2.4 მოვლა და დასუფთავება
გარფთხილება!
დაზიანების, ხანძრის ან
მოწყობილობის გაფუჭების რისკი.
• ნებისმიერი მოვლის ოპერაციამდე,
გათიშეთ მოწყობილობა და გამორთეთ
შტეკერი როზეტიდან.
• დარწმუნდით, რომ მოწყობილობა
ცივია. არსებობს მინის პანელის
გატეხვის რისკი.
• დაზიანების შემთხვევაში მაშინვე
შეცვალეთ კარის მინის პანელები.
დაუკავშირდით ავტორიზებულ სერვის
ცენტრს.
• ფრთხილად მოაშორეთ კარს
მოწყობილობა. კარი მძიმეა!
• რეგულარულად გაწმინდეთ
მოწყობილობა ზედაპირის დაზიანების
თავიდან ასაცილებლად.
• გაწმინდეთ მოწყობილობა რბილი
სველი ტილოთი. გამოიყენეთ მხოლოდ
ნეიტრალური სარეცხი საშუალება. არ
გამოიყენოთ აბრაზიული
პროდუქტები, აბრაზიული საწმენდი
ბალიშები, გამხსნელები ან რკინის
ნივთები.
• ღუმელის სპრეის გამოყენების
შემთხვევაში დაიცავით შეფუთვაზე
მოცემული უსაფრთხოების
ინსტრუქცია.
2.5 შიდა განათება
გარფთხილება!
დენის დარტყმის რისკი.
• პროდუქტში არსებული ნათურა(ები)
და სათადარიგო ნათურის ნაწილები
დამოუკიდებლად უნდა შეიძინოთ: ეს
ნათურები განკუთვნილია
ექსტრემალური ფიზიკური
პირობებისათვის საყოფაცხოვრებო
დანადგარებში, როგორიც არის
ტემპერატურა, ვიბრაცია, ტენიანობა და
ასევე იღებენ სასიგნალო ინფორმაციას
დანადგარის საოპერაციო სტატუსის
შესახებ. ისინი არ არის განკუთვნილი
სხვა დანადგარებში გამოყენებისათვის
და საყოფაცხოვრებო ოთახების
გასანათებლად.
• ეს პროდუქტი შეიცავს G-კლასის
ენერგოეფექტურობის მქონე სინათლის
წყაროს.
• გამოიყენეთ მხოლოდ იმავე
სპეციფიკაციის ნათურები.
2.6 სერვისი
• მოწყობილობის შესაკეთებლად
დაუკავშირდით ავტორიზებულ სერვის
ცენტრს.
• გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალი
სათადარიგო ნაწილები.
2.7 განკარგვა
გარფთხილება!
დაზიანებისა ან დახუთვის რისკი.
• დაუკავშირდით თქვენს მუნიციპალურ
სამსახურს, საყოფაცხოვრებო ელექტრო
მოწყობილობის სათანადო წესის
დაცვით გადაგდების შესახებ
ინფორმაციის მისაღებად.
• გამორთეთ მოწყობილობა დენის
მთავარი წყაროდან.
• გადაჭერით მთავარი ელექტროსადენი
მოწყობილობასთან ახლოს და
შეინახეთ.
• მოხსენით კარის დამჭერი, ბავშვების ან
შინაური ცხოველების საყოფაცხოვრებო
ელექტრო მოწყობილობაში ჩაკეტვის
თავიდან ასაცილებლად.
ქართული ენ
109