EGO ST1510E Manual De Instrucciones página 368

Ocultar thumbs Ver también para ST1510E:
Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 49
სამუშაო არეს უსაფრთხოება
დაიცავით სამუშაო არის სისუფთავე და
იქონიეთ კარგი განათება. ჩახერგილი ან
ბნელი სამუშაო არე იწვევს ინციდენტებს.
არ ამუშაოთ ელექტრული ხელსაწყო ჰაერში
ფეთქებადი საშუალებების არსებობისას,
როგორიცაა აალებადი სითხეები, აირები
ან მტვერი. ელექტრული ხელსაწყოები
წარმოქმნიან ნაპერწკალს, რომელმაც
შესაძლოა აანთოს მტვერი ან აირი.
ელექტრული ხელსაწყოთი სარგებლობისას
მოარიდეთ მას ბავშვები და სხვა პირები.
ყურადღების გაფანტვას შეუძლია
გამოიწვიოს ხელსაწყოზე კონტროლის
დაკარგვა.
ელექტრული უსაფრთხოება
ელექტრული ხელსაწყოს დენის ჩანგალი
უნდა ერგებოდეს შტეფსელს. არასოდეს
გაუკეთოთ მოდიფიცირება ხელსაწყოს
დენის ჩანგალს. არ გამოიყენოთ
ადაპტორები ისეთი ხელსაწყოების დენის
ჩანგალზე, რომელსაც აქვს დამიწება.
არსებული დენის ჩანგალი და მისი
შესაბამისი შტეფსელის არსებობა ამცირებს
ელექტრული შოკის რისკს.
მოერიდეთ სხეულით დამიწებული საგნების
ზედაპირებთან კონტაქტს, როგორიცაა
მილები, რადიატორები, ქურები და
მაცივრები. ელექტრული შოკის მიღების
რისკი იზრდება თუ თქვენი სხეული
დამიწებულია.
არ დატოვოთ ელექტრული ხელსაწყოები
წვიმაში ან სველ ადგილას. ელექტრულ
ხელსაწყოში შესული წყალი ზრდის
ელექტრული შოკის მიღების რისკს.
არ დააზიანოთ დენის სადენი. არასოდეს
გამოიყენოთ სადენი ხელსაწყოს
სატარებლად, მოსაქაჩად ან შტეფსელიდან
ამოსართველად. დაიცავით დენის სადენი
სიმხურვალისან, ზეთისგან, მჭრელი და
მოძრავი საგნებისგან. დაზიანებული ან
გადახლართული დენის სადენი ზრდის
ელექტრული შოკის რისკს.
ელექტრული ხელსაწყოთი გარეთ
სარგებლობისას გამოიყენეთ
დამაგრძელებელი, რომელიც გამოსადეგია
გარეთ მუშაობისთვის. გარეთ
მუშაობისთვის შესაბამისი ელექტრული
სადენის გამოყენება ამცირებს ელექტრული
შოკის რისკს.
თუ ელექტრული ხელსაწყოს ნესტიან
გარემოში მუშაობა გარდაუვალია,
გამოიყენეთ დიფერენციალური
დაცვის მქონე (RCD) კვების წყარო.
დიფერენციალური RCD დაცვის გამოყენება
ამცირებს ელექტრული შოკის რისკს.
368
KA
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1510E
პირადი უსაფრთხოება
ხელსაწყოს გამოყენებისას იყავით
ფხიზლად, იმოქმედეთ დაკვირვებით
და საღი აზრის გათვალიწინებით. არ
გამოიყენოთ ხელსაწყო როდესაც ხართ
დაღლილი, ან ალკოჰოლის, მედიკამენტების
ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.
ხელსაწყოთი სარგებლობისას მყისიერმა
უყურადღებობამ შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
გამოიყენეთ პირადი დამცავი საშუალებები.
ყოველთვის გაიკეთეთ თვალების დამცავი.
შესაბამის სამუშაო პირობებში დამცავი
საშუალებების გამოყენება, როგორიცაა
მტვრის საწინააღმდეგო ნიღაბი, მოცურების
საწინააღმდეგო სპეც ფეხსაცმელი, მყარი
ჩაფხუტი ან სმენის დამცავი, ამცირებს
სამუშაო ტრამვებს.
უცაბედი ჩართვის აღკვეთა. დარწმუნდით
რომ ჩამრთველი არის გამორთულ
პოზიციაში ხელსაწყოს დენში და/
ან აკუმულატორთან მიერთებამდე,
ხელსაწყოს მაღლა აწევამდე ან ტარებამდე.
ელექტრული ხელსაწყოების ტარება
ჩამრთველის ღილაკზე დადებული თითით
ან ხელსაწყოს დენში მიერთება, რომელსაც
გააქტიურებული აქვს ჩართვის ღილაკი,
იწვევს ინციდენტებს.
მოხსენით ნებისმიერი დამაგრებული
მარეგულირებელი ხელსაწყო ან ქანჩის
გასაღები ჩართვამდე. ელექტრული
ხელსაწყოს მბრუნავ ნაწილზე
დამაგრებულმა ქანჩის გასაღებმა ან სხვა
მარეგულირებელმა შესაძლოა მოგაყენოთ
პირადი ზიანი.
არ გადაიხაროთ. ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
ეს გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ
ხელსაწყოს უკეთესი კონტროლი
მოულოდნელ სიტუაციებში.
ჩაიცვით შესაბამისად. არ ჩაიცვათ განიერი,
ფრიალა ტანსაცმელი და ძვირფასეულობა.
მოაცილეთ თქვენი თმა, ტანსაცმელი და
ხელთათმანები მოძრავ ნაწილებს. განიერი,
ფრიალა ტანსაცმელი, ძვირფასეულობა
და თმა შესაძლოა ჩაითრიოს მოძრავმა
ნაწილებმა.
თუ არსებობს მტვრის ან ნარჩენების
შემგროვებელი საშუალებების შეერთების
ადგილები, დარწმუნდით რომ ისინი
სწორადაა დაკავშირებული და
გამოყენებული. მტვრისთვის განკუთვნილი
საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა
შეამციროს მასთან დაკავშირებული
საფრთხეები.

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido