Descargar Imprimir esta página

Huawei Band 9 Guia De Inicio Rapido página 30

Publicidad

მუშაობის დაწყების მოკლე სახელმძღვანელო
დამუხტვა
დააკავშირეთ სადგამ დამტენზე არსებული ლითონის კონტაქტები მოწყობილობის უკანა მხარეს არსებულთან, შემდეგ დადეთ ისინი ბრტყელ
ზედაპირზე. შეაერთეთ სადგამი დამტენი დენის წყაროსთან, მოწყობილობის ეკრანი განათდება და აჩვენებს კვების ელემენტის დონეს.
1
2
ღილაკი
1
ხანგრძლივად დააჭირეთ ღილაკს მოწყობილობის ჩასართავად, გამოსართავად ან გადასატვირთად.
ეკრანი
2
დამტენი პორტი
3
გულისცემის სენსორი
4
სწრაფი აშვების ღილაკი
5
თქვენი მოწყობილობის დაყენება
1 მოწყობილობის ჩასართავად ხანგრძლივად დააჭირეთ ღილაკს ან დატენეთ მოწყობილობა.
2 ტელეფონით დაასკანირეთ QR კოდი ან მოიძიეთ „Huawei Health" AppGallery-ში ან საიტზე consumer.huawei.com, რომ ჩამოტვირთოთ Huawei
Health აპი.
3 დაწყვილების შესასრულებლად გახსენით Huawei Health აპი, გადადით მოწყობილობების ეკრანზე, აირჩიეთ მოწყობილობები, რომელთა
დამატებაც გსურთ და მიჰყევით ეკრანზე მითითებულ ინსტრუქციებს.
დახმარების მიღება
დაკავშირებისა და ფუნქციების შესახებ, ასევე გამოყენებასთან დაკავშირებით რჩევებისთვის იხილეთ ონლაინ დახმარება Huawei Health აპში.
საავტორო უფლება © Huawei Device Co., Ltd. 2024. ყველა უფლება დაცულია.
წინამდებარე დოკუმენტი არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და არ იძლევა არანაირი სახის გარანტიას.
სავაჭრო ნიშნები და ნებართვები
სიტყვიერი ნიშანი და ლოგო არის Bluetooth SIG, Inc.-ის კუთვნილი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები და Huawei Technologies Co.,
®
Bluetooth
Ltd.-ს მიერ ასეთი ნიშნების ნებისმიერი გამოყენება ლიცენზირებულია. Huawei Device Co., Ltd. წარმოადგენს Huawei Technologies Co., Ltd.-ს
ფილიალს.
სხვა ხსენებული სასაქონლო ნიშნები, პროდუქტების, სერვისებისა და კომპანიების სახელები შეიძლება იყოს მათი შესაბამისი მფლობელების
საკუთრება.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
იმისათვის რომ უკეთ გაიგოთ, თუ როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვებგვერდზე https://consumer.huawei.com/privacy-policy.
მუშაობა და უსაფრთხოება
[გაფრთხილება] მოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ უსაფრთხოების შესახებ სრული ინფორმაცია, რათა
უზრუნველყოთ მოწყობილობის უსაფრთხო და სწორად მუშაობა, ასევე შეიტყოთ, როგორ მოახდინოთ მისი სწორად უტილიზაცია.
დაუდასტურებელი ან არათავსებადი კვების გარდამქმნელის, დამტენის ან კვების ელემენტის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხანძრის
გაჩენა, აფეთქება ან სხვა საფრთხეები.
იდეალური ტემპერატურა: მუშაობისთვის 0°C-დან 35°C-მდე, შენახვისთვის -20°C-დან +55°C-მდე.
კვების ელემენტი იქონიეთ ცეცხლის, ძლიერი სიცხის, უკიდურესად დაბალი წნევისა და მზის პირდაპირი სხივებისაგან მოშორებით. არ
მოათავსოთ იგი გამათბობელ მოწყობილობებზე ან მათში. არ დაშალოთ, შეცვალოთ, გადააგდოთ ან დაჭმუჭნოთ ის. არ ჩადოთ მასში უცხო
საგნები, არ ჩაძიროთ სითხეში, მოარიდეთ გარე ძალასა თუ ზეწოლას, რადგან ამან, შესაძლოა, მისი გაჟონვა, გადახურება, ცეცხლის
მოკიდება და აფეთქებაც კი გამოიწვიოს.
არ შეეცადოთ თავად შეცვალოთ კვების ელემენტი — შესაძლოა ელემენტი დააზიანოთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გადახურება, ხანძარი და
ტრავმა. მოწყობილობაში ჩაშენებულ კვების ელემენტზე მომსახურებისთვის უნდა მიმართოთ Huawei-ს ან სერვისის ავტორიზებულ
პროვაიდერს.
მოწყობილობის დამუხტვისას დარწმუნდით, რომ კვების გარდამქმნელი შეერთებულია როზეტში თქვენს მოწყობილობასთან ახლოს და
ადვილად ხელმისაწვდომია.
გამოაერთეთ დამტენი ელექტრული როზეტიდან და მოწყობილობიდან, როცა იგი არ გამოიყენება.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს და მოწყობილობის მწარმოებელს, რათა დადგინდეს, შეიძლება თუ არა თქვენი მოწყობილობის მუშაობამ ხელი
შეუშალოს თქვენი სამედიცინო მოწყობილობის მუშაობას.
3
4
5
28

Publicidad

loading

Este manual también es adecuado para:

Kim-b19