობის 30 წუთის შემდეგ ავტომატურად
ითიშება. თუ ხელსაწყოს ხელახლა ჩართვა გინდათ, დააჭირეთ თითი ON/OFF ღილაკს.
12_211reb_p_instrukcja laktator_elektr_ms001.indd 44-45
12_211reb_p_instrukcja laktator_elektr_ms001.indd 44-45
j.
გამოსაწველის ბლოკი კონტროლის
პანელით
k.
ბოთლის ხუფი
l.
ხრახნიანი რგოლი
m.
საწოვარა
n.
დამლუქავი დისკი
o.
ბოთლის გადამყვანი
p.
დენის წყაროს ადაპტერი
q.
დასატენი სადენი
6. რეჟიმის არჩევა
7. სიმძლავრის მატება
დაახლოებით 150 წუთი.
120 წუთი მუშაობს.
44
გამოყენების წესი
ყოველი გამოყენების წინ:
• კარგად დაიბანეთ ხელები.
• დარმწუნდით, რომ გამოსაწველი წინასწარ გარეცხილი და გამშრალი იყო. წინააღმდეგ
შემთხვევაში იხილეთ ნაწილი „რეცხვა და სტერილიზაცია".
• დარმწუნდით, რომ სილიკონის მილში არ არის ჭუჭყი, სითხე, ან ტენი. არასოდეს ჩართოთ
გამოსაწველი, თუ სილიკონის მილში წყალს შენიშნავთ.
შენიშვნა! წყლის გამოსადევნად არ ჩაბეროთ პირით სილიკონის მილს.
მოირგეთ ძუძუზე გამოსაწველი იმგვარად, რომ დვრილი ძაბრში ღრმად მოათავსოთ (ზუსტად
ცენტრში).
შენიშვნა! სილიკონის ბალიში მკერდს მჭიდროდ უნდა ებჯინებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში,
გამოწველის ძალა შემცირდება.
1. მოხერხებულად დაჯექით.
2. დარმწუნდით, რომ გამოსაწველის ელემენტი დატენილია.
3. გამოწველის დასაწყებად შეეხეთ ON/OFF ნიშანს. როცა პირველად იყენებთ, გამოსაწველი
ირთვება სტიმულაციის რეჟიმში გამოწველის პირველ სიმძლავრეზე. ყოველი შემდგომი
ჩართვისას ხელსაწყო იწყებს იმ პარამეტრებით მუშაობას, რომელიც წინა გამოყენების დროს
გქონდათ მითითებული.
4. შეგიძლიათ აირჩიოთ ორი რეჟიმიდან ერთ-ერთი:
• სტიმულაციის ფაზა (გამოსახულია ორი რგოლის სახით) – მასაჟი, რომელიც სტიმულირებს
რძის გამოყოფას. რეჟიმს აქვს გამოწველის სიმძლავრის 9 დონე. შეგიძლიათ დააჭიროთ „+"
ღილაკს სიმძლავრის გასაზრდელად, ან „-" მის შესამცირებლად. რეჟიმის შეცვლა, ღილაკზე
დაჭერით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. სტიმულაციის ფაზაში 2 წუთით მუშაობის შემდეგ
ხელსაწყო ავტომატურად გადაერთვება გამოწველის ფაზაში იმ დონეზე, რა დონის სიმძლავრესაც
იყენებდით ბოლო დროს.
• გამოწველის რეჟიმი (გამოსახულია სამი რგოლის სახით) – უშუალოდ რძის გამოსაწველად.
ასევე ამ რეჟიმშიც შეგიძლიათ აირჩიოთ გამოწველის 9 სიმძლავრიდან ერთ-ერთი.
5. რძის გამოწველას რომ დაასრულებთ, დაშალეთ ხელსაწყო. გარეცხეთ მისი დეტალები ნაწილშ
„რეცხვა და სტერილიზაციის" მიხედვით.
შენიშვნა! სილიკონის მილი კონექტორებით, დენის წყაროს ადაპტერი და USB სადენი არ უნდა
შენიშვნა!
გარეცხოთ და გაასტერილოთ. გაწმინდეთ ნაჭრით.
შენიშვნა! ყოველ ჯერზე, როცა გამოწველის რეჟიმი იცვლება, მოცემული ფაზის ხანგრძლივობა
შენიშვნა!
თავიდან აითვლება.
შენიშვნა! უწყვეტი მუშაობის 30 წუთის შემდეგ გამოსაწველი ავტომატურად ითიშება. თუ
შენიშვნა!
ხელსაწყოს გამორთვა უფრო ადრე გინდათ, დააჭირეთ თითი ON/OFF ღილაკს.
შენიშვნა! სანამ გამოსაწველს მკერდიდან მოიშორებთ, დარწმუნდით, რომ ის გამორთულია. თუ
შენიშვნა!
აუცილებელია, შეგიძლიათ გამოსაწველი გამოწველის პროცესშიც მოიშოროთ მკერდიდან თითის
ძუძუსა და ბალიშს შორის მოთავსებით (ისე, როგორც ბავშვს ართმევთ ძუძუს).
რეცხვა და სტერილიზაცია
დაშალეთ ხელსაწყო. პირველი გამოყენების წინ და ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ ყველა
დეტალი, რომელიც უშუალო შეხებაშია რძესთან: დიაფრაგმის ხუფი (ნახ. 1.d), დიაფრაგმა (ნახ. 1.c),
გამოსაწველის კორპუსი ძაბრით (ნახ. 1.b), სილიკონის სამასაჟე ბალიში (ნახ. 1.a), ძაბრის ხუფი (ნახ.
1.g), სილიკონის უკუდინების საწინააღმდეგო სარქველი (ნახ. 1.e), ბოთლის ადაპტერი (ნახ. 1.o) და
ბოთლი (ნახ. 1.f), თბილ წყალში რბილი სარეცხი საშუალების გამოყენებით და სტერილიზაციის
მიზნით მოათავსეთ 5 წუთით მდუღარე წყალში. გამოყენების წინ გულდასმით გააშრეთ ყველა
დეტალი.
შენიშვნა!
შენიშვნა! არ დატოვოთ დეტალები სასტერილიზაციო ჭურჭლის ძირში. დაზიანების აღკვეთის
მიზნით სტერილიზაციის პროცესში ურიეთ წყალს.
რძესთან შეხებაში მყოფი სილიკონის დეტალები, ანუ დიაფრაგმა (ნახ. 1.c), სილიკონის სამასაჟე
ბალიში (ნახ. 1.A) და სილიკონის უკუდინების საწინააღმდეგო სარქველი (ნახ. 1.e) ელექტრო
სტერილიზატორშიც შეგიძლიათ გაასტერილოთ.
ყურადღება! ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ ყველა დეტალი ბზარის, ნახევის, ფერის
ცვლილების, ან ცვეთის არსებობაზე, რადგან ამას შესაძლოა გავლენა ქონდეს ხელსაწყოს
ეფექტურობაზე.
როგორ გავასტერილოთ საწოვარა?
როგორ გავასტერილოთ საწოვარა?
პირველი გამოყენების წინ და ყოველი შემდგომი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ ყველა
ნაწილი და გაასტერილეთ მდუღარე წყალში 5 წუთით მოთავსების გზით. მდუღარე და ხისტმა
წყალმა შესაძლოა წარმოქმნას ნალექის ეფექტი. ყველა ნაწილი გარეცხეთ სუფთა წყლით იმ
ადგილების ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკვების ნაწილებისთვის
შეღწევადი. გამოყენების შემდეგ გაათავისუფლეთ საწოვაა და ბოთლი საკვების ნარჩენებისგან,
გაავლეთ, გარეცხეთ და გაასტერილეთ ორთქლის/ელექტრო სტერილიზატორში ან მდუღარე
წყალში. ბოთლი შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში (მაქსიმუმ 60°C). საწოვარას
მოთავსებას ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ გირჩევთ, ძლიერმა ქიმიურმა სარეცხმა საშუალებებმა/
დეტერგენტებმა ის შესაძლოა დააზიანოს. არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული სარეცხი
საშუალებები. შეამოწმეთ საწოვარა ყოველი გამოყენების წინ, გაქაჩეთ ყველა მიმართულებით.
განსაკუთრებით, თუ ბავშვს უკვე აქვს კბილები. გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
არ მოუჭიროთ ბოთლს რგოლი ძლიერად, ამით შესაძლოა დაირღვეს საწოვარას ვენტილაცია.
ყოველთვის შეამოწმეთ, ჟონავს თუ არა ბოთლიდან საკვები. არასოდეს გააფართოვოთ
თვითნებურად საწოვარას ნახვრეტი, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ. განსაკუთრებული
ყურადღება გამოიჩინეთ მიკროტალღურ ღუმელში გაცხელების დროს. ყოველთვის მოურიეთ
ამგვარად გაცხელებულ საკვებს, რათა ტემპერატურა მასში თანაბრად გადანაწილდეს. ბავშვისთვის
მიცემამდე ყოველთვის შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა. გახსოვდეთ, რომ თუ ბოთლით საკვებს
მიკროტალღურ ღუმელში აცხელებთ, ბოთლი ყოველთვის თავღია უნდა იყოს. არ მოათავსოთ
პროდუქტი ცხელ ღუმელში, ან გაზის/ელექტრო ქურაზე. არ დატოვოთ საწოვარა მზის პირდაპირი
სხივების ქვეშ, სითბოს წყაროს სიახლოვეს, ან სასტერილიზაციო ხსნარებში მითითებულზე
დიდი ხნით; ეს ყველაფერი საწოვარას აზიანებს. გირჩევთ, გამოყენებიდან მაქსიმუმ 2 თვის შემდეგ
საწოვარა ჩაანაცვლოთ ახლით. შეინახეთ ინსტრუქცია სამომავლო გამოყენებისთვის. ბოთლი
დამზადებულია პოლიპროპილენისგან. პარტიის კოდი მითითებულია შეფუთვაზე.
თქვენი ბავშვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის.
თქვენი ბავშვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის.
გაფრთხილებთ!
გაფრთხილებთ!
სითხეების ხანგრძლივად საწოვარით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კარიესი.
სითხეების ხანგრძლივად საწოვარით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კარიესი.
კვების წინ ყოველთვის შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა.
გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
თუ არ იყენებთ, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ბავშვის მოგუდვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად არასოდეს მიამაგროთ თასმებს, ლენტებს და
ტანსაცმლის თავისუფალ ნაწილებს.
არასოდეს გამოიყენოთ საწოვარა მატყუარას დანიშნულებით.
პროდუქტი გამოიყენეთ მხოლოდ ზრდასრულის მეთვალყურეობით.
45
04.11.2022 13:03:01
04.11.2022 13:03:01

Publicidad

loading

Productos relacionados para Canpol Babies 12/211