Descargar Imprimir esta página

Bosch GLL 18V-120-33 CG Professional Manual Original página 418

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 73
418 | ქართული
საზომი ინსტრუმენტის ნებისმიერი სამუშაოს დაწყების წინ (მაგ.: მისი
u
მონტაჟის, ტექნიკური მომსახურების და ა.შ.), აგრეთვე მისი
ტრანსპორტირების და შენახვისას გამოიღეთ აკუმულატორი და
ბატარეა. ამომრთველის გაუთვალისწინებელი ამოქმედებისას ჩნდება
ტრავმირების საშიშროება.
არ მიიტანოთ საზომი ინსტრუმენტი და მაგნიტური
აქსესუარები იმპლანტანტებთან და სხვა სამედიცინო
მოწყობილობებთან, როგორიცაა კარდიო სტიმულატორი
ან ინსულინის ტუმბო. მაგნიტური საზომი ინსტრუმენტი
და აქსესუარები ქმნიან მაგნიტურ ველს, რომელსაც
შეუძლია დაარღვიოს იმპლანტანტების და სამედიცინო
მოწყობილობების მუშაობა.
საზომი ინსტრუმენტი და მაგნიტური აქსესუარები შეინახეთ
u
მაგნიტური მატარებლებისგან და მაგნიტური ველისადმი
მგრძნობიარე მოწყობილობებისგან შორს. საზომი ინსტრუმენტის
მაგნიტების და აქსესუარების ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს
მონაცემების შეუქცევადი დაკარგვა.
საზომი ინსტრუმენტი აღჭურვილია რადიოინტერფეისით. დაიცავით
u
გამოყენების შესახებ ადგილობრივი შეზღუდვები, მაგ.:
თვითმფრინავებში ან საავადმყოფოებში.
სიტყვიერი სავაჭრო ნიშანი Bluetooth ® და გრაფიკული ნიშანი
(ლოგოტიპი) წარმოადგენს დარეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს და
Bluetooth SIG, Inc-ის საკუთრებას. კომპანია Robert Bosch Power
Tools GmbH იყენებს ამ სიტყვიერ სავაჭრო ნიშანს/ლოგოტიპს
ლიცენზიით.
ფრთხილად! საზომი ინსტრუმენტის Bluetooth ® -ით გამოყენებისას
u
შეიძლება ხარვეზების წარმოქმნა სხვა მოწყობილობების და
პარამეტრებისთვის, თვითმფრინავებისთვის და სამედიცინო
მოწყობილობებისთვის (მაგ.: კარდიო სტიმულატორი, ხმის აპარატი).
გარდა ამისა, არ შეიძლება სრულიად გამორიცხულ იქნას უშუალოდ
სიახლოვეს მყოფი ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის ზიანის
მიყენება. არ გამოიყენოთ საზომი ინსტრუმენტი Bluetooth ® -ით
სამედიცინო მოწყობილობების, გასამართი სადგურების, ქიმიური
დანადგარების და ტერიტორიების სიახლოვეს, რომლებზეც არსებობს
აფეთქების საშიშროება ან სრულდება ფეთქებადი სამუშაოები. არ
გამოიყენოთ საზომი ინსტრუმენტი Bluetooth ® -ით თვითმფრინავებში.
შეეცადეთ არ ჩართოთ ის ხანგრძლივი დროით უშუალოდ ტანის
სიახლოვეს.
1 609 92A 8JB | (08.12.2023)
Bosch Power Tools

Publicidad

loading