3M DBI-SALA EZ-Stop AJ512Y Manual De Instrucciones Del Usuario página 153

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 67
3.0 მონტაჟი და მორგება
3.1
დაგეგმვა: მუშაობის დაწყებამდე დაგეგმეთ, თუ როგორ იმუშავებთ ვარდნისაგან დასაცავი სისტემით.
გაითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე
ვარდნამდე, ვარდნის დროს და ვარდნის შემდეგ. გაითვალისწინეთ მოთხოვნები და შეზღუდვები, რომლებიც
აღწერილია 1-ლ თავში.
3.2
ანკირება: მე-8 სურათზე ჩანს ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრის ანკირება. აირჩიეთ ანკირების
ადგილმდებარეობა იქ, სადაც თავისუფალი ვარდნისა და რხევის რისკი მინიმუმამდე დავა (იხილეთ
1-ლი თავი). აირჩიეთ ანკირების ხისტი წერტილი, რომელიც გაუძლებს 1-ლ თავში აღწერილ სტატიკურ
დატვირთვას. თუ თქვენს თავზე ანკირებას ვერ დააყენებთ, ანკირებაზე ის ფირმისა და დარტყმითი იმპულსის
შთანმთქმელი საჭიმრები შეიძლება გამოიყენოთ მომხმარებლის ზურგის D-რგოლის დონის ქვედა წერტილში,
ოღონდ ეს არ იყოს ანკირებული მომხმარებლის ტერფებზე უფრო ქვემოთ.
3.3
დამცავი ღვედის მიმაგრება: სრული სხეულის დამცავ ღვედთან აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ენერგიის
შთანმთქმელი საჭიმარი. ვარდნისგან დაცვის სისტემის მისამაგრებელ ელემენტებს აწერია დიდი A ასო.
ვარდნისაგან დაცვის სისტემის გამოყენების დროს ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრის ბოლო მიამაგრეთ
საკიდრის უკანა დორსალურ სამაგრზე (D-რგოლი) (იხილეთ მე-8 სურათი) ან მიამაგრეთ წინ გულმკერდის
სამაგრზე (D-რგოლი). ვარდნისაგან დაცვის სხვა მოწყობილობისა და მცველი ღვედის სხვა რეკომენდებული
სამაგრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მოწოდებულ ინსტრუქციებში.
საჭიმრის ზოგი მოდელი მოდის მახრჩობელა ყულფით, რომელიც შემოეჭირება საკიდრის D-რგოლს ან
თასმის ყულფს (იხილეთ მე-9 სურათი). საჭიმარი საკიდრის D-რგოლს ან თასმის ყულფს რომ შემოუჭიროთ,
შეასრულეთ შემდეგი:
1. საჭიმარი გაუყარეთ უსაფრთხოების საკიდრის ღვედების ყულფში ან D-რგოლში.
2. ყულფში შეუყარეთ საჭიმრის შესაფერისი ბოლო.
3. ყულფში გაყრის შემდეგ გამოსწიეთ და კარგად მოჭიმეთ საჭიმარი, რათა კარგად დამაგრდეს.
3.4
ანკირებაზე მიერთება: მე-8 სურათზე ნაჩვენებია ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრის მიერთება სხვადასხვა
ანკირებაზე. ანკირების ბოლოზე და ენერგიის შთანმთქმელ საჭიმარზე სხვადასხვა სახის კაუჭი, საკოჭი და
თოკის ჩამჭერი ელემენტია, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ანკირებაზე მიმაგრება:
კაუჭით მიმაგრება: სურათი 8A-ზე ნაჩვენებია არმატურასთან მიმაგრება საჭიმრის არმატურის კაუჭით.
სურათი 8B-ზე ნაჩვენებია მიმაგრება მოსახსნელ ადაპტერთან, რომელიც სასხლეტიანი კაუჭით
მიმაგრებულია კუთხური კვეთის კოჭზე. სამაგრების თავსებადობისა და სწორი შეერთების დეტალები
იხილეთ მე-2 თავში.
საკოჭით მიმაგრება: სურათი 8C-ზე ნაჩვენებია საკოჭით კუთხოვან რკინაზე მიერთება შემკოჭი საჭიმრით.
შემკოჭი საჭიმარი კარგად შემოუხვიეთ ანკირების კონსტრუქციაზე, როგორც ეს ნაჩვენებია მე-10
სურათზე:
1. შემკოჭი საჭიმრის თათი გადაკიდეთ ანკირების კონსტრუქციაზე ისე, რომ საჭიმარი არ მოგრიხოთ.
თავისუფალი D-რგოლი (A) გაასწორეთ ისე, რომ ის ანკირების სტრუქტურის ქვემოთ ეკიდოს.
საჭიმრის სადსხლეტიანი კაუჭი ჩასვით მოტივტივე D-რგოლში. დარწმუნდით, რომ საჭიმარი ბოლომდე
იყოს მოჭერილი ანკირების სტრუქტურაზე.
2. არ დაუშვათ, რომ სასხლეტიანიი კაუჭის რაზა (B) ანკიების კონსტრუქციას შეეხოს.
WrapBax-ის ფირმის საკოჭით მიმაგრება: მე-10 სურათზე ასევე ჩანს საკოჭით ანკირების კონსტრუქციაზე
მიმაგრება WrapBax-ის ფირმის საჭიმრით. WrapBax-ის ფირმის საჭიმრები აღჭურვილია WrapBax-ის
კაუჭებით, რომლებიც საკუთარი საჭიმრის თათის ირგვილივ მაგრდებიან:
1. WrapBax-ის საჭიმრის თათი გადაკიდეთ ანკირების კონსტრუქციაზე ისე, რომ საჭიმარი არ მოგრიხოთ.
საჭიმრის თათი შემოახვიეთ ანკირების კონსტრუქციას და WrapBax-ის კაუჭი მიამაგრეთ მისივე თათის
ირგვლივ. საჭიმრის თათი შეიძლება ანკირებას რამდენჯერმე შემოეხვიოს, მაგრამ WrapBax-ის კაუჭი
თათს მხოლოდ ერთხელ შემოევლება.
2. ანკირებაზე მხოლოდ WrapBax-ის კაუჭიანი საჭიმრები გამოიყენეთ და შემოახვიეთ თავიანთ თათზევე.
საჭიმარს, რომელსაც WrapBax-ის კაუჭი არ უკეთია, ამგვარად ნუ შემოახვევთ ანკერს.
თოკის ჩამჭერით მიერთება: სურათი 8C-ზე ჩანს ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრის მიერთება
ვერტიკალურ სამაშველო ხაზზე თოკის ჩამჭერით. თოკის ჩამჭერის დაყენებისა და მოხმარების დეტალები
იხილეთ ვერტიკალური სამაშველო ხაზის ინსტრუქციებში.
;
თვითშემტაცი მოწყობილობები : ენერგიის შთანმთქმელ საჭიმრებს ან ენერგიის შთანმთქმელებს ნუ
მიუერთებთ თვითშემტაც მოწყობილობას ( SRD ) . არსებობს სპეციალური მოწყობილობები , სადაც შეიძლება
SRD -ზე მიმაგრება . დაუკავშირდით 3M -ის დამამზადებელს .
3.5
საჭიმრის მორგება: საჭიმრის ზოგიერთი მოდელი შეიცავს საჭიმრის თათის/თათების დამაგრძელებელ ან
დასამოკლებელ ელემენტს, რათა საჭიმარი მოშვებული არ იყოს. საჭიმარი მოჭერილი უნდა იყოს, რათა მას
ფეხი არ წამოვკრათ ან გარშემო საგნებზე არ გაიბლანდოს.
ბალთის გამართვის მოწყობილობა (სურათი 11): საჭიმრის თათის სიგრძის მოსარგებად:
1. გასწიეთ ყულფის ჩამკეტი (A) ბალთის გამართვის მოწყობილობიდან (B).
2. გადაწიეთ ბალთის გამართვის მოწყობილობა ბადის ზემოთ ან ქვემოთ, რათა დაამოკლოთ ან
დააგრძელოთ საჭიმრის თათი.
3. გადაასრიალეთ ყულფის ჩამკეტი უკან, რათა დააფიქსიროთ ბადე და ბალთის გამართვის
მოწყობილობა.
154

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido