3.0
დამონტაჟება
3.1
დაგეგმვა: დაგეგმეთ თქვენი ვარდნისაგან დამცავი სისტემა ბაგირის ჩამჭერის დამონტაჟებამდე.
გაითვალისწინეთ ყველა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე
ვარდნამდე, ვარდნის დროს და ვარდნის შემდეგ. გაითვალისწინეთ ყველა მოთხოვნა, შეზღუდვა და
სპეციფიკაცია, რომელიც მითითებულია მე-2 თავსა და 1-ლ ცხრილში.
3.2
ბაგირის ჩამჭერის დამონტაჟება: ბაგირის ჩამჭერი შეიძლება დამონტაჟდეს ნებადართულ ვერტიკალურ
საანკერო ხაზებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ 1-ლ ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს. ვარდნისაგან დამცავი
ვერტიკალური მოწყობილობა უნდა დამაგრდეს ანკირების წერტილზე, რომელიც აკმაყოფილებს მე-2 თავის
მოთხოვნებს. ბაგირის ჩამჭერის დასამონტაჟებლად:
ნაბიჯი 1. (იხ. სურათი 10:) მოაცილეთ სახსრის ღერძი (C) ცალუღზე დაჭერით. დაჭერით ამოიღეთ სახსრის
ღერძი მუშტადან/მომჭერიდან. გადაადგილეთ მუშტა/მომჭერი (B) ცალ მხარეს და ჩასვით ბაგირი (E)
ბაგირის ჩამჭერის კორპუსში.
ნაბიჯი 2. კორპუსზე არსებული ისარი (D) უნდა მიუთითებდეს ზემოთ და იმავე მიმართულებით, სადაც ბაგირის
თავზე არსებული ანკერაჟის სამაგრია (E). გადაიტანეთ მუშტა/მომჭერი სხვა პოზიციაში და ჩასვით
სახსრის ღერძი (C) ბოლომდე კორპუსისა და მუშტას/მომჭერის გავლით. შეამოწმეთ, რომ სახსრის
ღერძი ჩაკეტილი იყოს. ღილაკი (F) სრულად უნდა ჩანდეს და გამოწეული უნდა იყოს სახსრის ღერძის
(C) ფიქსატორიდან.
ნაბიჯი 3. დარწმუნდით, რომ მუშტა/მომჭერი სწორედ გამოიცვალა. დარწმუნდით, რომ ზემოთ მიმართული
ისარი ორიენტირებული იყოს იმავე მიმართულებით, საითაც ბაგირის ჩამჭერის კორპუსზე ასახული
ისარი მიუთითებს.
3.3
ბაგირის ჩამჭერის პოზიცია სამაშველო ხაზზე: ბაგირის ჩამჭერის პოზიცია:
ნაბიჯი 1. ბაგირზე მუშტას/მომჭერის გადასაადგილებლად ასწიეთ ან დასწიეთ ბაგირის ჩამჭერი ახალ
პოზიციამდე და ამავდროულად თვალყური ადევნეთ, რომ მუშტა/მომჭერი კონტაქტში რჩებოდეს ბაგირთან.
ნაბიჯი 2. დარწმუნდით, რომ მუშტა/მომჭერი ჩაკეტილი იყოს ბაგირზე მისი ქვემოთ ჩამოქაჩვით. მოათავსეთ
ბაგირის ჩამჭერი თქვენი ზურგის D-რგოლთან ან მის ზემოთ, რათა თავისუფალი ვარდნის მანძილი
მინიმუმამდე შევამციროთ.
ნაბიჯი 3.ბაგირის ჩამჭერის მოქმედების შესამოწმებლად ასწიეთ მუშტა/მომჭერი და გახსენით. ბაგირის
ჩამჭერი უნდა ჩაიკეტოს ბაგირზე. თუ ბაგირის ჩამჭერი არასწორად მუშაობს, გაიმეორეთ მიმაგრების
ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია 3.2-ე თავში.
3.4
გამოიღეთ ბაგირი ჩამჭერიდან
(იხ. სურათი 2) მოაცილეთ სახსრის ღერძი (C) ცალუღზე დაჭერით. დაჭერით ამოიღეთ სახსრის ღერძი
მუშტადან/მომჭერიდან. გადაადგილეთ მუშტა/მომჭერი (B) ცალ მხარეს და ამოიღეთ ბაგირი (E) ბაგირის
ჩამჭერის კორპუსიდან.
4.0 ექსპლუატაცია და გამოყენება
4.1
ყოველი გამოყენების წინ: დარწმუნდით, რომ თქვენი სამუშაო ზონა და ვარდნის შეჩერების ინდივიდუალური
სისტემა (PFAS) აკმაყოფილებს მე-2 თავში მითითებულ ყველა კრიტერიუმს და დანერგილია სამაშველო
გეგმა. შეამოწმეთ ბაგირის ჩამჭერი მომხმარებლის მიერ შესამოწმებელი წერტილების მიხედვით,
რომლებიც მითითებულია „შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" (ცხრილი 2). თუ შემოწმების დროს
გამოვლინდება მოწყობილობის რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, ნუ გამოიყენებთ სისტემას.
ამოიღეთ სისტემა ექსპლუატაციიდან და გაანადგურეთ ან დაუკავშირდით 3M-ს გამოცვლასა თუ შეკეთებასთან
დაკავშირებით.
4.2
ანკერაჟთან ან ანკერაჟის სამაგრთან მიერთება: იხ. სურათი 11. ვარდნისაგან დამცავი მოწყობილობის ან
სისტემის ანკერაჟზე ან მის სამაგრზე მიერთების დროს დარწმუნდით, რომ სამაგრი (თვითჩამკეტი სასხლეტიანი
კაუჭი) სრულად არის ჩამჯდარი და ჩაკეტილი მიერთების წერტილში. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ
სამაგრების ზომა, ფორმა და გამძლეობა ერთმანეთის თავსებადი იყოს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
ანკერაჟის სამაგრებისა და საანკერო ხაზის დამამზადებლის ინსტრუქციებში.
4.3
სხეულის საკიდარზე მიერთება: შემოდგომის დაპატიმრების წერტილების წერტილები აღინიშნება ასო "A"
ასოებით საშემოდგომო დაპატიმრების განაცხადებთან დაკავშირება ხდება სხეულის სრული ზონის საძირკვლის
სათანადო დორსალურ ან მკაცრ მიმაგრებასთან. ვარდნის შეკავების ფუნქციით გამოყენებისას შესაძლებელია
ზურგის ან გულმკერდის დამცავი ღვედის დამაგრების გამოყენება. ვარდნის შეკავების ფუნქციით ღვედების
გამოყენების დროს D-რგოლი შეუერთეთ შესაკავებელი ტვირთის საპირისპირო მხარეზე. საგულდაგულოდ
შეამოწმეთ, რომ სამაგრების ზომა, ფორმა და გამძლეობა ერთმანეთის თავსებადი იყოს. მიერთებების
თაობაზე დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საკიდრის დამამზადებლის ინსტრუქციები.
4.4
ბაგირის ჩამჭერზე მიერთება: ზოგიერთი ბაგირის ჩამჭერის მოდელს შეიძლება მოჰყვეს პერმანენტულად
მიმაგრებული საჭიმარი ან ენერგიის შთანმთქმელი. ნუ შეეცდებით მოცემულ ქვესისტემებზე დამატებითი
საჭიმრების ან სამაგრების მიერთებას. თუ იყენებთ კარაბინს უშუალოდ ბაგირის ჩამჭერზე მისაერთებლად,
დარწმუნდით, რომ კარაბინი არ შეუშლის ხელს ბაგირის ჩამჭერის მუშაობას. კარაბინები უნდა იყოს
თვითჩამკეტი/თვითბლოკირების ტიპის. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ სამაგრების ზომა, ფორმა და
გამძლეობა ერთმანეთის თავსებადი იყოს. დარწმუნდით, რომ ბაგირის ჩამჭერზე მიერთებული სამაგრი
სახელურს აძლევდეს თავისუფლად ტრიალის საშუალებას და არ უშლიდეს ხელს ბაგირის ჩამჭერის მუშაობას.
4.5
მჭრელი კუთხე: მითითებული მოწყობილობა (იხილეთ სურათი 1) დაიშვება 0,5 მმ რადიუსის (0,02 in.) (r)
გლუვზედაპირიან ფოლადის (მჭრელ) კიდეზე ვარდნის დროს. ამგვარი კიდეები შეიძლება იყოს შემდეგნაირი:
გაგლინული ფოლადის პროფილი, ხის კოჭები, შემოგარსული ან მომრგვალებული პარაპეტები. მაგრამ,
ჰორიზონტალური ან ტრანვერსიული მოძრაობის დროს, როცა სიმაღლიდან ვარდნისა და კიდეზე დაცემის
რისკი არსებობს, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
•
თუ სამუშაოს დაწყებამდე რისკის შეფასება ჩატარდება და გამოვლინდება, რომ კიდე ძალიან „მჭრელია"
ან/და ზედაპირი გლუვი არ არის (როგორიცაა შემოუგარსავი სახურავის პარაპეტი, ჟანგიანი კოჭი ან
ცემენტის კიდე): სამუშაოს დაწყებამდე უნდა მივიღოთ შესაფერისი ზომები, რათა არ დავუშვათ კიდეზე
დავარდნა; შეიძლება მუშაობის დაწყებამდე კიდეზე რაიმე დამცავი დავამაგროთ; ან დამამზადებელს
დავუკავშირდეთ რჩევისათვის.
•
ანკერის წერტილი დასაშვებია მხოლოდ კიდის სიმაღლეზე (რომელზეც შეიძლება დავეცეთ) ან მის ზემოთ.
•
საჭიმრის მიმართულების ცვლილების კუთხე კიდესთან, რომელზეც შეიძლება დავეცეთ (რომელიც
იზომება შეცვლილი მიმართულების საჭიმრის ორ გვერდს შორის), უნდა შეადგენდეს მინიმუმ 90 გრადუსს.
131