3M PROTECTA Lanyard Manual Del Usuario página 113

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 48
1.0 გამოყენება
1.1
მიზანი: საჭიმრები გათვალისწინებულია ვარდნის შეკავების ინდივიდუალური სისტემის კომპონენტების სახით -
იხილეთ სურათი 2. მათ შეუძლია ვარდნის ენერგიის განბნევა, სხეულზე გადაცემული ყველა ძალის შეზღუდვა ან
შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამუშაო პოზიციის დასაფიქსირებლად და შეკავების მიზნით, რაც დამოკიდებულია მათ
ტიპზე. სურათზე 1 მითითებულია საჭიმრების მოდელები, რომლებსაც შეეხება მოცემული სახელმძღვანელო. ისინი
უმეტესად შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ვითარებაში, როდესაც საჭიროა მუშის მობილურობის და ვარდნისგან
დაცვის კომბინაცია (მაგ. ინსპექტირების სამუშაო, ზოგადი მშენებლობა, ტექმომსახურების სამუშაო, ნავთობის
მოპოვება, დახურული სამუშაო გარემო და სხვ.).
1.2
სტანდარტები: საჭიმარი აკმაყოფილებს სახელმწიფო ან რეგიონულ სტანდარტ(ებ)ს, როგორც ეს მოცემულია
წინამდებარე ინსტრუქციების ყდაზე. ვარდნისგან ინდივიდუალური დაცვის სიტემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია
იხილეთ სამუშაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ მოთხოვნებში. თუ ეს პროდუქტი ხელახლა გაიყიდება
დანიშნულების ადგილის ქვეყნის გარეთ, გადამყიდველმა უნდა უზრუნველყოს ინსტრუქციების ადგილობრივ ენაზე
გადათარგმნა იმ ქვეყანაში, სადაც პროდუქტს გამოიყენებენ.
1.3
ტრეინინგი: ეს მოწყობილობა უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც მომზადებულები არიან მის
სათანადო დანიშნულებით გამოყენებაში. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მოცემულ ინსტრუქციებს და გაიაროს
მომზადება მოცემული მოწყობილობის სათანადო მოვლასა და გამოყენებაში. მომხმარებელი ასევე უნდა იცნობდეს მის
სამუშაო მახასიათებლებს, გამოყენების საზღვრებს და არასათანადო გამოყენების შედეგებს.
1.4
მოთხოვნები: მოცემული აღჭურვილობის გამოყენების დროს ყოველთვის მხედველობაში იქონიეთ მისი შემდეგი
შეზღუდვები:
დატვირთვის ზღვრები: საჭიმრები ერთმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს, რომლის საერთო წონამ (ტანსაცმლიანად,
იარაღებიანად და ა. შ.) უნდა დააკმაყოფილოს წონის დიაპაზონის მოთხოვნები , რომლებიც მოცემულია საჭიმრის
მოდელის 1-ლ სურათზე. დარწმუნდით, რომ სისტემის ყველა კომპონენტი აკმაყოფილებდეს დატვირთვის ზღვრებს,
რომლებიც საჭიროა მოცემული მოწყობილობის მისი დანიშნულებით გამოყენებას.
ანკირება: ვარდნის შეკავების სისტემებისთვის შერჩეული მთელი ანკირება უნდა უძლებდეს შემდეგ მინიმალურ
სტატიკურ დატვირთვას იმ მიმართულებებით, რომლებიც დასაშვებია მთლიანი სისტემის მიერ:
1.
12 კნ ლითონის ანკირების შემთხვევაში ან 18 კნ ქსოვილების ანკირების შემთხვევაში არასერტიფიცირებული
ანკირების გამოყენებისას ან
2.
ორჯერ უნდა აღემატებოდეს სერტიფიცირებული ანკირებისთვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ შეკავების
ძალას
თუ ანკირების ტიპიდან გამომდინარე, დასაშვები იქნება ანკირებაზე ერთზე მეტი ვარდნის შეკავების სისტემის
მიმაგრება, ზემოთ(1) და (2) პუნქტებში მითითებული ძალები უნდა გამრავლდეს ანკირებაზე მიმაგრებული
სიტემების რაოდენობაზე.
რხევით ვარდნა: რხევით ვარდნას ადგილი აქვს, როცა ანკირების წერტილი ვარდნის წერტილის ზუსტად ზევით არ
არის. რხევით ვარდნისას რაიმე საგანზე დაჯახების ძალამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება (იხილეთ
სურათი 7). რხევით ვარდნის შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად, უნდა ეცადოთ რაც შეიძლება ზუსტად
ანკირების წერტილის ქვეშ იმუშავოთ.
საფრთხეები: საფრთხის შემცველ გარემოში ამ მოწყობილობის გამოყენება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს,
რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანის ან მოწყობილობის დაზიანება. საფრთხებეი მოიცავს შემდეგს (მაგრამ არ
შემოიფარგლება): მაღალი ტემპერატურა, მწვავე ქიმიური ნივთიერებები, კოროზიული გარემო, მაღალი ძაბვის
ხაზები, ასაფეთქებლები ან ტოქსიკური აირები, მოძრავი მანქანა-დანადგარები ან თქვენს თავზე არსებული
მასალა, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს და მომხმარებელს ან ვარდნის შეკავების სისტემას დაეცეს. მოერიდეთ
ისეთ ადგილში მუშობას, სადაც საჭიმარი შეიძლება გადაიკვეთოს ან გაებლანდოს მეორე მუშის საჭიმართან.
მოერიდეთ ისეთ ადგილებში მუშაობას, სადაც საგანი შეიძლება დაეცეს საჭიმარს, რაც გამოიწვევს საჭიმრის
წონასწორობის დაკარგვის ან დაზიანების რისკს. არ გაატაროთ საჭიმარი ხელების ქვეშ ან ფეხებს შორის.
2.0 გამოყენება
2.1
ვარდნისგან დაცვის და სამაშველო გეგმა: დამქირავებელს შემუშავებული უნდა ჰქონდეს ვარდნისგან დაცვის და
სამაშვეო გეგმა. დამქირავებლის გეგმაში მითითებული უნდა იყოს დამსაქმებლის ვარდნისგან დაცვის პროგრამის
მითითებები და მოთხოვნები, მათ შორის, დებულებები, მოვალეობები და ტრენინგი; ვარდნისგან დაცვის
პროცედურები; ვარდნის საფრთხეების თავიდან აცილება და კონტროლი; სამაშველო პროცედურები; ინციდენტების
გამოძიება და პროგრამის ეფექტურობის შეფასება.
2.2
ინსპექტირების სიხშირე: მუშამ საჭიმრები უნდა შეამოწმოს
უნდა ჩაატაროს სხვა კომპეტენტურმა პირმა
(მკაცრი გარემო, ხანგრძლივი გამოყენება და ა. შ.) შეიძლება უფრო ხშირად იყოს საჭირო კომპეტენტური პირის მიერ
ინსპექტირება. კომპეტენტურმა პირმა უნდა განსაზღვროს ინსპექტირების სათანადო ინტერვალები. ინსპექტირების
პროცედურები აღწერილია „შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" (ცხრილი 2 ) . კომპეტენტური პირის მიერ
შემოწმების შედეგები უნდა აისახოს „შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" ან ჩაიწეროს რადიო სიხშირის
იდენტიფიკაციის (RFID) სისტემის საშუალებით.
2.3
სხეულის საყრდენი: საჭიმართან ერთად გამოყენებული უნდა იყოს მთელი სხეულის დამცავი ღვედი. ღვედის
მაერთებელი უნდა იყოს განლაგებული მომხმარებლის სიმძიმის ცენტრის თავზე. საჭიმართან ერთად დაუშვებელია
სამონტაჟე (მცველი) სარტყლის გამოყენება. თუ სამონტაჟე (მცველი) სარტყლის გამოყენების დროს მოხდება ვარდნა,
ამან შეიძება გამოიწვიოს მოულოდნელი გამოთავისუფლება ან ფიზიკური ტრავმა სხეულის არასწორი დაყრდნობის
გამო.
2.4
კომპონენტების თავსებადობა: თუ ეს სხვაგვარად მითითებული არაა, 3M-ის აღჭურვილობა გათვლილია მხოლოდ
3M-ის მიერ დამტკიცებულ კომპონენტებსა და ქვესისტემებში გამოსაყენებლად. ისეთი კომპონენტების ან
ქვესისტემების გამოყენებამ ან შენაცვლებამ, რომლებიც დამტკიცებული არ არის, შეიძლება შეუთავსებლობის რისკი
გამოიწვიოს და უარყოფითად იმოქმედოს მთლიანი სისტემის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე.
1 მუშა : ნებისმიერ პირი , რომელსაც იცავს ვარდნისგან დაცვის აქტიური სისტემა ; ან , ვარდნის შეკავების სისტემის შემთხვევაში , ნებისმიერი პირი ,
რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს სისტემაზე მიმაგრების პერიოდში .
2 კომპეტენტური პირი : დამქირავებლის მიერ დანიშნული ინდივიდუალური პირი , რომელიც პასუხისმგებელია დამქირავებლის მიერ მართვადი
ვარდნისგან დაცვის სისტემის უშუალო ზედამხედველობაზე , დანერგვაზე და მონიტორინგზე , რომელსაც მისი მომზადების და ცოდნის მეშვეობით ,
შეუძლია ყველა არსებული ან პოტენციური საფრთხის იდენტიფიკაცია , შეფასება და მოქმედებების შესრულება და რომელსაც გააჩნია
დამქირავებლის ნებართვა მოცემულ საფრთხეებთან დაკავშირებით სასრაფო გამოსასწორებელი ზომების მისაღებად .
1
ყოველი გამოყენების წინ. ამასთანავე, ინსპექტირებები
, რომელიც არ არის მომხმარებელი. უკიდურეს სამუშაო პირობებში
2
113

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido