ხელსაწყოს პლასტმასის ნაწილების
გაწმენდისას. უმეტესობა პლასტმასები
ადვილად ზიანდება მათზე გამხსნელების
გამოყენების შედეგად. გამოიყენეთ სუფთა
ტილო ტალახის, მტვრის, ზეთის, ცხიმის და
სხვ. მოსაცილებლად.
ხელსაწყოს გაწმენდის წესი
ხელსაწყოს გაწმენდის წესი
◾
გამოიყენეთ რბილი ფუნჯი რათა
მოაცილოთ ნარჩენი საჰაერობსა და საჭრელ
დანას.
◾
კუპრის ან სხვა წებოვანი ნივთიერების
მოსაცილებლად მოაპკურეთ დანას
რეზინის გამხსნელი. მცირე ხნით ჩართეთ
მოტორი, რათა გამხსნელი თანაბრად
გადანაწილდეს.
◾
არ გამოიყენოთ ძლიერი გამწმენდი
საშუალებები პლასტმასის ბუდეზე ან
სახელურზე. ისინი შესაძლოა დაზიანდეს
ისეთი არომატიზატორებით, როგორიცაა
ნაძვის ან ლიმნის ზეთი, ან ნავთის ტიპის
გამხსნელი საშულებებით. სინესტემ ასევე
შეიძლება შექმნას ელექტრული შოკის
საფრთხე. რბილი, მშრალი ქსოვილით
მოწმინდეთ ხელსაწყოს ნებისმიერი
ნესტი, არასდროს გამოიყენოთ წყალი
ხელსაწყოს გასაწმენდად.
◾ ◾
მჭრელი დანის გალესვა
მჭრელი დანის გალესვა
როდესაც ჭრის პროცესი და ქცევა
რთულდება, მაგალითად როცა დანა ხშირად
იჭედება ტოტებში: გალესეთ საჭრელი დანა.
რეკომენდირებულია საჭრელი დანის
გაალესვა კვალიფიციურ სერვისის
ტექნიკოსის მიერ.
შენიშვნა:
შენიშვნა: არ ამუშაოთ თქვენი ბუჩქის
საკრეჭი დაჩლუნგებული არ დაზიანებული
საჭრელი დანებით. ამან შესაძლოა
გამოიწვიოს ხელსაწყოს გადატვირთვა და
მოგცეთ არასასურველი რეზულტატი.
დანის შეზეთვა
დანის შეზეთვა
დაჟანგვისგან თავის არიდების მიზნით
რეკომენდირებულია დანის შეზეთვა
ჟანგვის საწინააღმდეგო ზეთით დიდი ხნით
შენახვისას.
გაფრთხილება: დანის პირი მჭრელია.
გაფრთხილება:
დანის აწყობის დროს ჩაიცვით მოცურების
საწინააღმდეგო, დამცავი ხელთათმანები.
ბუჩქის საკრეჭის მიმაგრება - მოდელის ნომერი — HTA2000S
არ მოათავსოთ თქვენი ხელი ან თითები
დანის პირებს შორის ან ისეთ პოზიციაში
სადაც ისინი შეიძლება გაგეჭრათ ან
ჩაგიყვეთ. არასოდეს შეეხოთ დანის პირებს
ან ჩაუტაროთ ხელსაწყოს სერვისი, როცა
აკუმულატორი შეერთებულია.
გადაცემათა კოლოფის კბილანების შეზეთვა
გადაცემათა კოლოფის კბილანების შეზეთვა
გადაცემათა კოლოფში არსებული
კბილანები საჭიროებენ პერიოდულ
შეზეთვას სპეციალური საპოხით. შეამოწმეთ
გადაცემათა კოლოფის შეზეთვის დონე
ექსპლუატაციის ყოველ 50 საათიან
პერიოდში კოლოფზე მოთავსებული
დამლუქავი ხრახნის მოხსნით. კოლოფს
გააჩნია სამი დამლუქავი ხრახნი, ერთი
გვერდზე და ორი თავზე.
თუ კბილანების გვერდებზე საპოხი მასალა
არ სჩანს, მიყევით ქვემოთ მოცემულ
ინსტრუქციას და შეავსეთ გადაცემათა
კოლოფის სივრცე 3/4-ზე საპოხი მასალით.
იმის მიხედვით თუ რომელ დამლუქავ
1.
ხრახნს ხსნით, დაიჭირეთ ბუჩქის
საკრეჭი გვერდზე ან ზურგზე ისე რომ
დამლუქავი მოსახსნელი ხრახნი არის
ზედა პოზიციაში (ნახ O და P).
გამოიყენეთ არსებული ქანჩის გასაღები,
2.
რათა მოუშვათ და მოხსნათ დამლუქავი
ხრახნი.
გამოიყენეთ ზეთის შპრიცი (არ არის
3.
კომპლექტში), რათა შეიყვანოთ
საპოხი მასალა ხრახნის ნასვრეტში; არ
გადააჭარბოთ მოცულობის 3/4-ზე მეტს.
საპოხის შეყვანის შემდეგ დაუჭირეთ
4.
დამლუქავი ხრახნი.
ხელსაწყოს შენახვის წესი
ხელსაწყოს შენახვის წესი
◾
მოხსენით აკუმულატორი ხელსაწყოს.
◾
საფუძვლიანად გაწმინდეთ ხელსაწყო
შენახვამდე.
◾
გაუკეთეთ საჭრელ დანას შალითა
შენახვამდე ან ტრანსპორტირებამდე.
გამოიყენეთ სიფრთხილე დანის მჭრელ
კბილებთან მიმართებაში.
◾
თუ ბუჩქის საკრეჭი მოხსნილია
ელექტრული თავიდან და ინახება ცალკე,
მოარგეთ მიმაგრების ტარის ბოლოს ხუფი,
რათა აიცილოთ თავიდან ჭუჭყის მოხვედრა
სამაგრ ქუროში.
289
KA