◾
გამოიყენეთ ხელსაწყო დანიშნულებისამებრ
- არ გამოიყენოთ ხელსაწყო ისეთი
სამუშაოსთვის, რომლისთვისაც იგი არაა
განკუთვნილი.
◾
არ დაატანოთ ძალა ელექტრო სათიბს -
დიზაინიდან გამომდინარე იგი თავადვე
სწორად შეასრულებს სამუშაოს და
შეამცირებს პირადი ზიანის მიყენების
რისკს.
◾
არ გადაიხაროთ - ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
◾
იხავით ფხიზლად - ყურადღება მიაქციეთ
რას აკეთებთ. იმოქმედეთ საღი აზრის
გათვალიწინებით. არ ამუშაოთ სათიბი,
როდესაც დაღლილი ბრძანდებით.
◾
არ ამუშაოთ სათიბი, როდესაც იმყოფებით
მედიკამენტების ან ალკოჰოლის
ზემოქმედების ქვეშ.
◾
დამცავი ეკრანები იქონიეთ ხელსაწყოზე
შესაბამის ადგილას და მუშა
მდგომარეობაში.
◾
მოარიდეთ ხელები და ფეხები მჭრელ
ნაწილებს.
◾
შეინახეთ ელექტრო სათიბი შენობაში
- როდესაც არ ხდება მისი გამოყენება,
ელექტრო სათიბი უნდა იყოს შენახული
შენობაში მშრალ და მაღალ დაკეტილ
სათავსოში, მოხსნილი აკუმულატორით -
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
◾
იზრუნეთ თქვენს ხელსაწყოზე - გაწმინდეთ
მჭრელი ნაწილი, რათა გააუმჯობესოთ მისი
მუშაობა და შეამციროთ ზიანის მიყენების
რისკი. მისდიეთ ნაწილების შეცვლის
ინსტრუქციებს. იქონიეთ სახელურები
მშრალ და სუფთა, მათ შორის ცხიმისა და
ზეთისგან, მდგომარეობაში.
◾
შეამოწმეთ დაზიანებული ნაწილები -
სათიბის გამოყენებამდე დამცავი ეკრანი
ან სხვა ნაწილი, რომელიც დაზიანებულია
საყურადღებოდ უნდა შემოწმდეს, რათა
დადგინდეს შეუძლია თუ არა მას თავისი
ფუნქციის ჯეროვნად შესრულება.
შეამოწმეთ მოძრავი ნაწილების მდებარეობა,
მათი შეკავშირება, დაშორება, დამაგრება
და სხვა მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება
გავლენა იქონიოს ხელსაწყოს მუშაობაზე.
ეკრანის ან სხვა დაზიანებული ნაწილის
შეკეთება ან შეცვლა უნდა შესრულდეს
ავტორიზირებული სერვისის ცენტრის
მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა რომელიც
აღწერილია ინსქტრუქციაში.
◾
დარწმუნდით რომ ყველ სამაგრი თავის
ადგილასაა და მჭიდროდაა დაჭერილი.
დარწმუნდით რომ სათიბი მიმაგრების
დამცავი ეკრანი სათანადოდაა დაყენებული
მწარმოებლის მიერ რეკომენდირებულ
პოზიციაში.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1510E
◾
გაასუფთავეთ სამუშაო არე მუშაობის
დაწყებამდე. მოაცილეთ ყველა ობიექტი
როგორიცაა ქვები, დამტვრეული მინა,
ლურსმანი, სადენი ან ბაწარი, რომელიც
შესაძლოა ჩაყვეს ან დაეხვიოს ხელსაწყოს
საჭრელ ნაწილს. მოარიდეთ სამუშაო
ადგილს ბავშვები, სხვა პირები და შინაური
ცხოველები. ბავშვები, სხვა ადამიანები
ან შინაური ცხოველები მინიმუმ 15 მ
მოშორებით უნდა იყვნენ; 15 მეტრიანი
ზონის გარეთაც არსებობს რისკი რომ უცხო
სხეულები მაღალი სიჩქარით გვერდზე
მდგომი პირებისკენ გაიტყორცნონ და
გამოიწვიონ დაზიანება. გვერდზე მდგარი
პირებისთვის რეკომენდირებულია თვალის
დამცავი საშუალებების გამოყენება.
◾
ხელსაწყოს გამოყენებამდე ან ნებისმიერი
შეჯახების შემდეგ, გასინჯეთ ცვეთის
ან დაზიანების ნიშნები და შეაკეთეთ
საჭიროებისდაგვარად.
◾
ყოველთვის მყარად გეჭიროთ ელექტრო
სათიბი მისით სარგებლობისას, ორივე
ხელით სახელურებზე. შემოაჭდეთ თითები
და ცერები სახელურებს.
◾
მოერიდეთ შემთხვევით ჩართვას - არ
ატაროთ ელექტრო სათიბი ტრიგერზე
მოთავსებული თითით.
◾
არ ისარგებლოთ ელექტრო სათიბით
აირის ან სხვა ფეთქებადი საშუალებების
არსებობის ზონაში. მსგავს ხელსაწყოებში
არსებული მოტორები იძლევიან
ნაპერწკალს, რომელმაც შესაძლოა აანთოს
ფეთქებადი აირები.
◾
ელექტრო სათიბის დაზიანება - თუ
სათიბით დაეჯახებით უცხო სხეულს
ან იგი გაიხლართება, დაუყონობლივ
გათიშეთ ხელსაწყო, მოხსენით სათიბს
აკუმულატორი, შეამოწმეთ დაზიანება
და შეაკეთებინეთ ის, სანამ გააგრძელებთ
მისით სარგებლობას. არ ამუშაოთ ხელსაწყო
დაზიანებული ეკრანით ან სათიბი
მიმაგრებით.
◾
თუ ხელსაწყო დაიწყებს უჩვეულო
ვიბრაციას, გათიშეთ მოტორი, მოხსენით
აკუმულატორი და შეამოწმეთ ვიბრაციის
მიზეზი. ვიბრაცია როგორც წესი არის
დაზიანების მომასწავებელი. მოყანყალებული
მჭრელი ნაწილი შესაძლოა ვიბრირებდეს,
გაიბზაროს ან მოსძვრეს ელექტრო სათიბს,
რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული
ან ფატალური ზიანი. დარწმუნდით რომ
მჭრელი ნაწილი სათანადოდ დაყენებული
და უსაფრთხოდ დამაგრებულია. თუ მჭრელი
ნაწილი მოირყევა საკუთარ ადგილზე
დამაგრების შემდეგ, დაუყონებლივ
გამოცვალეთ იგი. არასოდეს გამოიყენოთ
ელექტრო სათიბი მორყეულად დამაგრებული
მთიბავი ნაწილით.
371
KA