4.2
ვარდნის შემდეგ: ყველა საჭიმარი, რომელსაც დააწვება ვარდნის შეჩერების ძალა ან რომელსაც დაეტყობა
ვარდნის შეჩერების დროს მიყენებული დაზიანებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები, როგორც ეს
აღწერილია მონტაჟისა და მოვლა-შენახვის ჟურნალში (ცხრილი 2 ) , დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ
ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
4.3
ექსპლუატაცია: მე-8 სურათზე ნაჩვენებია ჩვეულებრივი ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრის მოწყობილობებში
გამოყენებული შეერთებები. უსაფრთხოების საკიდარს პირველ რიგში ყოველთვის მიამაგრეთ საჭიმრის
ენერგიის შთანმთქმელის ბოლო და მხოლოდ შემდეგ მიამაგრეთ თათი შესაფერის ანკერს. საჭიმრის მოშვების
დონე ყოველთვის მინიმალურად შეამცირეთ ვარდნის საფრთხესთან სიახლოვეში, რისთვისაც მუშაობის
დროს იყავით ანკირებასთან რაც შეიძლება ახლოს. საკიდრისა და ანკირების შეერთების შესახებ დეტალები
იხილეთ მე-3 თავში.
4.4
საჭიმრის შესანახი მოწყობილობა. მე-12 ნახატზე ნაჩვენებია დამცველი ღვედის საჭიმრის შსანახი
მოწყობილობა. საჭიმრის შესანახი მოწყობილობა გათვალისწინებულია იმისათვის, რომ მივამაგროთ
საჭიმრის თათის თავისუფალი ბოლო, როცა ის ანკირების სამაგრ წერტილზე არ არის მიმაგრებული
ვარდნისაგან დაცვის რეჟიმში. საჭიმრის შესანახი მოწყობილობის გამოყენება არავითარ შემთხვევაში
არ შეიძლება ღვედზე ვარდნისაგან დაცვის სამაგრის სახით საჭიმრის მისამაგრებლად (A).
როცა სამაგრ წერტილზე მიმაგრებული არ არის, თავისუფალი საჭიმარი თათით უნდა სათანადოდ შევინახოთ
დამცველ ღვედზე (B) ან მომხმარებელმა ხელში უნდა დაიჭიროს მისი მოხსნის 100% შემთხვევებში (C). თუ
საჭიმარის თათები თავისუფლად კიდია, ისინი შეიძლება მომხმარებელს ფეხებში გაებლანდოს ან გვერდზე
არსებულ საგნებში გაიხლართოს - შედეგად ადამიანი შეიძლება დავარდეს/ჩამოვარდეს.
4.5
ტყუპი საჭიმრის ინტერფეისის 100%-ით ჩაბმა-ახსნა: ორთათიანი ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრები
შეიძლება გამოვიყენოთ ვარდნისაგან უწყვეტად დასაცავად (100% ჩაბმა-ახსნა) ასვლის, ჩამოსვლის ან
განივად გადაადგილების დროს (იხილეთ მე-13 სურათი). როდესაც მომხმარებელი ერთ თათს მიამაგრებს
ანკირების წერტილზე, მას შეუძლია ახალ ადგილში გადაადგილება, მიამაგრეთ ის თათი, რომელსაც
არ იყენებთ, მეორე ანკირების წერტილზე და შემდეგ მოხსენით პირველი ანკირების წერტილიდან.
მომხმარებელი ამ მიმდევრობას გაიმეორებს მანამდე, სანამ საჭირო ადგილს არ მიაღწევს. ტყუპი საჭიმრის
100% ჩაბმა-ახსნის მოწყობილობების შესახებ შემდეგი მოსაზრებები უნდა გავითვალისწინოთ:
•
ნურასოდეს მიუერთებთ საჭიმრის ორივე თათს ერთსა და იმავე ანკერს (იხილეთ სურათი 14A).
•
ერთსა და იმავე ანკერზე ერთზე მეტი შეერთების გამოყენება (რგოლი ან ულფი) მაერთებლების
თავსებადობას არღვევს, ვინაიდან მაერთებლების ერთმანეთთან შეხება რეკომენდებული არ არის.
•
საჭიმრის თითოეული თათის ცალკე ანკერზე მიმაგრება დასაშვებია (სურათი 14B).
•
მიერთების ყველა ადგილმა უნდა დააკმაყოფილოს ანკირების მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია
1-ლ თავში.
•
ტყუპ თათიან საჭიმარზე ერთზე მეტ ადამიანს ნურასოდეს მიუერთებთ (სურათი 14C).
•
ნუ დაუშვებთ საჭიმრის თათების ერთმანეთში გადახლართვას ან დაგრეხას, ვინაიდან ამან შეიძლება
თვითშეტაცება შეუძლებელი გახადოს.
•
საჭიმრის თათებს იღლიებში ან ფეხებს შორის ნუ გაატარებთ.
4.6
კიდეზე ჩამოვარდნაზე შემოწმებული საჭიმარი: მითითებული მოწყობილობა (იხილეთ სურათი 1) დაიშვება
0,5 მმ რადიუსის (0,02 დუიმი) (r) გლუვზედაპირიან ფოლადის (მჭრელ) კიდეზე ვარდნის დროს. ამგვარი
კიდეები შეიძლება იყოს შემდეგნაირი: გაგლინული ფოლადის პროფილი, ხის კოჭები, შემოგარსული ან
მომრგვალებული პარაპეტები. მაგრამ, ჰორიზონტალური ან ტრანვერსიული მოძრაობის დროს, როცა
სიმაღლიდან ვარდნისა და კიდეზე დაცემის რისკი არსებობს, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
•
თუ სამუშაოს დაწყებამდე რისკის შეფასება ჩატარდება და გამოვლინდება, რომ კიდე ძალიან „მჭრელია"
ან/და ზედაპირი გლუვი არ არის (როგორიცაა შემოუგარსავი სახურავის პარაპეტი, ჟანგიანი კოჭი ან
ცემენტის კიდე): სამუშაოს დაწყებამდე უნდა მივიღოთ შესაფერისი ზომები, რათა არ დავუშვათ კიდეზე
დავარდნა; შეიძლება მუშაობის დაწყებამდე კიდეზე რაიმე დამცავი დავამაგროთ; ან დამამზადებელს
დავუკავშირდეთ რჩევისათვის.
•
ანკერის წერტილი დასაშვებია მხოლოდ კიდის სიმაღლეზე (რომელზეც შეიძლება დავეცეთ) ან მის ზემოთ.
•
საჭიმრის მიმართულების ცვლილების კუთხე კიდესთან, რომელზეც შეიძლება დავეცეთ (რომელიც
იზომება შეცვლილი მიმართულების საჭიმრის ორ გვერდს შორის), უნდა შეადგენდეს მინიმუმ 90 გრადუსს.
•
იმისათვის, რათა შევამციროთ რხევით ვარდნა, სამუშაო ადგილი ან ცენტრალური ღერძიდან
ლატერალური რხევა უნდა შევზღუდოთ მაქსიმუმ 1,50 მ-მდე (4,92 ფტ).
4.7
საჭიმრები ცხელ გარემოში სამუშაოდ: ცხელ გარემოში სამუშაოდ შექმნილია სპეციალური მოწყობილობა
კევლარის ბადით (იხილეთ სურათი 1) , ოღონდ მას გარკვეული შეზღუდვები აქვს: კევლარის ბადე წვას
იწყებს შემდეგ ტემპერატურაზე: 425 - 480 °C (800 - 900 °F). კევლარის ბადე უძლებს 535 °C-ს (1 000 °F)
ტემპერატურას შეზღუდული კონტაქტით. პოლიესტერის ბადე ძალას კარგავს 145 - 200 °C-ზე (300 - 400 °F).
პოლივინილის გარსი მეტალის ინსტრუმენტებზე დნება დაახლოებით 175 °C-ზე (350 °F).
5.0 შემოწმება
5.1
შემოწმებების სიხშირე:ენერგიის შთანმთქმელი საჭიმარი უნდა შევამოწმოთ მე-2 თავში მოცემულ
ინტერვალებში. შემოწმების პროცედურები აღწერილია „შემოწმებისა და მოვლა-შეკეთების ჟურნალში"
(ცხრილი 2).
;
უკიდურეს სამუშაო პირობებში (მკაცრი გარემო , ხანგრძლივი გამოყენება და ა . შ . ) შეიძლება უფრო
ხშირად იყოს საჭირო შემოწმებები ..
5.2
როცა მოწყობილობა არაუსაფრთხო ან დეფექტურია: თუ შემოწმების დროს გამოვლინდება მოწყობილობის
რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, დაუყოვნებლივ ამოიღეთ საჭიმარი მოხმარებიდან და
გაანადგურეთ, რათა შემთხვევით ვინმემ არ გამოიყენოს. საჭიმრის შეკეთება დაუშვებელია.
5.3
პროდუქტის ექსპლუატაციის ვადა: 3M ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრების მომსახურების ვადა
განისაზღვრება მუშაობის პირობებითა და მისი ტექმომსახურებით. ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადაა 1
157