უსაფრთხოების ძირითადი წესები
ელექტრო ხელსაწყოს გამოყენების დროს მიიღეთ უსაფრთხოების შემდეგი ზომები:
• გაფრთხილებთ: ელექტრო შოკისგან დასაცავად არასოდეს მოათავსოთ წყალში, ან სხვა სითხეში დენის წყაროს ადაპტერი, სადენი,
ან გამოსაწველის მექანიზმი. ერიდეთ ხელსაწყოს დასველებას და არ გამოიყენოთ იგი სველი ხელებით.
• სანამ ხელსაწყოს პირველად ჩართავთ,დარწმუნდით, რომ ძაბვა თავსებადია თქვენს ელექტრო მომარაგებასთან. ამისათვის
შეამოწმეთ მექანიზმის ძირზე არსებული ეტიკეტი. სწორი ძაბვაა 100-240 V.
• შეაერთეთ ხელსაწყო მხოლოდ ეფექტურ და გადატვირთვისგან დაცულ ქსელთან.
• თუ აუცილებელია, გამოიყენეთ მხოლოდ სათანადოდ შეერთებული და დაცული დამაგრძელებელი.
• გახსოვდეთ:
1. დამაგრძელებული ადაპტირებული უნდა იყოს ხელსაწყოს ელექტრო დატვირთვასთან იმ ინფორმაციის შესაბამისად, რომელიც
ხელსაწყოზე დამაგრებულ ფირფიტაზეა მოცემული.
2. დამაგრძელებელს უნდა ქონდეს CE მარკირება.
3. დამაგრძელებელს არ უნდა ქონდეს დაზიანების ნიშნები.
4. განალაგეთ დამაგრძელებელი ისე, რომ არ იყოს გადმოკიდული მაგიდიდან/ზედაპირიდან, რათა ბავშვმა ფეხი არ წამოკრას, ან არ
ჩამოქაჩოს.
• არ დატოვოთ უყურადღებოდ დენის წყაროში ჩართული ხელსაწყო.
• შტეფსელიდან გამოერთებისას ხელით დაიჭირეთ შტეფსელის კიდეები. არასოდეს გამოართოთ დენის წყაროდან სადენზე მოქაჩვის
გზით.
• არ მოათავსოთ სადენები ავეჯის, ან რაიმე სხვა წინაღობის ქვეშ.
• არ მოათავოსთ ცხელ გაზის/ელექტროქურაზე, ან მის სიახლოვეს, ან ცხელ ღუმელში. დარწმუნდით, რომ სადენები დაშორებულია
ცხელ ზედაპირთან, გამათბობელთან და გათბობის მილებთან. არ დატოვოთ ხელსაწყო მზის პირდაპირი სხივების მოქმედების ქვეშ.
• გაწმენდის წინ ყოველთვის გამორთეთ ხელსაწყო დენის წყაროდან.
• შენიშვნა! არ გამოიყენოთ ხელსაწყო, რომელსაც დაზიანებული სადენი, ან შტეფსელის ჩანგალი აქვს. არ გამოიყენოთ მწყობრიდან
გამოსული, ან რაიმე სხვა სახის დაზიანების მქონე ხელსაწყო.
• არასოდეს გამოიყენოთ არასრულად აწყობილი, ან გაფუჭებული ხელსაწყო. დაუყოვნებლივ გამოცვალეთ დაზიანებული, ან
გაცვეთილი ნაწილები. გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ მოწოდებული სათადარიგო ნაწილები.
• იხელმძღვანელეთ ხელსაწყოსა და მისი აქსესუარების სწორი გამოყენების რეკომენდაციებით.
• ეს ხელსაწყო არ არის განკუთვნილი იმ პირთა მიერ (ბავშვების ჩათვლით) გამოსაყენებლად, რომელთაც აქვთ შეზღუდული
ფიზიკური, სენსორული, ან მენტალური შესაძლებლობები, ან გამოცდილებისა და ცოდნის სიმწირე, თუ ისინი არ არიან
ზედამხედველობის ქვეშ, ან მეურვის მიერ მიღებული არ აქვთ ხელსაწყოს სწორად გამოყენების მითითებები.
• როცა ნებისმიერ ხელსაწყოს ბავშვი, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყენებს, აუცილებელია განსაკუთრებული
ზედამხედველობა.
• ყოველთვის შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
• გამოიყენეთ მხოლოდ ის ადაპტერი, რომელიც ხელსაწყოს მოყვება. არ გამოიყენოთ სხვა ადაპტერები. არ გამოიყენოთ
გამოსაწველის ადაპტერები სხვა ხელსაწყოებისთვის.
• თუ ადაპტერი დაზიანებულია, ჩაანაცვლეთ იგი მწარმოებლისგან შეძენილით.
• არ სცადოთ ხელსაწყოს თვითნებურად შეკეთება. ხელსაწყო უნდა შეაკეთოს მხოლოდ მწარმოებლის მიერ აღიარებულმა სერვის
ცენტრმა.
• არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელსაწყოს შეკეთება, ან მოდიფიკაცია გამოიწვევს გარანტიის დაკარგვას და შესაძლოა
ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის რისკის შემცველი იყოს.
• მწარმოებელი იტოვებს უფლებას ხელსაწყოში შეცვალოს დიზაინი, ან მისი კონსტრუქცია.
შენიშვნა! ამ ინსტრუქციების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმა, ან ხელსაწყოს გამოუსწორებელი ზიანი.
• ხელსაწყო გამოიყენეთ მხოლოდ მისი დანიშნულებით და ინსტრუქციაში მითითებული წესების შესაბამისად. მისი ნებისმიერი სხვა
დანიშნულებით გამოყენება არღვევს გარანტიის პირობებს.
• შეამოწმეთ პროდუქტი ყოველი გამოყენების წინ. არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო, რომელსაც დაზიანების რაიმე ნიშანი აქვს.
დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ მწარმოებელს, ან ადგილობრივ დისტრიბუტორს.
• აკრძალულია ხელსაწყოს გამოყენება, თუ ის დავარდა მყარ ზედაპირზე. ამ შემთხვევაში ხელსაწყო შესამოწმებლად უნდა მიიტანოთ
სერვის ცენტრში.
• არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო ბანაობის დროს.
• არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო იმ ადგილებში, რომელსაც შეხება აქვს წყალთან, მაგალითად, აბაზანის, პირსაბანის,
სამზარეულის ნიჟარის, ან შხაპის კაბინის სიახლოვეს.
არ შეეხეოთ ხელსაწყოს, რომელიც წყალში, ან რაიმე სხვა სითხეში ჩავარდა. თუ ამ დროს ხელსაწყო დენის წყაროშია ჩართული,
დაუყოვნებლივ გამორთეთ.
12_215reb_instrukcja_ms001.indd 36-37
12_215reb_instrukcja_ms001.indd 36-37
36
გაფრთხილებთ! არ გამოიყენოთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებულისგან განსხვავებული მიზნებით. არ მოათავსოთ ხელსაწყო
ცეცხლის წყაროს სიახლოვეს. გამოსაწველის გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ყველა დეტალი სწორად არის აწყობილი. თუ
გამოწველისას ძუძუზე, ან დვრილზე უსიამოვნო შეგრძნება გაქვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გამოსაწველის გამოყენება. გამოწველის
წინ კარგად დაიბანეთ ხელები. შეინახეთ პროდუქტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაზიანების აღსაკვეთად აარიდეთ
აპარატს დარტყმა და ვარდნა. დამწვრობის თავიდან ასაცილებლად არ შეეხოთ დეტალებს მდუღარე წყალში სტერილიზაციის
დასრულებისთანავე. არ გაყიდოთ გამოყენებული გამოსაწველი.
ეს ნიშანი მიუთითებს, რომ პროდუქტი არ შეიძლება გადავაგდოთ სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან
ერთად. იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ნარჩენების უკონტროლო უტილიზაციით გამოწვეული
გარემოს ან ადამიანის ჯანმრთელობის შესაძლო ზიანი, გთხოვთ, გამოაცალკევოთ ეს პროდუქტები სხვა
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. გთხოვთ, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ საკითხს და მწყობრიდან
გამოსული ტექნიკა დააბრუნოთ მატერიალური რესურსების ხელმეორედ გადასამუშავებლად. ამ
პროდუქტის გადამუშავებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდით ადგილობრივ
თვითმმართველობას, ან პროდუქტის მომმარაგებელს.
მწარმოებელი აცხადებს, რომ პროუქტი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს და ჰარმონიზირებულ
სტანდარტებს. პროდუქტი მარკირებულია შესაბამისობის დამადასტურებელი ნიშნით.
პროდუქტი შეესაბამება დირექტივას იმ ელექტროხელსაწყოების შესახებ, რომელიც განკუთვნილია ძაბვის
გარკვეული საზღვრების ფარგლებში დენის წყაროს ადაპტერისთვის (LVD) 2014/35/EU, ელექტრომაგნიტური
თავსებადობის დირექტივას (EMC) 2014/30/EU და RoHS დირექტივას 2011/65/EU.
ეს არის II კლასის ხელსაწყო.
პროდუქტი არ არის სათამაშო. შეინახეთ მისი ყველა დეტალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
რძის შენახვა
რძე შეგიძლიათ შეინახოთ ბოთლში, ან საკვების სპეციალურ კონტეინერში. გაყინეთ მხოლოდ ახლად გამოწველილი რძე. არ შეავსოთ
კონტეინერი ბოლომდე, რადგან გაყინული რძე მოცულობაში იმატებს. დედის რძის გათბობა ნებისმიერი სხვა საკვების მსგავსად
შეგიძლიათ (მაგრამ არასოდეს გამოიყენოთ ამ მიზნით მიკროტალღური ღუმელი, რადგან ამგვარად შესაძლოა განადგურდეს რძეში
შემავალი სასარგებლო ნივთიერებები და ანტისხეულები). გაყინული რძე შეგიძლიათ გაალღოთ ღამის განმავლობაში მაცივარში და
შემდეგ თანდათანობით გაათბოთ ბოთლის სპეციალურ გამათბობელში, ან ცხელ წყალში მოთავსებით. გალღობის შემდეგ კონტეინერი
შეანჯღრიეთ, ან მოურიეთ რძეს, რომ მასში შემავალი ცხიმის ნაწილაკები რძეში თანაბრად გადანაწილდეს. გამღვალი რძე 24 საათის
განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. ეს 24 საათი რძე მაცივარში უნდა ინახებოდეს. გამღვალი რძე არასოდეს გაყინოთ ხელმეორედ.
არ დაამატოთ ახლადგამოწველილი რძე გამღვალ, ან გაყინულ რძეს. არასოდეს გააცხელოთ დედის რძე გაზის/ელექტრო ქურაზე, ან
მიკროტალღურ ღუმელში მოთავსების გზით. ყოველთვის შეამოწმეთ კვების წინ რძის ტემპერატურა. რძის გამოუყენებელი ნარჩენები
გადაღვარეთ.
ახლადგამოწველილი რძე
ოთახის ტემპერატურა (+19°C-დან
4 საათამდე
+25°C-მდე)
მაცივარი (+4°C)
96 საათამდე
საყინულე (-20°C)
3-6 თვე
რძის გამოსაწველი პირადი გამოყენების ნივთია. მისი დაბრუნება, ან გაცვლა არ შეიძლება. მასზე ვრცელდება მწარმოებლის გარანტია.
გახსოვდეთ, რომ გაუმართაობის შემთხვევაში საჩივრის განხილვის საფუძველი შეძენის დამამტკიცებელი ქვითარი და ბეჭდიანი
ინსქტრუქციაა. გაყიდვაში ჩაშვებამდე თითოეული რძის გამოსაწველის მოდელი მოწმდება ვარგისიანობაზე. გახსოვდეთ, რომ თუ
ლაქტაციის პრობლემები გაქვთ, რა დროსაც ბავშვი ძუძუს დამოუკიდებლად ვერ ცლის, რძის გამოსაწველიც შესაძლაოა არაეფექტური
გამოდგეს.
შეინახეთ ინსტრუქცია, რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. პარტიის კოდი მოცემულია შეფუთვაზე.
გამღვალი რძე
არ შეინახოთ
24 საათი (სრულად გალღობიდან)
არასოდეს გაყინოთ ხელმეორედ გამღვალი რძე
37
28.11.2022 11:23:31
28.11.2022 11:23:31