მაქსიმალურად დასაშვები გადახრის გამოთვლა:
კარის ღიობის ორმაგი სიმაღლე × 0,3 მმ/მ
მაგალითი: კარის ღიობის სიმაღლის დროს 2 მ მაქსიმალურად დასაშვები
გადახრა
2 × 2 მ × ±0,3 მმ/მ = ±1,2 მმ. ამიტომ წერტილები Ⅲ და Ⅳ უნდა
მდებარეობდეს მანძილზე არა ნაკლები 1,2 მმ ერთმანეთისგან.
გამოყენების მითიტებები
მარკირებისთვის ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ ლაზერული ხაზის
u
ცენტრი. ლაზერული ხაზის სიგანე იცვლება მანძილიდან გამომდინარე.
სამუშაოები სამიზნე ნიშანი (აქსესუარი)
სამიზნე ნიშანი (25) აუმჯობესებს ლაზერის სხივის ხილვადობას
არახელსაყრელ პირობებში და დიდ დისტანციებზე.
სამიზნე ნიშნის ამრეკლავი ზედაპირი (25) აუმჯობესებს ლაზერული ხაზის
ხილვადობას, გამჭვირვალე ზედაპირზე ლაზერული ხაზი ასევე ჩანს სამიზნე
ნიშნის უკანა მხრიდან.
შტატივით მუშაობა (აქსესუარი)
შტატივი უზრუნველყოფს სტაბილურ, სიმაღლეზე რეგულირებად საყრდენს
გასაზომად. დადეთ საზომი ინსტრუმენტი ბუდით შტატივის ქვეშ 1/4" (12)
შტატივის (29) ან ჩვეულებრივი ფოტოშტატივის კუთხვილზე. ჩვეულებრივ
სამშენებლო შტატივზე დამაგრებისთვის გამოიყენეთ შტატივის ქვედა
ბუდე 5/8" (13). დააფიქსირეთ საზომი ინსტრუმენტი შტატივის სამაგრი
ხრახნის მეშვეობით.
საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე წინასწარ გაასწორეთ შტატივი.
მუშაობა მაგნიტური მბრუნავი სამაგრით (იხ.სურ. A−F)
მბრუნავი მაგნიტური სამაგრის ფიქსაციის საშუალებები (9):
– სწორ ზედაპირზე დგომისას (იხ. სურ. A),
– ჩვეულებრივი სამაგრი ხრახნის მეშვეობით, რომელიც ჩასმულია
ნახვრეტში (8) ვერტიკალურ ზედაპირზე (იხ. სურ. B),
– მაგნიტების საშუალებით (14) მაგნიტურ მასალებზე (იხ. სურ. C),
– ჭერის კავთან ერთად კომბინაციაში (23) ლითონის ჭერის ძელაკზე (იხ.
სურ. D-E),
– შტატივზე (იხ. სურ. F).
მბრუნავი სამაგრის ზედაპირებზე დამაგრებისას, თითები მოარიდეთ
u
მაგნიტური მბრუნავი სამაგრის უკანა მხარეს.. ძლიერი მაგნიტური
მიზიდულობის შედეგად (14) შესაძლებელია თითების დაწეწკვა.
Bosch Power Tools
ქართული | 435
1 609 92A 8JB | (08.12.2023)