PROVOX LaryTube Manual De Instrucciones página 192

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • ES

Idiomas disponibles

  • ESPAÑOL, página 51
3. დიაგნოსტიკური ინფორმაცია
3. დიაგნოსტიკური ინფორმაცია
სტომას სისხლდენა
სტომას სისხლდენა
შეწყვიტეთ მოწყობილობის გამოყენება. ტრაქეოსტომას შეხორცების
შემდეგ, ეცადეთ ეტაპობრივად გაახანგრძლივოთ მოწყობილობის
გამოყენების დრო. მაშინაც კი, თუ დროის მცირე პერიოდები იწვევს
სისხლდენას ან თუ სისხლდენა გაგრძელდება მოწყობილობის
მოხსნის შემდეგ, შეწყვიტეთ მისი გამოყენება და რჩევისთვის
მიმართეთ თქვენს ექიმს.
სტომას სწრაფი შევიწროება
სტომას სწრაფი შევიწროება
თუ თქვენ იყენებთ Provox LaryTube-ს სწრაფად კუმშვადი
ტრაქეოსტომას გამო, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ორი მოწყობილობის
გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე )იგივე ზომის(. ეს
საშუალებას მოგცემთ, მოხსნათ Provox LaryTube-ი თქვენი სტომადან
და დაუყოვნებლივ შეცვალოთ ის სუფთა მოწყობილობით. მოხსნილი
მოწყობილობის გაწმენდა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ
სუფთა LaryTube-ის ჩადგმის შემდეგ.
სტომა ფართოვდება გამოყენების დროს
სტომა ფართოვდება გამოყენების დროს
თუ თქვენი ტრაქეოსტომა გაფართოვდება LaryTube-ის გამოყენების
შემდეგ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, შესაძლებელია თუ არა ორი
მოწყობილობის გამოყენება )ერთი შედარებით პატარა დიამეტრით
და ერთი შედარებით დიდი დიამეტრით(. ეს საშუალებას მოგცემთ,
გამოიყენოთ დიდი ზომის LaryTube-ი, როდესაც ტრაქეოსტომა
გაფართოვდება და შედარებით პატარა ზომის LaryTube-ი, რაც
ტრაქეოსტომას შეკუმშვის საშუალებას მისცემს. შესაძლოა
საჭირო გახდეს მილის გამოყენების შეწყვეტა ღამის განმავლობაში
იმისათვის, რომ ტრაქეოსტომა შეიკუმშოს. ასეთ შემთხვევაში,
თქვენს ექიმთან განიხილეთ ალტერნატიული ვარიანტები HME
კასეტის დასამაგრებლად ისე, რომ შეძლოთ HME კასეტის გამოყენება
მთელი ღამის განმავლობაში.
192

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido