დამუხტვა სამგზავრო ჩასადებით
-
როდესაც სახელური სრულადაა დამუხტული
სატენზე, ბატარეის ინდიკატორის ნათურები
მწვანედ ინთება 30 წამის განმავლობაში და
შემდეგ ითიშება.
შენიშვნა: თანდართული აქსესუარები შესაძლოა,
განსხვავდებოდეს შეძენილი მოდელის მიხედვით.
1 მოათავსეთ USB კაბელი დამმუხტველ სამგზავრო
ჩასადებში.
2 მიაერთეთ თანდართული USB კაბელი 5V-იან
დენის წყაროს, ამისთვის გამოიყენეთ ერთ-ერთი
შემდეგიდან:
-
მოწოდებული USB-გადამყვანი.
-
პერსონალური კომპიუტერის სტანდარტული
USB-შესაერთებელი, რომელიც აღიარებულია
UL-ის მიერ ან სერტიფიცირებულია ANSI/UL
60950-1-ის შესაბამისად.
-
გამომავალი USB-პორტის მქონე LPS კვების
ბლოკი, რომელიც აღიარებულია UL-ის მიერ ან
სერტიფიცირებულია ANSI/UL 60950-1-ის
შესაბამისად.
-
კვების ბლოკი 1310, კლასი 2, რომელიც
აღიარებულია UL-ის მიერ.
მნიშვნელოვანია: კედლის გადამყვანი უნდა იყოს
ზედაბალი ძაბვის უსაფრთხო წყარო, რომელიც
თავსებადია მოწყობილობის ძირზე მითითებულ
ელექტრულ მაჩვენებლებთან.
3 მოათავსეთ სახელური დამმუხტველ სამგზავრო
ჩასადებში.
-
სახელური გამოსცემს 2 მოკლე ხმოვან
სიგნალს, რაც ადასტურებს, რომ სახელური
სათანადო ადგილზეა.
-
ბატარეის ინდიკატორის ციმციმა ნათურა
გიჩვენებთ, რომ კბილის ჯაგრისი იმუხტება.
4 სამგზავრო ჩასადები დამუხტავს კბილის ჯაგრისს,
სანამ ის მთლიანად არ დაიმუხტება.
-
როდესაც სახელური სრულადაა დამუხტული,
ბატარეის ინდიკატორის ნათურები მწვანედ
ინთება 30 წამის განმავლობაში და შემდეგ
ითიშება.
ქართული ენა
907