Descargar Imprimir esta página

Ego Power+ CS1614E Manual De Instrucciones página 122

Motosierra inalámbrica
Ocultar thumbs Ver también para CS1614E:

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 17
გამოიყენეთ ელექტრული ხელსაწყოები
მხოლოდ სპეციალურად აღნიშნული
აკუმულატორებით. სხვა აკუმულატორების
გამოყენებამ შესაძლოა წარმოშვას ფიზიკური
დაზიანების ან ხანძრის რისკი.
როდესაც აკუმულატორს არ იყენებთ,
მოაცილეთ იგი ლითონის საგნებს,
როგორიცაა ქაღალდის კლიპი, მონეტა,
გასაღები, ლურსმანი, ხრახნი ან სხვა მცირე
ზომის ლითონის საგნები, რომელთაც
შეუძლიათ აკუმულატორის კონტაქტების
დამოკლება. აკუმულატორის კონტაქტების
დამოკლებამ შესაძლოა გამოიწვიოს
დამწვრობა ან ხანძარი.
არასწორი მოპყრობის შემთხვევაში სითხემ
შესაძლოა გამოჟონოს აკუმულატორიდან;
მოერიდეთ მასთან შეხებას. თუ შემთხვევით
შეეხეთ სითხეს, ჩამოიბანეთ წყლით. თუ
სითხე მოხვდა თვალებში, მიმართეთ ექიმს.
აკუმულატორიდან გამოჟონილმა სითხემ
შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება ან
დამწვრობა.
არ გამოიყენოთ აკუმულატორი ან
ხელსაწყო, რომელიც დაზიანებული
ან გადაკეთებულია. დაზიანებულმა ან
გადაკეთებულმა აკუმულატორმა შესაძლოა
გამოავლინოს არაპროგნოზირებადი ქცევა,
რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი,
აფეთქება ან პირადი ზიანი.
არ მოათავსოთ აკუმულატორი ან ხელსაწყო
ცეცხლში ან მაღალ ტემპერატურულ
გარემოში. 130 °C-ზე მაღალმა
ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს
აფეთქება.
მიყევით დატენის ინსტრუქციებს და არ
დატენოთ აკუმულატორი ინსტრუქციაში
მითითებული ტემპერატურული დიაპაზონის
გარეთ. არასწორი დატენვა ანდა
აკუმულატორის დატენვა ინსტრუქციაში
მითითებული ტემპერატურული
დიაპაზონის გარეთ ზრდის ხანძრის რისკს.
ტექნიკური სერვისი
ტექნიკური სერვისი
ხელსაწყოს ტექნიკური სერვისი
შეასრულებინეთ კვალიფიციურ პირს
მხოლოდ იდენტური სათადარიგო
ნაწილების გამოყენებით. მსგავსი
KA
პროცედურა უზრუნველყოფს ხელსაწყოს
უსაფრთხოდ მუშაობას.
არასოდეს შეაკეთოთ დაზიანებული
აკუმულატორები. აკუმულატორების
სერვისი მხოლოდ მწარმოებლის ან
122
უსადენო ჯაჭვური ხერხი
ავტორიზებული სერვისის მომწოდებლის
მიერ არის შესაძლებელი.
ჯაჭვური ხერხის უსაფრთხოების მითითებები
ჯაჭვური ხერხის უსაფრთხოების მითითებები
მოაცილეთ სხეულის ყველა ნაწილი
ხერხის ჯაჭვს ხელსაწყოს გამოყენებისას.
ხერხის ჩართვამდე დარწმუნდით რომ მისი
ჯაჭვი არ ეხება რაიმეს. ჯაჭვური ხერხით
სარგებლობისას მყისიერმა უყურადღებობამ
შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ტანსაცმლის
ან სხეულის ნაწილის ჩათრევა ჯაჭვის მიერ.
ყოველთვის დაიჭირეთ ჯაჭვური ხერხი
ორივე ხელით, მოათავსეთ მარჯვენა ხელი
უკანა სახელურზე, ხოლო მარცხენა ხელი -
წინა სახელურზე. ჯაჭვური ხერხის დაჭერა
ხელებით გადანაცვლებულ პოზიციაში
ზრდის პირადი ზიანის მიყენების რისკს და
დაუშვებელია.
დაიჭირეთ ჯაჭვური ხერხი მხოლოდ
ხელისჩასაჭიდებელი ადგილებით, რადგან
იგი შეიძლება შეეხოდ დაფარულ დენის
გაყვანილობას. ხერხის ჯაჭვმა, რომელიც
შეეხება "ცოცხალ" მავთულს, შეიძლება
გამოიწვიოს ელექტრონული ხელსაწყოს
ლითონის ნაწილებში დენის გავლა და ამით
ოპერატორს ელექტრო შოკის მიღება შეუძლია.
გაიკეთეთ თვალის დამცავები.
რეკომენდებულია სმენის, თავის, ხელების
და ფეხების დამცავი მოწყობილობის
გამოყენება. სათანადო დამცავი ტანსაცმელი
შეამცირებს პირად დაზიანებას მფრინავი
ნამსხვრევებით ან ხერხის ჯაჭვთან
შემთხვევით კონტაქტს.
არ დაუშვათ ჯაჭვის ხერხით ხეზე, კიბეზე,
სახურავზე ან სხვა არასტაბილური
საყრდენზე მუშაობა. ხერხის ასეთმა
გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს
სერიოზული დაზიანება.
ყოველთვის დაიცავით ბალანსი მყარად
ფეხზე და გამოიყენეთ ჯაჭვური ხერხი
მხოლოდ მაშინ, როდესაც დგახართ
ფიქსირებულ, უსაფრთხო და სწორ
ზედაპირზე. სრიალა ან არასტაბილურმა
ზედაპირებმა, როგორიცაა კიბე, შესაძლოა
გამოიწვიოს ბალანსის ან ჯაჭვურ ხერხზე
კონტროლის დაკარგვა.
იყავით ყურადღებით დაჭიმული ხის
ტოტის ჭრისას, რადგან ამან შეიძლება
ტოტი უკან გამოიქნიოს. როდესაც ხის
ბოჭკოებში არსებული დაჭიმულობა
იხსნება დატვირთული ტოტი შესაძლოა
შეეჯახოს მომხმარებელს და/ან კონტროლი

Publicidad

loading

Este manual también es adecuado para:

Cs1610eCs1800eCsx3000