3M DBI SALA ROLLGLISS R550 Manual De Instrucciones página 272

Ocultar thumbs Ver también para DBI SALA ROLLGLISS R550:
Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 117
ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
KA
მოცემული ვერტიკალური სისტემის გამოყენებამდე გთხოვთ წაიკითხოთ, გაეცნოთ და შეასრულოთ მოცემულ ინსტრუქციებში მოყვანილი
მთელი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. წინამდებარე ინსტრუქციების დაუცველობას შეიძლება მოჰყვეს სხეულის სერიოზული
დაზიანება ან სიკვდილი.
წინამდებარე ინსტრუქციები უნდა გადაეცეს ამ მოწყობილობის მომხმარებელს. შეინახეთ ეს ინსტრუქციები მომავალში საცნობაროდ.
დანიშნულება:
წინასწარ შემუშავებული სამაშველო მოწყობილობა გამოიყენება, როგორც სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის ან
სამაშველო სისტემის ნაწილი.
მისი გამოყენება დაუშვებელია სხვა პირობებში, როგორიცაა (თუმცა ამით არ შემოიფარგლება):გასართობი ან სპორტული საქმიანობა, ან სხვა
საქმიანობა, რომელიც არ არის აღწერილი მომხმარებლის ინსტრუქციებში, არ არის ნებადართული 3M-ის მიერ და შეიძლება გამოიწვიოს სხეულის
სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
მოცემული მოწყობილობის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სათანადოდ გაწვრთნილი მომხმარებლისათვის სამუშაო ადგილზე გამოსაყენებლად.
!
!
გაფრთხილება
წინასწარ შემუშავებული სამაშველო მოწყობილობა გამოიყენება, როგორც სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის
ან სამაშველო სისტემის ნაწილი. მისი ყველა მომხმარებელი სრულად უნდა იყოს მომზადებული ამ სისტემის უსაფრთხო მონტაჟისა და
გამოყენებისთვის. მოცემული მოწყობილობის არასწორად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი. ამ
მოწყობილობის სათანადოდ შერჩევის, ექსპლუატაციის, დამონტაჟების, ტექმომსახურებისა და გამართვის მიზნით, იხილეთ მოცემული მომხმარებლის
ინსტრუქციები და მწარმოებლის ყველა რეკომენდაცია, მიმართეთ თქვენს ხელმძღვანელს ან დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
ანკერაჟის სამაგრის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომლებმაც მათი თავიდან არაცილების შემთხვევაში
შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სერიოზული დაშავება ან სიკვდილი:
- -
შეამოწმეთ სისტემა თითოეულ გამოყენებამდე და მინიმუმ ყოველწლიურად. მოწყობილობა შეამოწმეთ მომხმარებლის ინსტრუქციების
შესაბამისად.
- -
თუ შემოწმების დროს რაიმე არაუსაფრთხო ან დეფექტური გამოვლინდება, ამოიღეთ მოწყობილობა ექსპლუატაციიდან, გაარემონტეთ ან
გამოცვალეთ, როგორც ეს მომხმარებლის ინსტრუქციებშია აღწერილი.
- -
შეაფასეთ სისტემა "მიუწვდომლად" და დაუყოვნებლივ ამოიღეთ სისტემა მოხმარებიდან, თუ იგი დაექვემდებარა ვარდნის შეკავების ან
ზემოქმედების ძალას. შეამოწმეთ და მართეთ სისტემა მომხმარებლის ინსტრუქციის შესაბამისად.
- -
უზრუნველჰყავით სამაშველო სისტემის და სიცოცხლის ხანგრძლივობის დაცვის მუშაობა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, მათ შორის
სხვა მუშაკებთან, საკუთარ თავსა და მიმდებარე ობიექტებთან ჩარევით.
- -
დაიცავით მწარმოებლის ყველა რეკომენდაცია, როდესაც უკავშირდებით სასიცოცხლო ხაზს.
- -
სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას ყოველთვის გამოიყენეთ ვარდნისგან დაცვის უსაფრთხოების ზომები, რომელიც
განსაზღვრულია თქვენი სამუშაო ადგილის სამაშველო გეგმის მიხედვით.
- -
არ შეეხოთ დიდხნიანი ვარდნის დროს დიდი ხახუნის ქვეშ მყოფ მოწყობილობებს, რადგან ეს ნაწილები შეიძლება გახურდეს და
გამოიწვიოს დამწვრობა.
- -
ვინაიდან სამაშველო ხაზი შეიძლება მჭრელ კიდეებს ან კუთხეებს მიედოს, აუცილებლად გამოიყენეთ მჭრელი კიდეებისაგან დაცვის
შესაფერისი ტექნიკა.
- -
დარწმუნდით, რომ დაშვების გზა და დაჯდომის ადგილი ცარიელია, რათა ამ დროს რაიმე დაბრკოლებას ან რაიმე საშიშს არ შევეხოთ.
- -
დარწმუნდით, რომ ვარდნისაგან დამცავი სისტემები/ქვესისტემები, რომლებიც აწყობილია სხვადასხვა მწარმოებლის კომპონენტებისაგან,
იყოს თავსებადი და აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს, მათ შორის ANSI Z359-ს ან ვარდნისაგან დაცვის სხვა წესებს,
სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ამ სისტემების გამოყენებამდე ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ და/ან კვალიფიცირებულ
პირთან.
-
(ავტომატური ვარდნის მოწყობილობები) გამოიყენეთ მხოლოდ სამაშველო პროგრამებში.
-
(ავტომატური ვარდნის მოწყობილობები) ყოველთვის ჩაიწერეთ გამოყენების ინსტრუქციები, რომლებიც განსაზღვრულია მომხმარებლის
ინსტრუქციებით, და ამოიღეთ მომსახურებიდან მომხმარებლის ინსტრუქციებში მითითებული გამოყენების ლიმიტების შესაბამისად.
-
(R550 მოწყობილობები საჭევართან ერთად) უზრუნველყოს ოპერატორმა ყოველთვის შეინარჩუნოს კონტროლი საჭევარზე, როდესაც
სისტემა დატვირთულია.
-
(თოკის სასიცოცხლო სისტემები) გამოიყენეთ მხოლოდ ის თოკი, რომელიც აღწერილია და დაშვებულია მომხმარებლის ინსტრუქციებში.
სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომლებმაც, თუ არ მოვერიდებით, შეიძლება გამოიწვიონ
სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
- -
დარწმუნდით, რომ თქვენი ჯანმრთელობა ან ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გაუძლოთ სიმაღლეზე მუშაობის
დროს არსებულ ყველა ძალის ზემოქმედებას. გაიარეთ თქვენი ექიმის კონსულტაცია, თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა ამ მოწყობილობის
გამოყენებასთან დაკავშირებით.
- -
არასოდეს გადააჭარბოთ ვარდნისგან დამცავი მოწყობილობის ნებადართულ დატვირთვას.
- -
არასოდეს არ გადააჭარბოთ თქვენი დამცავი მოწყობილობის თავისუფალი ვარდნის მაქსიმალურ მანძილს.
- -
არ გამოიყენოთ ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა, რომელსაც არ ჩაუტარდება ექსპლუატაციამდე ან სხვა დაგეგმილ ინსპექტირებამდე
ან თუ არ ხართ დარწმუნებული, შეიძლება თუ არა ამ მოწყობილობის გამოყენება თქვენი მიზნებით ან შეესაბამება თუ არა ეს
მოწყობილობა თქვენი გამოყენების მიზნებს. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
- -
ზოგიერთი ქვესისტემის ან კომპონენტების კომბინაციამ შეიძლება შეაფერხოს ამ მოწყობილობის მუშაობა. გამოიყენეთ მხოლოდ
თავსებადი შემაერთებლები. თუ ამ მოწყობილობას იყენებთ ისეთ კომპონენტებთან ან ქვესისტემებთან, რომლებიც მომხმარებლის
ინსტრუქციებში არ არის აღწერილი, გამოყენებამდე 3M-ს მიმართეთ.
- -
გამოიყენეთ დამატებითი დამცავი საშუალებები მოძრავ მოწყობილობებთან (მაგ. საბურღი კოშკურას თავზე ამძრავი), ელექტრულ
საფრთხეებთან, ექსტრემალურ ტემპერატურაზე, ქიმიურ საფრთხეებთან, ასაფეთქებელ და მომწამლავ აირებთან, ბასრ კიდეებთან ან
თქვენ თავს ზემოთ არსებულ მასალასთან მუშაობის დროს, რომელიც შეიძლება დაგეცეთ თქვენ ან ვარდნისგან დამცავ მოწყობილობას.
- -
გამოიყენეთ რკალის აფეთქების ან ცეცხლით მუშაობის მოწყობილობები მაღალ ტემპერატურაზე მუშაობის დროს.
- -
მოერიდეთ ზედაპირებს და საგნებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მომხმარებელს ან მოწყობილობას.
- -
სიმაღლეზე მუშაობის დროს დარწმუნდით იმაში, რომ შენარჩუნებულია საკმარისი თავისუფალი ვარდნის დიაპაზონი.
- -
არასოდეს არ შეცვალოთ და არ გადააკეთოთ ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობა. მოწყობილობის რემონტი ნებადართულია მხოლოდ 3M-ს
ან იმ მხარეების მიერ, რომლებსაც 3M-ისაგან მიღებული აქვთ წერილობითი ნებართვა.
- -
ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ წინასწარ შემუშავებული გადარჩენის გეგმა, რომლის
მიხედვითაც ინციდენტის შემთხვევაში სწრაფად შევძლებდით რეაგირებას.
- -
ვარდნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება ჩამოვარდნილი მუშისათვის.
- -
არ გამოიყენოთ სხეულის ღვედი ვარდნის შეჩერების საშუალებებისთვის. გამოიყენეთ მხოლოდ მთელი სხეულის საკიდარი.
- -
რხევითი ვარდნის შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად, უნდა ეცადოთ რაც შეიძლება ზუსტად ანკირების წერტილის ქვეშ იმუშავოთ.
- -
მოცემული მოწყობილობის გამოყენებაში მომზადების დროს სავალდებულოა მეორადი დამცავი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც
მომხმარებელს დაიცავს უეცარი ვარდნის საფრთხისგან.
- -
ყოველთვის ატარეთ სათანადო ინდივიდუალური დაცვის მოწყობილობა მოწყობილობის/სისტემის მონტაჟის, გამოყენების ან
ინსპექტირების დროს.
ფორმა #: 5908259 რედაქცია: A
272

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido