Ego Power+ HT2410E Manual Del Usuario página 243

Cortasetos inalámbrico de 56 voltios con acumulador de ion de litio
Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 31
5. მოხსენით აკუმულატორი და
გაიმეორეთ ზევით აღწერილი გალესვივ
პროცედურა.
შენიშვნა: არ ამუშაოთ თქვენი ბუჩქის
საკრეჭი დაჩლუნგებული არ დაზიანებული
საჭრელი დანებით. ამან შესაძლოა
გამოიწვიოს ხელსაწყოს გადატვირთვა და
მოგცეთ არასასურველი რეზულტატი.
დანის შეზეთვა (ნახ. J)
უკეთესი მუშაობისთვისა და დანის
ტექნიკური ვადის გასაზრდელად შეზეთეთ
ბუჩქის საკრეჭი მსუბუქი მანქანის ზეთით
ყოველ ჯერზე გამოყენებამდე და მის
შემდეგ.
მოხსენით აკუმულატორი და მოათავსეთ
საკრეჭი ბრტყელ ზედაპირზე. შეზეთეთ
ზედა დანის პირის გასწვრივ.
შენიშვნა: ხანგრძლივი გამოყენებისას
შეზეთეთ დანა მუშაობის პერიოდში.
გაფრთხილება: არ შეზეთოთ ბუჩქის
საკრეჭი, როცა იგი ჩართულია.
ტრანსპორტირება და შენახვა
ყოველთვის დააყენეთ დამცავი დანაზე
ხელსაწყოს შენახვამდე ან გადატანამდე.
გამოიყენეთ სიფრთხილე დანის მჭრელ
კბილებთან მიმართებაში.
საგულდაგულოდ გაწმინდეთ ბუჩქის
საკრეჭი შენახვამდე.
შეინახეთ ის შენობაში ბავშვებისთვის
მიუწვდომელ მშრალ ადგილას.
მოაცილეთ კოროზიის გამომწვევი
ნივთიერებები, როგორიცაა სოფლის
მეურნეობაში გამოყენებული ქიმიკატები
და მოყინვის საწინააღმდეგო ტექნიკური
მარილი.
გაფრთხილება: დანის პირი მჭრელია.
დანის აწყობის დროს ჩაიცვით მოცურების
საწინააღმდეგო, დამცავი ხელთათმანები.
არ მოათავსოთ თქვენი ხელი ან თითები
დანის პირებს შორის ან ისეთ პოზიციაში
სადაც ისინი შეიძლება გაგეჭრათ ან
ჩაგიყვეთ. არასოდეს შეეხოთ დანის პირებს
ან ჩაუტაროთ ხელსაწყოს სერვისი, როცა
აკუმულატორი შეერთებულია.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ბუჩქის საკრეჭი — HT2410E
გარემოს დაცვა
არ მოახდინოთ ელექტრული
მოწყობილობის,
აკუმულატორის დამტენის და
მისი ბატარეების მოთავსება
საყოფაცხოვრებო ნაგავში!
ევროკავშირის 2012/19/EU
რეგულაციის მიხედვით,
ელექტრული და
ელექტრონული ხელსაწყოები,
რომლებიც აღარ გამოიყენება,
ასევე
2006/66/EC რეგულაციის
მიხედვით, დეფექტური
ან გამოყენებული
აკუმულატორები/ბატარეები,
უნდა შეგროვდეს ცალკეულად.
ელექტრული მოწყობილობების
ნაგავსაყრელზე მოთავსებისას,
სახიფათო ნარჩენები შესაძლოა
გაიჟონოს გრუნტის წყლებში
და მოხვდეს საკვებ ჯაჭვში,
რამაც შესაძლოა დააზიანოს
თქვენი ჯანმრთელობა და
კეთილდღეობა.
243
KA

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido