პატივცემულო მომხმარებელო
მოხარული ვართ, რომ ოფა ბამბერგის
კომპრესიული წინდების გამოყენება
გადაწყვიტეთ და მადლობას გიხდით
მონიჭებული ნდობისათვის. გთხოვთ,
გამონახოთ დრო და გულდასმით
წაიკითხოთ ინფორმაცია პროდუქტის
შესახებ, რათა თქვენთვის
კომპრესიულმა თერაპიამ ოპტიმალური
შედეგები გამოიღოს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ
კომპრესიული წინდები ატარეთ მხოლოდ
ექიმის დანიშნულებით. ყოველდღიური
მოხმარებით და რეგულარული სამედიცინო
კონტროლით თქვენ უზრუნველყოფთ
მკურნალობის წარმატებას! წინდების
გაცემის უფლება აქვთ შესაბამისად
მომზადებულ სპეციალისტებს.
კვალიფიციური კონსულტანტი მოგცემთ
კომპრესიული წინდების სწორი ჩაცმის
რჩევებს. ფეხის მწვავე ტკივილის ან
კანის გაღიზიანების შემთხვევაში
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ქსოვილის შემადგენლობა
ლასტოფა
(კომპრესია. 1,2)
67 % პოლიამიდი
33 % ელასთანი
გარეცხეთ უკუღმა პირიდან!
არ გამოიყენოთ
დამარბილებელი!
არ გამოიყენოთ ქსოვილის
დამარბილებელი!
გარეცხვის დელიკატური
რეჟიმი!
არ გამოიყენოთ
მათეთრებელი!
გაშრობის დელიკატური
რეჟიმი!
არ გააუთოოთ!
ქართული
ზოგადი ინფორმაცია
ჩვენს პროდუქტებს ხარისხის
მენეჯმენტის განსაკუთრებული მეთოდით
ვამოწმებთ. ხარვეზის აღმოჩენისას
მიაკითხეთ სპეციალიზირებულ
კონსულტანტს. ხარვეზი თვითონ არ
გამოასწოროთ, დაუბრუნეთ წინდები
იმ სპეციალიზირებულ კონსულტანტს
რომლისგანაც ისინი შეიძინეთ.
ტანსაცმელზე ხახუნისას წარმოშობილი
ძაფის პატარა კვანძები წინდის
ხარისხს არ ამცირებს.
რჩევები გამოყენებისას
პროდუქტის განკუთვნილია
დაუყოვნებლივი მოხმარებისთვის.
ჩვენი რჩევაა გარეცხოთ პირველ
გამოყენებამდე და შემდეგ
ყოველდღიურად, ხელით ან სარეცხ
მანქანის ხელით რეცხვის პროგრამით.
გარეცხეთ წინდები ცალკე,
დამარბილებელი ნივთიერებების გარეშე,
ფაქიზი სარეცხი საშუალებით (მაგ.
„ოფა კლინ სპეციალური სარეცხი
საშუალება") არაუმეტეს 40° C-ზე და
ჩვენება
– პირველადი და მეორადი
ვარიკოზი
– ქრონიკული ვენური
უკმარისობა
– სხვადასხვა მიზეზით
წარმოქმნილი შეშუპება
პოსტტრავმული ან
პოსტოპერაციული
– ვარიკოზული ცვლილებები და
შეშუპებები ფეხმძიმობის
დროს
– ვარიკოთრომბოფლებიტი და
ფლებოთრომბოზი
– პოსტთრომბოზული სინდრომი
– ვენების ქირურგიული
ოპერაციის შემდეგ და
სკლეროზის საწინააღმდეგო
თერაპიის ხელშესაწყობად
– ლიმფედემა
– ლიპედემა
– ანგიოდისპლაზია (ვენების
ანომალიური განვითარება)
– ჰიპოდინამიის შედეგად
განვითარებული
სისხლსავსეობა, მაგ.
დამბლის ან ქვემო
კიდურების ნაწილობრივი
დამბლის, ვენების
შეშუპების დროს და სხვა
– თრომბოზის პროფილაქტიკა
– წყლულების პროფილაქტიკა
კარგად გაავლეთ. არ გაწუროთ. გააშრეთ
წინდები ჰაერზე ან თქვენი საშრობი
მანქანის დაბალ
ტემპერატურულ რეჟიმში, მზეზე და
გამათბობელზე არ დადოთ. წინდები არ
გააუთოოთ.
წინდების სამკურნალო თვისებების
შესანარჩუნებლად არ გამოიყენოთ
ქიმიური საწმენდი, ბენზინი და
დამარბილებელი საშუალებები. ასეთი
ნივთიერებები ქსოვილს აზიანებს.
საერთოდ, ცხიმები და ზეთები
კომპრესიულ წინდებს არ აფუჭებს,
მაგრამ მოარიდეთ ისინი მალამოებს.
მოარიდეთ წინდების სილიკონით
დაფარული სამაგრები გამხსნელ
ნივთიერებებს, მალამოებს და
დამატენიანებელ-დასაბან ლოსიონებს,
ასევე სხეულის კრემებს. წინააღმდეგ
შემთხვევაში ზიანი მიადგება სამაგრის
თვისებებს. შეინახეთ წინდები მშრალ,
მზის სხივებისგან და სიცხისგან დაცულ
ადგილზე, გამოიყენეთ თავისივე ყუთი.
უკუჩვენება
აბსოლუტური უკუჩვენება:
– პროგრესირებადი
პერიფერული არტერიების
ოკლუზიური დაავადებები
– დეკომპენსირებული გულის
უკმარისობა
– სეპტიური ფლებიტი
– Phlegmasia coerulea
dolens (ვენების მძიმე
თრომბოზი)
შედარებითი უკუჩვენებება:
– სველი დერმატოზები
– კომპრესიული წინდის
შემცველი ქსოვილის მიმართ
ალერგია
– კიდურების მგრძნობელობის
მძიმე დარღვევები
– პერიფერული ნეიროპათია
(მაგალითად, შაქრიანი
დიაბეტის დროს)
– ქრონიკული პოლიართრიტი
ამ უკუჩვენებების
არ გათვალისწინების
შემთხვევაში, ჩვენ ვიხსნით.
პასუხისმგებლობას
რისკები და გვერდითი
მოვლენები
არასწორი ზომის
კომპრესიულმა წინდებმა
შესაძლოა კანის ნეკროზი,
პერიფერული ნერვებზე ზეწოლა
და ფეხის ღრმა ვენების
თრობოზი გამოიწვიოს. იშვიათ
შემთხვევებში, შესაძლოა
სამედიცინო კომპრესიული
წინდების მიმართ ალერგიული
რეაქცია.
გარანტია
შესაბამისი შენახვისას
კომპრესიული წინდების
გამძლეობა სამი წლით
განისაზღვრება. რეგულარული
გამოყენებისას და სწორი
მოვლისას გამძლეობა ექვსი
თვით განისაზღვრება. ამ
ვადის გასვლის შემდეგ
პროდუქტს გარანტია აღარ
აქვს. გარანტია არ
ითვალისწინებს ჩვეულებრივ
ცვეთას ან არასწორი
გამოყენების შედეგად
განვითარებულ ხარვეზებს.
არასწორი გამოყენება
მოიცავს აგრეთვე პროდუქტის
ცვლილებას მისი ხმარების
შემდგომ, რომელიც არ არის
გამოწვეული მწარმოებელი
კომპანიისგან. ეს
პროდუქტი ერთი პაციენტის
უზრუნველსაყოფად არის
შექმნილი. მისი სხვა
პიროვნებისთვის გადაცემის
შემთხვევაში იხსნება
მწარმოებლის გარანტია.