3M DBI Sala KF71201466 Manual Del Usuario página 113

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 47
3.0 მონტაჟი
3.1
დაგეგმვა: მუშაობის დაწყებამდე დაგეგმეთ, თუ როგორ იმუშავებთ ვარდნისაგან დასაცავი სისტემით.
გაითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე
ვარდნამდე, ვარდნის დროს და ვარდნის შემდეგ. გაითვალისწინეთ მოთხოვნები და შეზღუდვები, რომლებიც
აღწერილია 1-ლ თავში.
3.2
ანკირება: აირჩიეთ ანკირების ადგილმდებარეობა იქ, სადაც თავისუფალი ვარდნისა და რხევის რისკი
მინიმუმამდე დავა (იხილეთ 1-ლი თავი). აირჩიეთ ანკირების ხისტი წერტილი, რომელიც გაუძლებს 1-ლ თავში
აღწერილ სტატიკურ დატვირთვას.
3.3
სხეულის საყრდენის მიერთება: სრული სხეულოის დამცავ ღვედზე ან სამონტაჟე სარტყელზე უნდა
გამოიყენოთ შეკავების / სამუშაო პოზიციის დასაფიქსირებელი საჭიმარი. შეკავების რეჟიმში საჭიმარი
მიუერთეთ შესაბამის სამაგრს (D-რგოლი - იხილეთ სურათი 6) დამცავ ღვედზე ან სარტყელზე. საკიდრის ან
ღვედის ინსტრუქციებში შეგიძლიათ ასევე იხილოთ ვარდნისაგან დაცვის სხვა სისტემები და რეკომენდებული
სამაგრები.
3.4
მიერთება: სამაგრ წერტილზე კაუჭის მიმაგრების დროს ან სისტემის კომპონენტების დაწყვილების დროს
დარწმუნდით იმაში, რომ დახვეულის გაშლა არ მოხდება. დახვეულის გაშლა მოხდება, როცა კაუჭსა და
დაწყვილებულ შემაერთებლებს შორის რაიმე დარღვევას ექნება ადგილი და კაუჭის რაზა უცებ გაიხსნება.
ამის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოვიყენოთ თვითჩამკეტი კაუჭები და კარაბინები. ნუ გამოიყენებთ ისეთ
კაუჭებსა და შემაერთებლებს, რომლებიც ბოლომდე არ ჩაიკეტება მისამაგრებელ საგანზე. შემაერთებლების
შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ქვესისტემების დამამზადებლის ინსტრუქციები.
3.5
მიუერთეთ სამუშაო პოზიციის საჭიმარს: მიერთების დროს დარწმუნდით, რომ არ იყოს ხვეულის
გამოსხლეტა. (პარაგრაფი 2.5 „მიერთებები"). ხვეულის გამოსხლეტა მოხდება, როცა კაუჭსა და მაუღლებელ
მაერთებლებს შორის რაიმე დარღვევას ექნება ადგილი და კაუჭის რაზა მოულოდნელად გაიხსნება.
დაადასტურეთ, რომ ანკირება დამაგრებულია, მიერთებები სწორეა და ბაგირი გამართულია.
• ანკირების ადეკვატიური სიმტკიცე.
• სასხლეტი კაუჭი და კარაბინი სწორედ მიერთებულია მთელი სხეულის დამცავ ღვედზე ან
სამონტაჟო (მცველ) ღვედზე.
• საჭიმარი დამაგრებულია იმგვარად, რომ ვერ ჩამოცურდეს ან ვერ გასცდეს ანკირების წერტილს.
• საჭიმარის დაჭიმულობა სწორია.
4.0 ექსპლუატაცია
;
თუ პირველად ან იშვიათად ვიყენებთ შთანმთქმელ საჭიმრებს , მათ გამოყენებამდე უნდა გადავხედოთ
„უსაფრთხოების ინფორმაციას" , რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოს თავში წერია .
4.1
მომხმარებლის მიერ შემოწმება: ყოველი გამოყენების წინ, გულდასმით დაათვალიერეთ საჭიმარი მოვლა-
შენახვის ჟურნალში მოცემული საკონტროლო ცხრილის მიხედვით (ცხრილი 2 ) . თუ დათვალიერების დროს
საფრთხის შემცველი მდგომარეობა გამოვლინდება ან გამოჩნდება, რომ საჭიმარი დაზიანებულია ან ვარდნის
ძალას დაექვემდებარა, ეს საჭიმარი უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
4.2
ექსპლუატაცია: მე-2 სურათში ჩანს ჩვეულებრივი შეკავების/სამუშაო ადგილის დაფიქსირების
მოწყობილობების შეერთებები. საჭიმრის ბოლო, რომელიც სხეულზე მაგრდება ყოველთვის ჯერ
უნდა მიუერთოთ სხეულის დამცველმ ღვედს ან სამონტაჟე სარტყელს და მხოლოდ შემდეგ მიამაგრეთ
თათი შესაფერის ანკერს. საჭიმრის მოშვების დონე ყოველთვის მინიმალურად შეამცირეთ ვარდნის
საშიშროებასთან სიახლოვეში, რისთვისაც მუშაობის დროს იყავით ანკერაჟთან რაც შეიძლება ახლოს.
სხეულის საყრდენი მოწყობილობისა და ანკირების შეერთების შესახებ დეტალები იხილეთ მე-3 თავში.
4.3
ვარდნის შემდეგ: ყველა საჭიმარი, რომელსაც დააწვება ვარდნის შეჩერების ძალა ან რომელსაც დაეტყობა
ვარდნის შეჩერების დროს მიყენებული დაზიანებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები, როგორც ეს
აღწერილია მონტაჟისა და მოვლა-შენახვის ჟურნალში (ცხრილი 2 ) , დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ
ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
5.0 შემოწმება
5.1
შემოწმებების სიხშირე:ენერგიის შთანმთქმელი საჭიმარი უნდა შევამოწმოთ მე-2 თავში მოცემულ
ინტერვალებში. შემოწმების პროცედურები აღწერილია „შემოწმებისა და მოვლა-შეკეთების ჟურნალში"
(ცხრილი 2).
;
უკიდურეს სამუშაო პირობებში (მკაცრი გარემო , ხანგრძლივი გამოყენება და ა . შ . ) შეიძლება უფრო
ხშირად იყოს საჭირო შემოწმებები ..
5.2
როცა მოწყობილობა არაუსაფრთხო ან დეფექტურია: თუ შემოწმების დროს გამოვლინდება მოწყობილობის
რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, დაუყოვნებლივ ამოიღეთ საჭიმარი მოხმარებიდან და
გაანადგურეთ, რათა შემთხვევით ვინმემ არ გამოიყენოს. საჭიმრის შეკეთება დაუშვებელია.
5.3
პროდუქტის ექსპლუატაციის ვადა: 3M საჭიმრების მომსახურების ვადა განისაზღვრება მუშაობის
პირობებითა და მისი ტექმომსახურებით. ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადაა 1 წლიდან (ექსტრემალური,
ინტენსიური გამოყენების პირობებში) და 10 წლამდე (მსუბუქი, არაინტენსიური გამოყენების პირობებში).
პროდუქტი ვარგისია მოხმარებისთვის მანამდე, სანამ უსაფრთხოების შემოწმებას წარმატებით გადის.
ექსპლუატაციის ვადამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წელს.
113

Publicidad

Tabla de contenido
loading

Este manual también es adecuado para:

1201466

Tabla de contenido