3M PROTECTA COBRA Manual Del Usuario página 131

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 58
ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
ამ დამზღვევი ბაგირის გამოყენებამდე წაიკითხეთ, გაეცანით მოცემულ ინსტრუქციებში მოყვანილ უსაფრთხოების
მთელ ინფორმაციას და დაიცავით მისი მოთხოვნები. მოცემული ინსტრუქციების დაუცველობას შეიძლება მოყვეს
სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
მოცემული ინსტრუქციები უნდა გადაეცეს ამ მოწყობილობის მომხმარებელს. შეინახეთ ეს ინსტრუქციები
მომავალში საცნობარო მასალის სახით.
დანიშნულება:
ეს დამზღვევი ბაგირი გამოიყენება სიმაღლიდან ვარდნისგან დაცვის მთლიანი ინდივიდუალური სისტემის ნაწილის სახით.
მისი გამოყენება დაუშვებელია სხვა პირობებში, როგორიცაა (თუმცა ამით არ შემოიფარგლება): გასართობი ან სპორტული
აქტივობები, მასალასთან მუშაობა ან სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის აღწერილი პროდუქტის შესახებ ინსტრუქციებში,
არ არის ნებადართული 3M-ის მიერ და შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
მოცემული მოწყობილობის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მომზადებული მომხმარებლისთვის, სამუშაო დანიშნულებით.
!
!
გაფრთხილება
ეს სინთეტიკური/მავთულის ბაგირის სისტემა სიმაღლიდან ვარდნისგან დაცვის ინდივიდუალური სისტემაა. მისი ყველა
მომხმარებელი სრულად უნდა იყოს მომზადებული სიმაღლიდან ვარდნისგან დაცვის ინდივიდუალური სისტემის უსაფრთხო
მონტაჟსა და გამოყენებაში. მოცემული მოწყობილობის არასწორად გამოყენებას შეიძლება მოყვეს სხეულის
სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი. ამ მოწყობილობის სათანადოდ შერჩევის, ექსპლუატაციის, დამონტაჟების,
მოვლა-შენახვისა და ტექმომსახურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მოცემული პროდუქტის შესახებ ინსტრუქციებში და
მწარმოებლის ყველა რეკომენდაციაში, მიმართეთ თქვენს ხელმძღვანელს ან დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
•!
სინთეტიკური/მავთულის ბაგირების სისტემასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომელთა არ
აცილებას შეიძლება მოყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
- - გამოყენებამდე, მინიმუმ წელიწადში ერთხელ და ჩამოვარდნის შემთხვევაში შეამოწმეთ სისტემის ყველა
კომპონენტი. შეამოწმეთ პროდუქტის ინსტრუქციების შესაბამისად.
- - თუ შემოწმების დროს გამოვლინდება მოწყობილობის რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დეფექტი, ეს
კომპონენტი ამოიღეთ ექსპლუატაციიდან და გაანადგურეთ.
- - სინთეტიკური/მავთულის ბაგირების ყველა სისტემა, რომელიც დაექვემდებარა ვარდნისგან დაცვას ან განიცადა
დარტყმის ძალის ზემოქმედება, დაუყოვნებლივ ამოიღეთ ექსპლუატაციიდან და ხელმეორედ გამოყენებამდე მისი
ყველა კომპონენტი შეამოწმებინეთ კომპეტენტურ სპეციალისტს.
- - მონტაჟის პროცესში სისტემას ნუ მიუერთებთ.
- - არ დაუშვათ ერთ ჯერზე ერთზე მეტი მომხმარებლის სისტემაზე მიმაგრება. სისტემა გათვალისწინებულია
მხოლოდ ერთ მომხმარებელზე.
- - სხეულის აზღუდები სისტემას უნდა მიამაგროთ მხოლოდ ნებადართული სამაგრებით. ნუ გამოიყენებთ დამატებით
სამაგრ მოწყობილობებს.
- - გამოიყენეთ მხოლოდ პროდუქტის ინსტრუქციებში მითითებული და ნებადართული დამზღვევი ბაგირი.
- - ნუ განასკვავთ ანკირებისთვის და ნუ დატვირთავთ მზიდ წერტილებს.
- - დამზღვევი ბაგირით მუშაობის შეწყვეტის დროს შეასრულეთ დამამზადებლის ყველა რეკომენდაცია.
- - არ შეასრულოთ მანიპულაციები დამზღვევი მომჭერი მოწყობილობის საკეტ მოქმედებასთან დაკავშირებით.
მოწყობილობასთან დაკავშირებით მანიპულაციები შეასრულეთ მხოლოდ სისტემაზე დამაგრების ან სისტემიდან
მოხსნის მიზნით.
- - ცოცვის დროს, როცა შესაფერისია, ყოველთვის შეინარჩუნეთ კონტაქტის სამი წერტილი. სწორი ცოცვის ტექნიკის
შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პროდუქტის ინსტრუქციებში.
- - დარწმუნდით, რომ ვარდნისგან დამცავი სისტემები/ქვესისტემები, რომლებიც აწყობილია სხვა მწარმოებლის
მიერ დამზადებული კომპონენტებისგან, იყოს თავსებადი და აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტების
მოთხოვნებს ან ვარდნისაგან დაცვის სხვა მოქმედ წესებს, სტანდარტებს ან მოთხოვნებს. ამ სისტემების
გამოყენებამდე ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ ან კვალიფიცირებულ პირთან.
•!
სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომელთა არ აცილებას შეიძლება
მოყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
- - დარწმუნდით, რომ თქვენი ჯანმრთელობა ან ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ
გაუძლოთ სიმაღლეზე მუშაობის დროს არსებული ყველა ძალის ზემოქმედებას. გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ
გექნებათ რაიმე შეკითხვა ამ მოწყობილობის გამოყენების უნართან დაკავშირებით.
- - არასოდეს არ გადააჭარბოთ ვარდნისაგან დამცავი მოწყობილობის ნებადართულ დატვირთვას.
- - არასოდეს არ გადააჭარბოთ თქვენი დამცავი მოწყობილობის თავისუფალი ვარდნის მაქსიმალურ მანძილს.
- - არ გამოიყენოთ ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა, რომელსაც არ ჩაუტარდა ინსპექტირება ექსპლუატაციამდე
ან სხვა დაგეგმილი ინსპექტირება, ან თუ არ ხართ დარწმუნებული მის გამოყენებაში და შეესაბამება თუ არა
მოწყობილობა მის გამოყენების მიზნებს. შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
- - ზოგიერთი ქვესისტემა ან კომპონენტების კომბინაცია შეიძლება აფერხებდეს ამ მოწყობილობის მუშაობას.
გამოიყენეთ მხოლოდ თავსებადი მაერთებლები. მოცემულ მომხმარებლის ინსტრუქციებში მითითებულისგან
განსხვავებულ კომპონენტებთან ან ქვესისტემებთან ერთად მოცემული მოწყობილობის გამოყენებამდე გაიარეთ
3M-ის კონსულტაცია.
- - მიიღეთ დამატებითი დამცავი ზომები იმ შემთხვევაში, თუ მუშაობთ მოძრავ მოწყობილობასთან (მაგ. ჭაბურღილის
ძალოვანი ამძრავი), ელექტრულ საფრთხეებთან, ექსტრემალურ ტემპერატურაზე, ქიმიურ საფრთხეებთან,
ასაფეთქებელ და ტოქსიკურ გაზებთან, ბასრ კიდეებთან ან თქვენს თავზე არსებული მასალის ქვეშ, რომელიც
შეიძლება დაგეცეთ ან შეიძლება დაეცეს თქვენს ვარდნისგან დამცავ მოწყობილობას.
- - გამოიყენეთ Arc Flash ან Hot Works მოწყობილობები მაღალი ტემპერატურის გარემოში მუშაობის დროს.
- - მოერიდეთ ზედაპირებს და საგნებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მომხმარებელს ან მოწყობილობას.
- - სიმაღლეზე მუშაობის დროს, დარწმუნდით რომ არსებობდეს თავისუფალი ვარდნის ადეკვატური მარაგი.
- - არასოდეს არ შეცვალოთ და არ გადააკეთოთ ვარდნისგან დაცვის მოწყობილობა. მოწყობილობის რემონტი
ნებადართულია მხოლოდ 3M-ის ან იმ პირების მიერ, რომლებსაც 3M-ისაგან მიღებული აქვთ წერილობითი ნებართვა.
- - ვარდნისგან დაცვის მოწყობილობის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ წინასწარ შემუშავებული
გადარჩენის გეგმა, რომელიც ვარდნის ინციდენტის შემთხვევაში მოგცემთ სასწრაფო სამაშველო ზომების
მიღების საშუალებას.
- - ვარდნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება ჩამოვარდნილი მუშისთვის.
- - არ გამოიყენოთ სხეულის ღვედი ვარდნისგან დაცვის მიზნით. გამოიყენეთ მხოლოდ მთელი სხეულის დამზღვევი,
სხეულზე მისამაგრებელი ღვედი.
- - მინიმუმამდე დაიყვანეთ რხევის გამო ვარდნა რაც შეიძლება ზუსტად ანკირების წერტილის ქვეშ მუშაობით.
- - მოცემული მოწყობილობის გამოყენებაში მომზადების დროს სავალდებულოა ვარდნისგან დამცავი მეორადი
მოწყობილობის გამოყენება, რომელიც მომხმარებელს დაიცავს უეცარი ვარდნის საფრთხისგან.
- - ყოველთვის ატარეთ სათანადო ინდივიდუალური დაცვის მოწყობილობა მოწყობილობის/სისტემის მონტაჟის,
გამოყენების ან ინსპექტირების დროს.
131
KA

Publicidad

Tabla de contenido
loading

Este manual también es adecuado para:

500900450090055009006

Tabla de contenido