Descargar Imprimir esta página

Dometic HIPRO A30S1 Guía Rápida página 145

Ocultar thumbs Ver también para HIPRO A30S1:

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 23
Dometic HiPro Apollo, Evolution
Georgian
1 მნიშვნელოვანი შენიშვნები
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია და პროდუქტის სწორი მონტაჟის, გამოყენების და მოვლის უზრუნველსაყოფად დაიც-
ვათ ყველა მითითება, რეკომენდაცია და გაფრთხილება, რომელიც მოცემულია წინამდებარე პროდუქტის სახელმძღვანელოში. ეს ინ-
სტრუქცია ᲣᲜᲓᲐ შეინახოთ პროდუქტთან ერთად.
პროდუქტის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ყურადღებით წაიკითხეთ ყველა მითითება, რეკომენდაცია და გაფრთხილება, გაიაზ-
რეთ ისინი და თანახმა ხართ დაიცვათ ამ დოკუმენტში მოცემული წესები და პირობები. თქვენ თანახმა ხართ გამოიყენოთ ეს პროდუქტი
მხოლოდ დანიშნულებისამებრ და ამ პროდუქტის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ინსტრუქციების, რეკომენდაციებისა და გაფრთხი-
ლებების შესაბამისად, ასევე მოქმედი კანონებისა და რეგულაციების დაცვით. წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ინსტრუქციების და
გაფრთხილებების წაუკითხავობამ და დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი და სხვა პირების, თქვენი პროდუქტის ან სხვა ახლოს
განლაგებული სხვა ქონების დაზიანება. მოცემული პროდუქტის სახელმძღვანელო, მათ შორის ინსტრუქციები, რეკომენდაციები და გაფრ-
თხილებები და პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეიძლება შეიცვალოს და განახლდეს. უახლესი ინფორმაციისთვის პროდუქ-
ტის შესახებ ეწვიეთ გვერდს documents.dometic.com.
2 სიმბოლოების ახსნა
ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔ!
აღნიშნავს საშიშ სიტუაციას, რომელიც თავიდან აურიდებლობის შემთხვევაში გამო-
იწვევს სიკვდილს ან სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებას.
ᲒᲐᲤᲠᲗᲮᲘᲚᲔᲑᲐ!
აღნიშნავს საშიშ სიტუაციას, რომელიც თავიდან აურიდებლობის შემთხვევაში გამო-
იწვევს სიკვდილს ან სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებას.
ᲤᲠᲗᲮᲘᲚᲐᲓ!
აღნიშნავს საშიშ სიტუაციას, რომელმაც თავიდან აურიდებლობის შემთხვევაში შე-
იძლება გამოიწვიოს მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ფიზიკური დაზიანება.
NOTICE
აღნიშნავს სიტუაციას, რომელმაც თავიდან აურიდებლობის შემთხვევაში შეიძლება
გამოიწვიოს ქონების დაზიანება.
შენიშვნა დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის ექსპლუატაციისთვის.
3 უსაფრთხოების ინსტრუქციები
ზოგადი უსაფრთხოება
ᲒᲐᲤᲠᲗᲮᲘᲚᲔᲑᲐ! ელექტრული დენით დაზიანების საფრთხე
• უზრუნველყავით მინიბარის დაყენება კვალიფიცირებული ტექნიკოსის მიერ,
Dometic მონტაჟის ინსტრუქციის შესაბამისად.
• ნუ გამოიყენებთ მინიბარს, თუ მას ვიზუალურად ემჩნევა დაზიანებები.
KA
143

Publicidad

loading