ჩაიდანი ითიშება ჩართვის შემდეგ რამდენიმე წამში . შესაძლო მიზეზი : მასში წყალი
არ არის ან ძალიან ცოტაა . პრობლემის გადაჭრა : გამორთეთ ჩაიდანი ქსელიდან .
დაელოდეთ მის გაგრილებას და გაიმეორეთ " ექსპლუატაცია " პუნქტში მოყვანილი
მითითებები .
წყლის ადუღების შემდეგ ჩაიდანი ავტომატურად არ გამოირთვება. შესაძლო
მიზეზი: მოწყობილობის ხუფი არ არის დახურული. პრობლემის გადაჭრა:
ამოიღეთ შტეფსელი როზეტიდან. აცალეთ მოწყობილობას გაგრილება რამდენიმე
წუთის განმავლობაში, შემდეგ დარწმუნდით, რომ ხუფი მჭიდროდაა დახურული.
ყურადღება ! თუ ვერც ერთმა შემოთავაზებულმა ხერხმა ვერ გადაჭრა პრობლემა ,
მიმართეთ მომწოდებელს ან ავტორიზებულ სერვის ცენტრს . არ დაშალოთ
მოწყობილობა და თავად არ ეცადოთ მისი შეკეთება .
კომპანია ASBISC იტოვებს უფლებას ჩაატაროს მოწყობილობის მოდიფიცირება და შეიტანოს ცვლილებები
წინამდებარე დოკუმენტში მომხმარებელთა წინასწარი შეტყობინების გარეშე.
საგარანტიო პერიოდი და ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 2 წელიწადს მოწყობილობის შეძენის დღიდან.
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ: ASBISC Enterprises PLC, Iapetou, 1, Agios Athanasios, 4101,
Limassol, Cyprus (კვიპროსი). დამზადებულია ჩინეთში. წარმოების თარიღი იხ. შეფუთვაზე.
აქტუალური ინფორმაცია და მოწყობილობის დაწვრილებითი აღწერა, აგრეთვე ჩართვის ინსტრუქცია,
სერტიფიკატები, ინფორმაცია ხარისხის და გარანტიების თაობაზე პრეტენზიების მიმღები კომპანიების
შესახებ ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად ბმულზე aeno.com/documents. ყველა მითითებული
სავაჭრო ნიშანი და მათი დასახელებები მათი შესაბამისი მფლობელების საკუთრებაა.
aeno.com/documents
65