EGO ST1530E Manual Del Operador página 280

Ocultar thumbs Ver también para ST1530E:
Tabla de contenido

Publicidad

არ დაატანოთ ძალა ელექტრო მთიბავს -
დიზაინიდან გამომდინარე იგი თავადვე
სწორად შეასრულებს სამუშაოს და
შეამცირებს პირადი ზიანის მიყენების
რისკს.
არ გადაიხაროთ - ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
იხავით ფხიზლად - ყურადღება მიაქციეთ
რას აკეთებთ. იმოქმედეთ საღი აზრის
გათვალიწინებით. არ ამუშაოთ სათიბი,
როდესაც დაღლილი ბრძანდებით.
არ ამუშაოთ სათიბი, როდესაც
იმყოფებით მედიკამენტების ან
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
დამცავი ეკრანები იქონიეთ ხელსაწყოზე
შესაბამის ადგილას და მუშა
მდგომარეობაში.
შეინახეთ ელექტრო სათიბი შენობაში
- როდესაც არ ხდება მისი გამოყენება,
სათიბი უნდა იყოს შენახული შენობაში
მშრალ და მაღალ დაკეტილ სათავსოში,
მოხსნილი აკუმულატორით -
ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
იზრუნეთ თქვენს ხელსაწყოზე - გაწმინდეთ
მთიბავი ნაწილი, რათა გააუმჯობესოთ
მისი მუშაობა და შეამციროთ ზიანის
მიყენების რისკი. მისდიეთ დამტენი
მოწყობილობის ინსტრუქციებს. იქონიეთ
სახელურები მშრალ და სუფთა, მათ შორის
ცხიმისა და ზეთისგან, მდგომარეობაში.
შეამოწმეთ დაზიანებული ნაწილები
- სათიბის გამოყენებამდე დამცავი
ეკრანი ან სხვა ნაწილი, რომელიც
დაზიანებულია საყურადღებოდ
უნდა შემოწმდეს, რათა დადგინდეს
შეუძლია თუ არა მას თავისი ფუნქციის
ჯეროვნად შესრულება. შეამოწმეთ
მოძრავი ნაწილების მდებარეობა, მათი
შეკავშირება, დაშორება, დამაგრება და
სხვა მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება
გავლენა იქონიოს ხელსაწყოს მუშაობაზე.
ეკრანის ან სხვა დაზიანებული ნაწილის
შეკეთება ან შეცვლა უნდა შესრულდეს
ავტორიზირებული სერვისის ცენტრის
მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა რომელიც
აღწერილია ინსქტრუქციაში.
280
KA
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1530E
გაასუფთავეთ გასათიბი არე მუშაობის
დაწყებამდე. მოაცილეთ ყველა ობიექტი
სამუშაო არეს როგორიცაა ქვები,
დამტვრეული მინა, ლურსმანი, სადენი ან
ბაწარი, რომელიც შესაძლოა ჩაიყოლოს ან
დაეხვის მთიბავ ნაწილს. დარწმუნდით
რომ სხვა პირები და შინაური ცხოველები
იმყოფებიან მინიმუმ 15 მ მოშორებით.
ხელსაწყოს გამოყენებამდე ან ნებისმიერი
შეჯახების შემდეგ, გასინჯეთ ცვეთის
ან დაზიანების ნიშნები და შეაკეთეთ
საჭიროებისდაგვარად.
ყოველთვის მყარად გეჭიროთ მთიბავი
მისით სარგებლობისას, ორივე ხელით
სახელურებზე. შემოაჭდეთ თითები და
ცერები სახელურებს.
მოერიდეთ შემთხვევით ჩართვას
- არ ატაროთ მთიბავი ტრიგერზე
მოთავსებული თითით.
არ ისარგებლოთ მთიბავით ბენზინის
ან სხვა ფეთქებადი საშუალებების
არსებობის ზონაში. მსგავს ხელსაწყოებში
არსებული მოტორები იძლევიან
ნაპერწკალს, რომელმაც შესაძლოა აანთოს
ფეთქებადი აირები.
მთიბავის დაზიანება - თუ სათიბით
დაეჯახებით უცხო სხეულს ან
იგი გაიხლართება, დაუყონობლივ
გათიშეთ ხელსაწყო, მოხსენით სათიბს
აკუმულატორი, შეამოწმეთ დაზიანება
და შეაკეთებინეთ ის, სანამ გააგრძელებთ
მისით სარგებლობას. არ ამუშაოთ
ხელსაწყო დაზიანებული ეკრანით ან
კოჭით.
თუ ხელსაწყო დაიწყებს უჩვეულო
ვიბრაციას, გათიშეთ მოტორი, მოხსენით
აკუმულატორი და შეამოწმეთ ვიბრაციის
მიზეზი. ვიბრაცია როგორც წესი
არის დაზიანების მომასწავებელი.
მოყანყალებული თავი შესაძლოა
ვიბრირებდეს, გაიბზაროს ან მოსძვრეს
მთიბავს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს
სერიოზული ან ფატალური ზიანი.
დარწმუნდით რომ მთიბავი ნაწილი
არის სათანადოდ დამაგრებული
სწორ პოზიციაში. თუ თავი მოირყევა
საკუთარ ადგილზე დამაგრების შემდეგ,

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido